ის რაც ქართულია, ნებადართულია!
აი ეს "ძალიან არაშოვინისტური" ფრაზა, წერია თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე, კედელზე. ეგ ქუჩა ჩემი სახლიდან 300 მეტრით არის დაშორებული და რამდენი ჩავივლი ვფიქრობ, ვიამაყო თუ არა ამ წარწერის დამწერით. იქნებ ქართულ ღრიანცელზე გაბრაზებულმა დაწერა ეს და ამით ქართველი ერი ჩაეფიქრებინა, ანდაც თავისი "ოყრაყი გურჯობის" გამოვლენაა... მოკლედ ასეა თუ ისე, ეს ფრაზა გულში ჩამყვა და გადავწყვიტე დავწერო იმაზე თუ რა მინახავს საქართველში და არ მიამაყია, რომ ქართველი ვარ... ისე ერთადერთი როდესაც ქართველობით ვამაყობ ჩვენი რაგბისტების თამაშია! და კიდევ პატარ-პატარა რაღაცები (და არა რაღაცეები!).
1. სათამაშოების მაღაზია "პეპელა"
ჰმმ... არ გეგონოთ, რომ მაღაზიით არ ვამაყობ! უბრალოდ მაღაზიას ფრანგი უფროსი ყავს... :) ახლა კი მოგიყვებით იმას, რითიც არ ვამაყობ. ერთ არც ისე მშვენიერ დღეს მე და ჩემი "თანამოაზრე, მეგობარი და ა.შ"(წმ. ნიკოლოზი) შევედით პეპელაში.
ჩვენი სტუმრობა იქ საკმაოდ ხშირია ხოლმე (სტუმრობაში რაიმეს ყიდვა არ იგულისხმება)! და იქაც გვიცნობენ და თითქმის პროგრესული ადამიანებიც კი მუშაობენ! იმ დღეს ერთი წვერებიანი მამრი ძუძუმწოვარი შემოვიდა, თუ ზუსტად მახსოვს ლეგო იყიდა და როდესაც პარკში ჩაუდეს სახეზე ბენძოყური უკმაყოფილება გადაეკრა! რა იკითხა იცით? უფრო ბიჭური პარკი არ გაქვთო?... (პეპელას პარკებზე საყვარელი პეპელაა გამოსახული და რა გასაკვირია, რომ არ მოეწონა "გოგოური" პარკი და ბიჭური მოითხოვა) ალბათ გაუტყდა იმ პარკის დაჭერა... ალბათ მის დეგრადირებულ გონებას ყანწიანი და ხაშიანი პარკი გაუხარდებოდა, მაგრამ აბა პეპელაში არც ხაშია და არც ყანწები... მოკლედ ასე იყო თუ ისე გაუდგა ის ინფანტილური ძუძუმწოვარი თავის გზას... აი დაგროვილი სიცილი კი მაღაზიაში მყოფებმა შემდეგ ერთად გადმოვანთხიეთ!
2. ამაზე ალბათ ბევრის დაწერა არ დამჭირდება. (ეს სურათი ჩემმა პროგრესულმა მეგობარმა მომაწოდა. "ექსპრესიონიზმის ცენტურიონის" წაკითხვის შემდეგ იმდენი მსგავსი სურათი მომდის!!!) სკამზე გამაგრდით და იხილეთ!:
ბოდიშს გიხდით "ცუდი" დეფინიციისთვის (გარჩევადობისთვის), მაგრამ ისევ თქვენ <3-ს ვიცავ შეტევისგან... :))
3. მესამე რითიც არ ვამაყობ არის "ნაკურთხი მამაოები" (ამიჯერეთ ასეთი ბევრია, ნაკურთხში რა ვიგულისლე მოგახსენებთ.)
