თავიდან ადამიანს არ ქონდა რელიგია, მერე თვითონ მოიგონა (საჭირო იყო), შემდეგ ქონდათ რელიგია, ახლა ნელნელა კარგავენ, არა კი არ კარგავენ თავიდან იშორებენ იმას, რაც ავტორიტეტებზეა დაფუძნებული (ანუ ავტორიტარულ ღმერთებზე).
კი მიკვირს თავის დროზე ნიუტონი როგორ ვერ მიხვდა, ანდაც მიხვდა და ბოლომდე ვერ თქვა: ღმერთი არ არსებობსო... ნიუტონის ცოდნას აინშტაინის ფარდობითობა დაემატა, მაქამდე გალილეომ იგალილეია და... აი დღეს ჰოვკინგი საბოლოოდ ანგრევს ღმერთის პროტოტიპს თუ სტერეოტიპს.
მეც ნამდვილად მჯერა ამ ყველაფერთან "ღმერთი" არაფერ შუაში არაა და ყველაფერზე ფიზიკა აგებს პასუხს. ხოდა სულმოუთქმენლად ველოდები კოლაიდერის საბოლოოდ გამართვას, გაშვებას და დასკვნას ველოდები სამყაროს წარმოშობაზე.
ხოდა ძალიან მაინტერესებს რა იქნება რელიგიის წარმომადგენლების, ფანატიკოსებისა და დიდი მორწმუნეების რეაქცია იმაზე, რომ გაიგებენ სამყაროს შექმნაში ღმერთი არაფერ შუაშია და ყველაფერი ფიზიკააო... რატომღაც ამ დროს ყოველთვის გორგოლაჭებზე შემდგარი ატირებული მამაო ანუ გორგოლაჭებიანი სენტიმენტი მახსენდება...
ეს შემდეგი "abc"-ს რეპორტაჟია ჰოვკინგზე... არამხოლოდ როგორც მეცნიერზე... უბრალოდ ადამიანზე... და მე ნამდვილად მიყვარს ეს კაცი, მთელი გონებით მიყვარს!
განსაკუთრებით რჩევებს მოუსმინეთ...
The Remarkable Stephen Hawking...
მუდამ თქვენი გუგა ნიუტონი, რომელსაც ამ ვიდეოს ყურებისას ბევრჯერ გააჟრიალა (ვაშლები არაფერ შუაშია)...
I don't Believe in science anyways(just Sex, Love, Music). But as long as He Knows what Love is, He's Remarkable.^^
ReplyDelete