Tuesday, January 11, 2011
მაიმუნის თავიდან გამომავალი ცეცხლი
გორილათა ბალადა
ერთ დროს, დიდი მთის ძირას
იყო ქალაქი სადაც ცხოვრობდა ხალხი, რომლებსაც ერქვათ, 'ბედნიერნი'.
მათი არსებობა დანარჩენი სამყაროსათვის საიდუმლოს წარმოადგენდა
იმიტომ რომ უზარმაზარი ღრუბლებით იყვნენ დაფარულნი.
აქ ისინი მშვიდობით ცხოვრობდნენ
განდგომილნი ძალადობისგან და არაფრის მომცემი საქმიანობებისგან
რომელიც დღითი დღე უფრო და უფრო იზრდებოდა ღრუბლისქვეშეთში.
მათთვის საკმარისი იყო ეცხოვრათ ჰარმონიაში,
დიდი მთის, მაიმუნის სულთან.
ერთ დღეს, 'უცხონი' ჩამოვიდნენ ქალაქში
ისინი კამუფლაჟით მოვიდნენ, შავ სათვალეებს მიღმა დამალულები.
მაგრამ ისინი არავის შეუნიშნავს
იცით, ისინი მხოლოდ ჩრდილებს ხედავდნენ.
'ბედნიერნი' მხოლოდ და მხოლოდ თვალებს ამჩნევდნენ,
თვალთა ჭეშმარიტების გარეშე ისინი ბრმები იყვნენ.
'უცხოთა' მიაგნეს გზას
რომელსაც მთის მაღალ მისადგომებამდე მიჰყავდი
და სწორედ იქ მათ აღმოაჩინეს
წარმოუდგენლად დიდი სიმართლისა და სიკეთის გამოქვაბულები.
მათ შემთხვევით მიაგნეს ამ სავანეს
სადაც ყველა კეთილი სული იდებს ადგილს
მაგრამ 'უცხოთა' ამ გამოქვაბულებში
მხოლოდ და მხოლოდ ძვირფასეულობა აინტერესებდათ.
და მალე მათ მთის თხრა დაიწყეს
მთის ძვირფასი ნაშალი კვებავდა ქაოსს მათსავე სამყაროში.
ამასობაში კი ქალაქში, 'ბედნიერთა' უზრუნველად ეძინათ
მათი სიზმრები მოცული იყო აჩრდილებით
რომლებიც დაუღალავად ანადგურებდნენ 'ბედნიერთა' სულებს.
ყოველ დღე, გაღვიძებისთანავე, 'ბედნიერნი' მთას შეჰყურებდნენ.
რატომ შემოჰქონდა მთას სიბნელე მათ ცხოვრებაში?
და როგორც 'უცხონი' თხრიდნენ უფრო და უფრო ღრმად
მით უფრო ნათლად იკვეთებოდა გამოქვაბულები,
სწორედ აქედან ჰქროდნენ ცივი ქარები,
რომლებიც მაიმუნის სულს აფორიაქებდნენ.
პირველად, ამ ხნის განმავლობაში 'ბედნიერთა' დაიწყეს ღელვა.
მათ იცოდნენ რომ მალე მაიმუნი ღრმა ძილიდან გამოფხიზლდებოდა...
...და შემდეგ იყო ხმა... შორიდან, რომელიც ცოტა ხანში ქაოსში გადაიზარდა...
ეს იყო ხმა რომლის გაგება სამყაროს ნებისმიერი ადგილდან შეიძლებოდა.
არ იყო ხმა. არ იყო დრო
მთა სახელად მაიმუნი ალაპარაკდა
მხოლოდ ცეცხლი და შემდეგ... არაფერი.
ქორო: ოჰ, ეს პატარა ქალაქი ამერიკაში, დრო მოვიდა, რომ ვნახოთ.
არ არსებობს ისეთი რამ რისიც გჯერა და გინდა
მაგრამ სად იყავი მაშინ როცა ეს ყველაფერი მოხდა?
მიძახდი? არა...
ელექტრონი. სპინი 1/2. ორბიტალი 4P. პოლარობა 0.006513
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment