-გოგო, ფეისი რო იხურება გაიგეეეე?
-მართლაააა? არ მაღადავეეებ, მართლა მართლააა?
-კი, ნოდიკო ხო იცი ჩემი მეზობელი, ეგ არი თურმე ფეისის დირექტორის დაცვის უფროსი და მითხრა ყველაფერი მობეზრდა, დეპრესია აქ და კუნძულზე მიდის 99 ჩიხუახუასთან ერთადოოოო!
მიყვარს როცა პოსტს შეკითხვით იწყებ. შეკითხვით რომელსაც ძალუძს წაკითხვისთანავე მიგაჭაჭვოს მონიტორს და პასუხის გაგების საოცარი სწრაფვა აღძრას შენში. კითხვა რომელიც მეორე კითხვას დაუდებს სათავეს. ოღონდ არა ჩვეულებრივ მეორეხარისხოვან კითხვას... აარა! კითხვას, რომელიც შენს ტვინში ხვეულებს უფრო მეტად აბურდავს, უფრო მეტი პასუხის ძიების სურვილს გაგიჩენს. ამგვარი კითხვები ბევრი არ არსებობს, მაგრამ არის ერთი ასეთი...
„დაიხურება თუ არა ფეისბუქი 15 მარტს?“
:ვარსკვლავური ომების მთავარი მუსიკალური თემა:
და-და-და-და და-და-და და-და-დააა...
რა თქმა უნდა არა! მაგას ჩვენი მთავარი სულიერი მასაზრდოებელი, მარკ ცუკერბერგი ნამდვილად არ გვიზავს. დარწმუნებული ვარ თვითონაც აცნობიერებს თუ რა შეიძლება გამოიწვიოს ფეისბუქის დახურვამ. ალბათ განსაკუთრებით ღელავს Fეისის ისეთ მომხმარებლებზე როგორებიც არიან Yvelaze Lamazebi da Raviciii, NaRo Di (მეტი სიმკვეთრისთვის NaRo სახელია, Di გვარი), Ulamazesebi Usayvarlesebi, Qartveli Derskebi, Lamazi GoGoebi Da Simpatiuri Bichebi, UUUlamazesebii, Simpatiurebi da Dzerskebi, Simpoebi, GoGoshkebi da Bichoshkebi…
როგორც გაწმინდანების პროცესში მყოფი აკაკი წერეთელი იტყოდა:
„ვინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა ანდა ფეისბუქში მსგავსი სახელწოდების იუზერები“ (აკაკი სწორედ ამ სიტყვებს იხმარდა, იგი ხომ თავისი აზროვნებით დროს უსწრებდა)
სანამ ფეისბუქის გაუქმების მწვანე ღილაკს დააჭერდა თითს, მარკი აუცილებლდა იფიქრებდა იმ ქართველი გოგონების სახეებზე, განწირულად რომ ოხრავენ, და ნუგეშს ბებიამათების კალთებზე პოულობენ. იფიქრებდა ათასგვარ დათაგულ სურათზე, რომელიც მილიონობით ქართველის (რა არაბუნებრივია სიტყვა ქართველთან მილიონის ხმარება, მაგრამ მაინც...) გულებს ახარებს. აუცილებლად იფიქრებდა, და არ დააჭერდა… მწვანე ღილაკს, დამცავ მინის ფარს დაახურებდა, ცას აჰხედავდა, და გაიფიქრებდა:
ისევ იმ პორნოზე დავანძრიო თუ ჩემი ჰერმაფროდიტი მოსამსახურე ოსვალდი გავგზავნო ახლის საყიდლად?
ელექტრონი. სპინი -1/2. ორბიტალი 3d. პოლარობა 0.24005356205
No comments:
Post a Comment