ექსპრესიონიზმისა და ცენტურიონის სიტყვის ახსნას აღარ დავიწყებ... სულ ცოტა იმიტომ, რომ ვიზეც ამ პოსტში დავწერ ეგეთ "მაღალფარდოვნებას" ვერ აღიქვაmს და მოერიდება პოსტის წაკითხვას... ალბათ ისევ ეგრე ჯობია...
პოსტის პირველ ნაწილს მართლაც დიდი გამოხმაურება მოყვა... ბევრმა ჩემმა მეგობარმა (და არა ამხანაგმა) მომაწოდა სურათები თუ მასალა, რომელიც ამ პოსტში შეგხვდებათ. ყველას ვემადლიერები და კაცობრიობის დაღუპვის შეჩერებაში მათ როლს ხაზს გავუსვამ!!!
Facebook Generation Without Faces And Books...
P.S გავიმეორებ, რომ ყველა ტუჩებ-გამოპრუწული სურათის ავტორი თუ პატრონი არ "მევასება"!!!
"მოდი-ტუჩები-გამოვპრუწოთ-უფრო-ლამაზები-გამოვჩნდებით" ფენომენი ანუ (კოდური სახელი:) "გველხოკერა პირწიგნაკზე".
1. "დაფიქრდი სანამ ფიქრს დაიწყებდე!" (მიყვარს ეს გამოთქმა, მაგრამ ქვემოთ ნაჩვენებს, რომ ვუყურებ ვხვდები, ფიქრის დაწყება არ მინდა!!!)
(სურათი წაშლილია იმ ადამიანის თხოვნით ვინც გამოსახული იყო ფოტოზე, მაგრამ მკითხველის ფანტაზიას მივანდობ რიგითი ტუჩებგამოპრუხული გოგონას წარმოდგენას...)
კევმიმხმარი ტუჩებგამოპრუ"წკუ"ლი... არ ვიცი მას ამ სურათში თავი ლამაზი ეჩვენება თუ უფრო ლამაზი, მაგრამ ჩემი სუბიექტური და ვგონებ რომ ასევე ობიექტური აზრით ეს გულისამრევია!
2. გრძელდება ტუჩებგამოპრუწულთა "სერია", და მეორე საპატიო ადგილი დაიკავა სურათმა: "ჟელეზნაია ტრახოვკა" (სახელზე ნუ დამეკითხებით, არ ვიცი რატო დავარქვი).
ქართული მამრი დოინჯი და რამე. აი რამე რა არის თვითონ მიხვდით.
3. მაღალფარდოვანი ტუჩებგამოპრუწვა დაღებული პირით!
ვუიმე, ვუიმე დედა მიშველე...
იკითხეთ თებერვლიდან მაღაზიებში... პირი ღია, ვარდისფერი პომადა, იატაკზე გაშხლართვა... რაღაც ძალიან მისტიურია...
დასასრული: (ადამიანები, რომელთა სურათებიც დავდე მიცნობენ! და ვთხოვ არ განრისხდნენ ამ პოსტის ნახვისას... ეს საქართველოს გადარჩენას ემსახურება და თქვენი წვლილიც ურევია...) მე კი მიუხედავად ზემოხსენებული გამოთქმისა, მაინც დავიწყე ფიქრი და ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, მივხვდი რატომ არ მჯერა ღმერთმა რომ შექმნა ადამიანი. ღმერთი ასეთ ზნედაცემულ "საზიზღრობას" ვერ შექმნიდა... ანდაც ეს ყველაფერი მის ახალგაზრდობის შეცდომას მივაწეროთ!
მე მგონია ამ ყველაფერს ისევ (როგორც მავანნი იტყვიან) "ოდნოებისთვის" გადაღებული ფოტოები ჯობია... თბილისის რომელიმე ხიდზე (თუნდაც ქართლისდედის always ultra-ზე) ან ძეგლთან გადაღებული.(ცინიზმი)
მუდამ თქვენი (ამათ ხელში შეშინებული, ცოტათი სასოწარკვეთილი, მაგრამ არა მონა მორჩილი!) გუგა ნიუტონი (www.ვაშლი-რა-კარგი-რამეა-გული-მაინც-არ-აგერევა.ge)
P.S არც ერთ აქ მოყვანილ ადამიანს არ ეწყინოს... მეტიც პატიებასაც კი ვთხოვ, მაგრამ საქმეს ჭირდება... (შავსათვალიანი, ტყავისკურტკიანი ბიჭების დაყენებებს არ ვართ!)
guga bolo isaa vinc me mgonia???
ReplyDelete