ოჰ, ეს კინდერ შოკოლადი! ის ისეთი ტკბილიააა!
დიახ! თითოეული ბატონი ხომ ერთ ჭიქა რძეს შეიცავს!
დედა! დედა! კინდერ შოკოლადი გვინდააა!
მე კინდერ შოკოლადის სამ ბიჭს მოვესწარი. და ამით ვამაყობ.
პირველად იყო, სტაფილოსფერ, სულელურ პერანგში გამოწყობილი, მოყვითალო კბილებიანი გერმანელი ყმაწვილი. ამ დროის კინდერ შოკოლადი, კონტრაბანდით შემოდიოდა თურქეთიდან. ეს კი შოკოლადის ორ მეტად დამახასიათებელ თვისებას განაპირობებდა. შოკოლადი ვადაგასული იყო და ყუთში არცერთ ბატონს ქონდა შენარჩუნებული ყუთში-ჩადებამდელი მდგომარეობა.
მიუხედავად ყველაფრისა, დეფორმირებული, ვადაგასული კინდერ შოკოლადები დიდი პოპულარობით სარგებლობდა იმდროინდელ "გრუზიაში" (ჩემი აზრით ეს სიტყვა ყველაზე კარგად ახასიათებს საქართველოს რევოლუციამდელ ყოფას). შემდეგ იყო წითელ პერანგიანი ლოყებღაჟღაჟა ბიჭი. ისევ დამახასიათებელი ღიმილით. განსხვავება მხოლოდ და მხოლოდ კბილთა სითეთრე იყო. და ბოლოს, საქართველოში დამზადებულ ბავშვებს ეღირსათ ნამდვილი, სომხეთში არსებული Kinder-ის ფილიალის მიერ დამზადებული Kinder-Chocolate (გამოითქმის: ქინდერ-შოქოლათე)(Deutsche აქცენტით), "მადისაღმძვრელი შოკოლადით, და რძიანი შიგთავსით". გარეკანი დიდი ვერაფერი. პერანგის ფერიც კი იგივეა. უბრალოდ ბიჭია გამოცვლილი (ალბათ ის გაიზარდა). ისიც გულმოდგინედ იღიმება.
იღიმება!
იცით არის რაღაც ამ სომხეთში დამზადებულ ქინდერ-შოქოლათე-ში. თითქოს მოწოდება ქართველებისადმი, რომ უბრალოდ... გაიღიმონ. გაიღიმონ თუნდაც ისე ყალბად (თუმცაღა არ ვთვლი, რომ ყალბად) როგორც, "კინდერის ბიჭი" იღიმება ქინდერ-შოქოლათეს ყუთზე. იქნებ დროა, რომ მოვრჩეთ სექსუალურად-დაუკმაყოფილებელი-ბიზონების სახეებით სიარულს თბილისის ქუჩებში, და უცნობს, რომელიც წამით შემოგვხედავს გავუცინოთ.
სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ საქართველოს გადარჩენის გზა კინდერ შოკოლადზე, და გაღიმების თავისუფლებაზე გადის.
მეგობრებო! გავიღიმოთ, ეს ხომ ასე ადვილია!
ელექტრონი. სპინი 1/2. ორბიტალი 6f. პოლარობა 1.320904326
No comments:
Post a Comment