Sunday, January 2, 2011

დათვების ღმერთი (თავზეხელაღებული თარგმანი)

მე და დათვი სასეირნოდ მივდვიართ. მდინარეზე წასვლა დათვის იდეა იყო. მდინარემდე ახლოა, ფეხით ოც წუთზე მეტი არ იქნება. ერთიორჯერ მანდეთ უკვე ვყოფილვარ: გაზაფხულის დასაწყისში ბეკასების* სანახავად წავედი, მაგრამ ფაქტია რომ ცხელ სეზონს იქ ჯერ არასოდეს მოვხვედრილვარ. ცოტა საჭმელიც წამოვიყოლე, ასე რომ გასეირნება კიარა ლაშქრობა გამოგვივიდა.

დათვი ზრდასრული მამრია შესაბამისად ძალიან დიდა. ახლახანს გადმოსახლდა 305-ე ბინაში, სამი ოჯახის იქით. თან რაც საკვირველია  ყველაფერი ტრადიციების თანახმად გააკეთა, თავისი ცერემონიებით. თანასართულელებს წიწიბურის ატრია*  და თითო-თითო შეკვრა მისალოცი ბარათები მოგვართვა. ამ ბოლო დროს დიდი იშვიათობაა. გავიფიქრე კიდეც რა თავაზიანია-მეთქი. მაგრამ პრინციპში დათვია ასე რომ გინდა არ გინდა ხალხის რეაქციაზე უწევს ფიქრი.

სხვათა შორის ატრია რომ შემომიტანა, საუბარში შემთხვევით გაირკვა რომ, შეიძლება ითქვას, ნაცნობები ვართ.

კარის გვერდით ჩემი გვარი რომ ამოიკითხა, დაინტერესდა შემთხვევით ქალაქ N-დან ხომ არ ვიყავი.



დასტური რომ მიიღო საშინლად ანერვიულდა. თურმე ერთ-ერთი მისი ნაცნობის ბიძა, რომელმაც ერთდროს დახმარება გაუწია დათვს, იქაურ თვითმმართველობაში მერის დამხმარედ მუშაობდა. იმ კაცის გვარი ზუსტად ჩემნაირი იეროგლიფებით იწერებოდა ჰოდა დათვმაც ჩათვალა რომ  ის დამხმარე მამაჩემის ბიძაშვილი იყო. მართალია საკმაოდ არასანდო მოსაზრებაა, მაგრამ დათვი ძლიერ აღფრთოვანდა და კიდევ კაი ხანი ლაპარაკობდა რაღაც "კავშირებზე" ამაღლებულ კონტექსტში. კი ვერ მივხვდი უბრალოდ ზეთავაზიანად მომესალმა და გამეცნო იმ დღეს თუ საერთოდ ასეთი საუბრის მანერა აქვს - მოკლედ საკმაოდ ძველმოდურად იქცეოდა.

ზუსტად მაგ დათვთან ერთად ვლაშქრობ ამწუთას. ისე, დათვებში საკმაოდ ცუდად ვერკვევი და მიჭირს თქმა ზუსტად რა ჯიშისაა - იაპონური, მურა, თუ კიდევ რამე სხვა, მაგრამ პირდაპირ კითხვა მიტყდება. რა ქვია არც ეგ ვიცი. გავბედე და ვკითხე რა დაგიძახო-მეთქი და რომ გაარკვია ახლომახლო არცერთი დათვი რომ არ ბინადრობდა მიპასუხა " ამწუთას სახელი არ მაქვს, და რაკი ერთადერთი დათვი ვარ, მოფიქრებაც სულ არ არის სავალდებულო. მე პირადად მომწონს როდესაც მომართავენ "თქვენ", ასე რომ თქვენც "თქვენ"-ით მომართეთ - ოღონდ უბრალოდ ნაცვალსახელად არ წარმოსთქვათ, აუცილებლად წარმოიდგინეთ ხოლმე იეროგლიფი "კეთილშობილი" რომლითაც "თქვენ" ჩაიწერება. თუმცა პრინციპში რაც გინდათ ის დამიძახეთ." მართლა რაღაც ნამეტანი ძველმოდურია. თან წაფილოსოფოსებაც უყვარს.

 გზა აწყლიანებულ მინდვრებს მიუყვება. გზა ასფალტიანია და შიგადაშიგ მანქანები ჩაივლიან ხოოლმე. რომ გვიახლოვდებიან მძღოლები სიჩქარეს აკლებენ და ცდილობენ ცოტათი შორიდან შემოგვიარონ. ისე კიდევ სულ ცარიელია გზა, ჯერჯერობით არცერთი ფეხით მოსიარულე არ შეგვხვედრია. საშინლად ცხელა.მინდორშიც კაციშვილი არაა, არავინ მუშაობს. სიჩუმეა. ერთადერთი დათვის ფეხების რითმული ფრატუნი ისმის.

