Thursday, January 6, 2011

ექსპრესიონიზმის ცენტურიონი (ნაწილი 1)

    (ექსპრესიონიზმი ძველი ბერძნული სიტყვაა და გამოხატვას ნიშნავს...(მარაზმი))
     (ცენტურიონიც ძველბერძნული სიტყვაა და ნიშნავს დარაჯს, გუშაგს)
   ალბათ ყველა პატრიოტი თუ არაპატრიოტი დამეთანხმება, რომ ქართველებს ყველაფრის მართლაც უცნაური გამოხატულება აქვთ ხოლმე. რასაც მე დავწერ ჩემი მოგონილი არაა და ალბათ თქვენც ყოველდღიურად გადაეყრებით ხოლმე.

1. სიყვარულის ფენომენი ქართულად:
    "ვაიმე ჩემი ღორი", "გოჭი", "გოჭუნია", "ღორუკელა", "ტახუკელა", "ჩემო ბურვაკო" და ა.შ. (ამ შემთხვევაში მხოლოდ ღორისა და მისი ვარიაციების ფენომენი). ---- ჩემში ღორი არანაირად არ აღძრავს სიყვარულს და ვნებას და ნამდვილად გასაკვირია რატომ ხმარობენ სიტყვა ღორს (რაღათქმაუნდა თავისი ვარიაციებით) ზეჭეშმარიტი, მუხლმოუხრელი და მუდამ შორსმჭვრეტელი, მარადიუოლი სიყვარულის ან "საყვარლობის" გამოსახატად. გერმანელების ღორს რომ მოვეშვათ, მუსულმანებს და ებრაელებს ყველაზე ბინძურ ცხოველად ჰყავთ მიჩნეული, ჭამასაც კი ერიდებიან. მაგრამ აქ საქართველოა სადაც სიყვარული ჭამასთან იგივდება ხოლმე. ღორიც "გავძეხი" საჭმელია და მეტი პატივი რომ მიაგონ ასე და ამგვარი გამოყენება მოუძებნეს. მე კი ღორის დანახვაზე ღიპგადმოგდებული "ბენძოყი" გურჯი მახსენდება ყანწითა და ბარკლით ხელში და ნამდვილად არ მესმის რა შუაშია სიყვარული და ღორი.



2. "პირწიგნაკ-კომენტარებიიიი....<3" (Facebook Generation Without Faces and Books):
      chemi krasavicaaaaaaaaaaaaaa:*:*:*:*:*miyvarxar:*,        miyvarxaaaaaaaaaaaaaaaaaaa
aaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaart :*:*:*:*:*:*:*:*,       meeeeeeeec miyvarxaaaaaaaaaaaaart aiii yvelaa suul yvelaaaaaaaaa............:D:D:):*:*:*♥♥♥♥,      hemi unaklo Tojinaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa...(es a-ebi usasrulod grdzeldeboda da dagzoget), chasaylapoooooo :*:*:*: chemi takucunebi xar gochuuuuuun :**,
            ალბათ ზევით მოყვანილი ცოცხალი მაგალითები ყველაფერს ამბობენ, მაგრამ... ...ადამიანის მიმართ სიყვარულის გამოსახატად (ჩემი აზრით) თუ მაინცადამაინც "პირწიგნაკზე (ამაზე მეც მეცინება)" უნდა დაწერო, უბრალოდ იმ სიტყვის დაწერაც საკმარისი იქნება გაწელილი ხმოვნების გარეშე... ეს "დამწერლობა" გამოიყენება ღრმად ზეშეტენვის განსახორციელებლად... (თუ ვინმემ თავის თავი ამოიცნო ან აქ... ან კომენტარებში რომელიც დავაკოპირე მაპატიეთ... თქვენი "გასაჭირი" ზოგადად კიდევ მრავალს აწუხებს და თუ თქვენგან დავაკოპირე, იცოდეთ რომ საზოგადო საქმეს წაადგება ეს ყველაფერი)... ზეშეტენვის პრინციპი მარტივია საუკეთესოდ უნდა მივაჩნევინოთ თავი ვინმეს და მასში ნარცისიზმი გავაღვიძოთ, რომელიც ჩვენზე იქნება დამოკიდებული... ყველაზე სასაცილო ის არის ხოლმე, რომ ვიღაც ძალიან "უკანა-ტანის მოყვარული არსება" ერთდროულად რამდენიმეს უკანა ტანს "ეჩალიჩება"... აქეთ ერთს წერს ყველაზე ყველაზე ლამაზოო, იქით მეორეს წერს იგივეს, არადა ყველაზე ლამაზი ორი როგორ იქნება... თუ ყველაზეა ერთი უნდა იყოს არა? 
     ყველაზე "მაგარი" მაგალითი:
  აი აქ კი ჩემი სიტყვები უძლურია. (ვიცი იცნობს ვისიცაა და იმედია მომიტევებ, კარგ საქმეს ვემსახურები(თ).)
    ჯერ ამ ორი ფენომენით შემოვიფარგლები (სიტყვა შემოფარგვლას დაუკვირდით რა მაგარია) შემდგომ აუცილებლად განვაგრძობ...
    
     მუდამ თქვენი (არავითარ შემთხვევაში მონა-მორჩილი) გუგა ნიუტონი (ღორებმა, გოჭუნიებმა და ტახუკებმა შეჭამეს ვაშლები...)   
     (სატირა, სარკაზმი, ცინიზმი:) გაკოცეეეეთ :*****, ღორუკელებოოოო.... (მარაზმი)

1 comment:

  1. magaria.. ara momwons ra tqveni blogi. ase gaagrdzelet... qartvelebis xelshi gasakritikebeli temebi ar mogakldebat :) miyvarxaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa(da a.sh. )rt... :P

    ReplyDelete