Sunday, January 16, 2011

ხაჭო, ტყემალი და მაიონეზი ანუ We Live in an Everchanging Universe

(შენიშვნა ქართველებში იგულისმებიან
ოღრაშები და ბენძოყები 
იხ. ექსპრესიონიზმის ცენტურიონი 1&2)
- ჰაჰ! სულები!
ს ი ს უ ლ ე ლ ე ა! - თქვა 
პროფესორმა და გაქრა.

A said: heey :*:*
A said: rogor xarr?
B said: hi
B said: magra shen?
A said: meec
B said: ras shvebi? ra xdeba?
A said: raviii axali araferi.
A said: shenken?
B said: ravi arc me maqvs shentvis raime axali sakmeli.
A said: ici raghac sheicvale(xasiatit)
(ინსცენირება)
ქართველებს ერი საოცარი თვისება გაქვთ(იმის გადაწყვეტა თუ რატომ დავწერე "გაქვთ" შენთვის მომინდია მკითხველო). 4-9 წინადადებაში შეგიძლიათ დიდი ხნის უნახავის ფსევდო-ხასიათში(ფსევდო იმიტომ, რომ ჭეშმარიტი არაა) ისეთი რამის ამოკითხვა/დანახვა/გაგონება/გრძნობა რაც თქვენს მოლოდინს არ ამართლებს და ამის უმალვე აღნიშნვა წერილობითი/ვერბალური/ან სხვა რაიმე ფორმით. მეცნიერულის ენითა რომა ვსთქვათ: სტერეოტიპულები ხართ და მცირე აცდენებიც კი პირდაპირ გავლენას ახდენენ თქვენში სეროტონინის გამოყოფაზე. მათვის ვინც ვერ მიმიხვდა:"იტოგში რო დაწვავთ რო რაღაცა ცოტათი ნიტოა იმენა ეგრევე იბოღმებით"(გრამატიკულად და სტილისტურად გამართული მეტყველების მანერა იმსხვერპლა შინაარსის ზედმიწევნით გადმოცემის სურვილმა) სტერეოტიპული აზროვნება საკმაოდ უტაქტოა ხშირ შემთხვევაში. ჩემს ქართულის მასწავლებელს და ილია ჭავჭავაძეს მინდა შევახსენო, რომ ყველა რუსი ლოთი და იდიოტი არაა. რუსების ლოთთა და იდიოტთა სიმრავლეს მინდა შევახსენო, რომ ამერიკელები მათზე იდიოტები როგორც წესი არ არიან. ხოლო საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილს რომელიც კითხვაზე "ქართველი ხარ თუ ადამიანი" პირველ ვარიანტს ირჩევს მინდა შევახსენო რომ ცვლილებები კარგია. 

დონალდი:- რიჩარდ ცაზე სრულყოფილი რამე არის?
რიჩარდი:- არა დონალდ! ცა სრულყოფილია და მშვენიერი...
დონლადი:- მიუხედავად ამისა ყოველდღე განსხვავებულია...
რიჩარდ ბახი 
 იცით, დონალდი მოკლეს. ამერიკაში მოკლეს. ჩვენ, მსოფლიოს პირველმა რეფორმატორმა ქვეყანამ ამერიკას ვერღარ უნდა ვაჯობოთ და აზროვნების რეფორმა გავატაროთ? ერთ რამეში კი ვეთანხმები რუსეთის გოს-დუმის ერთერთი წევრის  "грузия без грузин" (საუბარია ქართველის სულ სულ ზემოთნახსენებ მნიშვნელობაზე) თუმცა ტანკები ცოტა ნამეტანი იყო. მოვითხოვ ქართველებთან ერთად დამაბან, "ხარი ხართან რომ დააბა, ან ზნეს იცვლის, ან ფერსაო" ჯერ-ჯერობით ჩემს სიმტკიცეში ეჭვი არ მეპარება. (დასკვნა: საქართველოში ოდითგანვე ცხოვრობდნენ დარვინიზმის მქადაგებლები, მგონი მისაბაძი ხალხი იყო)

სტერეოტიპებზე საუბრის გამოხმაურებად კი ამას უყურეთ, იქნებ ცოტაოდანმა სინათლემ შემოაღწიოს თქვენი სოციალურ-ეროვნული უმეცრების ჭურში.


ჰაჰ! თუმცა ქართველებმა ინგლისური ხომ არ იცით. იქნებ ეს სცადოთ, დააწკაპუნე, მაინც მშობლიურ საბჭოთაკავშირულ ენაზეა დაწერილი. 

თქვენ კი, სანამ დამაბამდეთ, ვინც ამას კითხულობთ და ქართველები არ ხართ ორ კატეგორიად იყოფით: 1. პრო-ქარველები (ე.წ. არაოღრაში ორთოდოქსები) 2. ადამიანები. მოგმართავთ პირველებს: არ აყვეთ ბრბოს ფსიქოლოგიას და როგორც ერთმა გონიერმა ნაზარეველმა თქვა ნუ განსჯით სხვას(თან მაინც არ გამოგივათ და უფრო გონიერები დაგცინებენ) მეორეებ: უბრალოდ იყავით გონიერნი და ნამეტანი ღრმად ნუ შეტოპავთ (აქ. თავდასხმა საუკეთესო თავდაცვაა თუ უკვე შემოგიტიეს).
ნიკოლოზ წმინდა კაპანაძე 

3 comments:

  1. პიქზ მე შენით ვამაყობ... მუხლის ისტორიაში ყველაზე მაგარი პოსტი...!!!!

    ReplyDelete
  2. dzalian mesiamovna. martla gameghima da mesiamovna :) :)

    ReplyDelete
  3. momewonaaa... yochag piczo, yochag!!!!! :D :P

    ReplyDelete