ერთხელ სადღაც "ქელეხში" თუ სუფრაზე, რა მნშვნელობა აქვს, მამაომ ცხვრის ჩემხლა ბარკალი გადაიღო (მაშინ 11 წლის ვიყავი, ქრისტიანი (და რამე)):) და ისე გემრიელად ჩაკბიჩა... მმმ... აი ქართულაც, მერე ქვევით წვენები რო ასხავს და ამბები... როცა კითხეს მარხვაო. მამაომ უპასუხა ვაკურთხე ბატკნის ბარკალიო! ასეთი რამ მაქამდეც გამეგონა, მაგრამ რათქმაუნდა არ ვუჯერებდი, მაშინ ხომ მწამდა რა "წმინდა" იყო ეკლესია და მისი "მრევლი". აი იმ დღის მერე კი მივხვდი, რომ ყველა წვერებიან და გრძელთმიან ბაბუში არის რაღაც "აფერისტული". შემდეგ (როდესაც უკვე აღარ მწამდა) (14-ის ვიყავი). "პეროვსკაია"-ზე ჩავლისას ერთმა მამაომ მეორეს "შეჩემა"-თი, რომ მიმართა მივხვდი რა ძლიერ წმინდანნი ყოფილად ისინი. ეკლესიაზე რომ დავამთავროთ კიდევ მამა ბასილით არ ვამაყობ, იმიტომ რომ მისი დოსიე ალბათ ასე იწყება:
"მამა ბასილი" ზედმეტსახელი ჩორნა. ნასამართლებია ორჯერ. არ ევასება იაღოველები და ევასება წიგნების დაწვა. ერთხელ ეკლესია შეამგრიეს მის ასაყვანად და ა.შ."
4. არ ვამაყობ ქართველი გოგოები და არამარტო, სურათის გადაღებისას ახალ პოზებს რომ თხზავენ ხოლმე. ეს იმდენად ამაზრზენია რამდენადაც "ორსული მამაო"(წარმოიდგინეთ რა... ნაკურთხია დედას გეფიცები). არ ვამაყობ (რაღათქმაუნდა) ტუჩებ-გამოპრუწულობის და "აბა-სასტავი-ერთად-დადგა-და-წინ-ფეხები-აიშვირა" სურათების ფენომენი.
5. არ ვამაყობ ქართველი შავსათვალიან-შავკურტკიანი ბიჭებით. თავიან "დედას" რომ აგინებენ და შენ რომ შეაგინო გცემენ. არ ვიცი როდის შეიგნებს ქართველი "ძველ-ბიჭობა" რომ ამ ინცესტს და (უბედურება) სისხლის აღრევას, ისევ ჯანსაღი სექსი ჯობია. (თან სისხლის აღრევა არარელიგიურია და ბევრი დაავადება და ანომალია მოჰყვება ხოლმე.)
აი ახლა კი პირდაპირ ვიტყვი რომ არ მევასება ისეთი "კაცი" რომელსაც თავის სიტყვის დასამტკიცებლად თავის დედასთან "ფეტიშიზმი" თუ სხვა უბედურება უწევს... და ბოშყო-ს გარეშე მისი არავის ჯერა!
აი ეს 5 და სხვა მრავალი რამაა რითიც არ ვამაყობ საქართველოში. დანარჩენზე მერე აუცილებლად დავწერ. და რადგან ქუჩაშე წაკითხული "იდიომით" დავიწყე ეს პოსტი ასევე დავამთავრებ: ეს წარწერა კახეთში, ჩემ სოფელში წავიკითხე ვიღაცის "ზაბორზე" (მართლა ზაბორი იყო!): ლუკმა მაშინ არის ტკბილი, როდესაც კაი კაცობით არის ნაშოვნი!... მე ამ ფრაზამ (მიუხედავად იმისა რომ "დიდი ვერაფერია") აღმაფრთოვანა და ბევრჯერ მიფიქრია მასზე...
მუდამ თქვენი (არავითარ შემთხვევაში მონა-მორჩილი) გუგა ნიუტონი ( ვაშლი ქართულია! ნებადართულია!)
bravo.. maocebt xalxo ra :D:D:D
ReplyDeleteverc imit gageamayebi .rom shenze uket davcer rames tundac sasven nishnebs,magram bolo mexute filosofia dzaan "gaaposhle" ra incesti ra fetishi , deda shemertos colada aseti gamonatkvamic gecodineba ase mgonia , xoda rodesac magas ambobdnen im dros albat akeb xolme da isini did kacebad migachnia vidre dzveli bichebi da martalic xar da albat mat shen sxvashi verapershi cuns ver daudeb tu ara "incestshi" " deda shemertos colada " icvleba taoba icvleba sityvis masala amitom nu gamoxval romis papze katolike da saertod reebs cer tanac kompetenturi da cinikuri "rojit" anegdoti mamaoze vitomc da sheni tvalit ixile , bichi yavda im bendzoys saxshi da mastan mikonda is legoiani parki (ase mgonia ) ra diagnozebs svam ak brdzeni kinalokos saxit bichanchur ra mogsvlia ? magari statia gamogivida da enakvimati statia gamogivida ? cxeni xar boishviyo :)))
ReplyDelete