- ხომ არ დაგცხათ? - დავინტერესდი

- არა. ერთია რო ფეხი მტკივდება ასფალტზე სიარულისგან - შემომჩივლა დათვმა - მაგრამ მდინარე ხომ ახლოსაა უკვე. ნუ ღელავთ. გმადლობთ მზრუნველობისათვაის



დათვი ცოტა ხნით ჩაფიქრდა მერე კი დაამატა.

 - ისე თქვენ თუ დაიღალეთ შეგვიძლია ტრასაზე გავუხვიოთ, ჩავუსხდეთ, დუქანში დავისვენოთ.

 მე ჩემი შლაპა მახურავს და საერთოდაც , კარგად ვიტან სიცხეს, ასე რომ შემოთავაზებაზე უარი ვთქვი. გულში კი გავიფიქრე თვითონ ხომ არ მოუნდა შესვენების მოწყობა-მეთქი. რაღაც ხანი ჩუმად განვაგრძეთ სიარული.

 ძლივს. წყლის გაუგებარი წკრიალი უფრო გამოკვეთილი გახდა - მდინარის ნაპირზე გავედით. მდინარე გატენილია მობანავეებითა და მეთევზეებით. ჩანთები ძირს დავყარეთ და ოფლი პირსახოცებით შევიშრეთ. დათვი ენაგადმოგდებული მძიმედ სუნთქავდა. ამ დროს სამნი მოგვიახლოვდნენ: ორი კაცი და ერთი ბიჭი, სამივე პლავკებით. ერთერთ კაცს სათვალე ეჭირა მეორეს კი წყალქვეშ საცურაო მილები.

- მამი! მამი! დათვი! - დაიყვირა მიჭმა.

-ჰო ვხედავ, ვხედავ. - უპასუხმა იმან, აკვალანგის მილები რომ მოქონდა.

- დათვია! დათვი!

- ჰო-ჰო დათვი.

- შეხედე მამი! შეხედე! დათვია!

 ასე რამდენიმეჯერ განმეორდა. მილებიანი კაცი მომაშტერდა ჩემს სახეზე რაიმეს ამოკითხვის იმედით, დათვს მიშტერება ვერ გაუბედა. მეორე, სათვალიანი უბრალოდ იდგა და დუმდა. ბიჭმა ჯერ დათვს ბეწვზე მოქაჩა, ფეხი მიარტყა, მერე ველური ღრიალითურთ მუცელი უთავაზა და გაიქცა. თნამგზავრები ბაჯბაჯით გაყვნენ.

- ოჰო-ჰო - თქვა დათვმა ცოტა ხნის შემდეგ. - მავშვები - ისეთი საყვარლები არიან, ცუდს არავის უსურვებენ.

არაფერი მითქვამს

- აი ხალხი ხო სხვადასხვანაირია, კარგი, ცუდი, მაგრამ ბავშვები ყველანი კარგები არიან.

დათვი წყლისკენ გაემართა და  პასუხის გაცემა ვერ მოვასწარი. წყალმარჩხობაში* თევზი ჭყუმპალაობდა, აქა-იქ გრდზელი წვრილი ზურგები ჩანდნენ. წყლისგან სიცივე მოდიოდა. კარგად რომ დავაკვირდი საინტერესო რამ შევნიშნე: თევზი წინ და უკან მი-მოდიოდა თითქოს მკაცრად შემოსაზღვრული მართკუთხედის ფარგლებში. დათვიც მიშტერებოდა წყალს. ეტყობა რაღაც შენიშნა. დათვის თვალები და ადამიანის თვალება წყალში ალბათ სრულიად განსხვავებულ რაღაცებს ხედავენ. უეცრად წყალში ჩახტა და წვეთების შადრევანი ამოუშვა. ტალღებში ნავარდი დაიწყო. მერე შუაგულ მდინარეში შეჩერდა მარჯვენა თათი დიდ თევზ მოსდო რა ჰაერში ამოაგდო. წყალმარჩხობის თევზებზე ორჯერ-სამჯერ უფრო დიდი იყო.

 - რა? გაგიკვირდათ? - იკითხა რომ დაბრუნდა ნაპირზე. - მთლად სწორად მართალი არ გამომივიდა, არც გამიფრთხილებიხართ. თათებმა თვითონ წამიღეს.დიდია არა?

დათვმა თევზი პირდაპირ სახესთან მომიტანა. ფარფლები ვერცხლიხფრად ბრჭყვიალებდნენ მზის სხივებში. ამასობაში მდინარეზე მყოფი მეთევზეები ჯგუფად შეგროვებულიყვნენ და რაღაცაზე ბჭობდნენ ჩვენკენ თითგამოშვერილები.  დათვს როგორც ჩანს ეამაყებოდა თავისი ნანადირევი.

- მინდა თქვენ გიბოძოთ. დღევანდელი დღის მოსაგონრად.


დთვმა ჩანთიდან, მხარზე რომ ეკიდა, ამოიღო ნაჭერში გახვეული დანა და საჭრელი დაფა. ოსტატურად გაჭრა თევზი გულუხვად მოაყარა წინასწარ გამზადებული მარილი და ფოთლებზე დადო.

ერთი-ორჯერ იქნება გადასატრიალებელი, გემო რა გაუჯდეს. ჩვენი წასვლისთვის მზად იქნება.

რა მზრუნველი, წინდახედული დათვია!

ბალახზე დავსხედით და საუზმეს შევუდექით. დათვმა ფრანგული ფუნთუშა გადახსნა და ბოლოკითა და პაშტეტით გამოტენა. მე ქლიავის ჩირიანი ბრინჯის კატლეტები ამოვიღე. საჭმლის შემდეგ თითო-თითო მანდარინი შევჭამეთ.

რომ დავასრულეთ, მორცხვად მთხოვა მანდარინის ქერქი, დელიკატურად გატრიალდა და გადასანსლა.

მერე თევზის შესამოწმებლად წავიდა, დანა წყალში გულიანად გარეცხა, გაამშრალა, ჩანთიდან პირსახოცი ამოიღო გამომიწოდა და მითხრა

- გადაიფარეთ და წაუძინეთ. მე ცოტას გავიბოდიალებ. ხომ არ გინდათ ძილისპირული გიმღეროთ? - სრული სერიოზულობით მკითხა.
.
მე ვუპასუხე რომ ძილისპირულის გარეშეც დამეძინებოდა - თვალები თავისი მეხუჭება-მეთქი. დათვს ცოტათი ეწყინა კიდეც, მაგრამ არ დააყოვნა და აუყვა მდინარეს სასეირნოდ.

რომ გავიღვიძე, ხეებს ჩრდილები უკვე დაუგრძელდათ. გვერძე დათვს ეძინა. სახეზე პირსახოცი მაინც არ გადაიფარა. ძილში ცოტათი ხვრენდა.მდინარეზე ერთი-ორი ადამიანიღა დარჩენილიყო, ისიც მარტო მეთევზეები. დათვს პირსახოცი გადავაფარე და თევზის სანახავად წავედი. ადგილზე უკვე სამი მარილმოყრილი თევზი აღმოვაჩინე.

- რა კარგად გავისეირნეთ! - თქვა დათვმა, ჩანთიდან სანამ ამოიღებდა გასაღებს. თავისი ბინის კარის წინ იდგა - იმედია კიდევ გავიმეორებთ!

თავი დავუქნიე. თევზისთვის და სიამოვნებისთვის დიდი მადლობა გადავუხადე. დათვმა თავი გააქნია.

- რას ამბობთ! ეგ რა სათქმელია!

თუმცა წასვლას არ ჩქარობდა.

- მ-მ-მ - დაიწყო.

გაგრძელებას ველოდი, მაგრამ ვერაფრით ბედავდა. მაინც რა დიდია! ძალიან დაბნეულად გამოიყურება , და ცოტათი იღრინებასავით. ადამიანურად რომ ლაპარაკობდა, ჩვეულაბრივად ჟღერდა, მაგრამ რომ იცინოდა რაღაცნაირად დათვურად გამოსდიოდა.

- შეიძლება ჩაგეხუტოთ? - ბოლოს გაბედა - ჩვენთან ესეა მიღებული: კარგ ადამიანს ჩახუტებით ვემშვიდობებით... თუ არ გსიამოვნებთ არ მეწყინება.

თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.

დათვმა წინ გადმოდგა ნაბიჯი, ჩამეხუტა და დინგი ლოყაზე მომისვა. დათვის სუნი ვიგრძენი. მერე მეორე ლოყაზე მომისვა და ისევ ჩამეხუტა. უცნაურად ცივი ბაწვი ქონდა.

- დღეს ჭეშმარიტად შესანიშნავი დღეა. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს სადღაც შორს ვიყავით და ახლა სახლში დავბრუნდით. დათვების ღმერთის მადლი გფარავდეთ! - უეცარი ენთუზუიაზმით დაამატა. - უი ხო, მარილიანი თევზი დიდხანს არ ინახება, აჯობებს დღესვე რომ შეჭამოთ.

-ბინაში შევედი. თევზი შევწვი, შხაპი მივიღე, სანამ დავწექი დღიურში ერთი-ორი ჩანაწერი გავაკეთე. და სულ ვფიქრობდი - ნეტა როგორია დათვების ღმერთი? მაგრამ ვერაფერი მოვიფიქრე. კი, მართლაც კარგი დღე გამოდგა!
ჰირომი კავაკამი.

თარგმნა წმ. ნიკოლოზმა
ბეკასი - ფრინველის ნაირსახეობა Bekas 
ატრია - იხ. ანაკომი Anakom
წყალმარჩხობა - დაბალი,არაღრმა წყალი Shallow 

წმ. ნიკოლოზი 

1 comment:

  1. ბრავო...ჩაასწორე ისინი... (გუგა)

    ReplyDelete