ჯოჯოხეთში ჩემი ძმაკაცის "მამაომობილით" ჩავფრინდი. კართან ჩემი ძველი მეგობარი ლუსი (ლუციფერი) დამხვდა. ისე გულთბილად მომეგება მგონი ჩემი გული ახლაც მასთანაა.
- ვაჰ პატარა ნიუტონი მოსულა!
- ნუ გაატრაკე. ვარსქენასთან მოვედი!
- რომელთან?
- მოიცა დოსიეს ჩავხედო... #135 , სამგზის საწყალობელი იგი! სად უნდა მივაგნო?
- ა ვიცი ეგ ტიპი... სომეხის გამათრახება და ამბები ხო? სამუდამო აქვს არტყმული. ჯერ პროჟინებიანი საწოლების ოთახს უნდა გაცდე, მერე ის ოთახია "ყველაზე ცოდვილებისთვის" ნინო ჩხეიძის მუსიკებს ასმენინებენ და ხმით მიაგნებ, თან დათაგულია "ყველაზეეე ლამაზეეებში" და "ყველაზე სიმპოებშიი". მაქედან მარჯვნივ გაუხვიე და ნომერ 28 კრატერში იხარშება...
- კაი ლუს, გაიხარე... ღმერთმა დაგთაგოს (copyright თაკო გაბაიძე)!
გავუყევი მის გზას და ნამდვილად საშინელება გადამხდა... ნინო ჩხეიძის ოთახში თითქმის დავყრუვდი... "ყველაზე ლამაზებში" დავბრმავდი... მაგრამ როგორღაც მივაგენი ნომერ 28 კრატერს! ვარსქენამდე ჰეროდეს, პეროზ მეფის და კიდევ ათასი უბედურის „საწამებელს“ და ბოლოს მივაგენი. პოლტერგეისტის გვერითა კრატერში!
- ბარო! ცავატანემ!
- როგორ მომმართე? ჯოჯოხეთში არ ვიყო ასტამს გირტყამდი და კუბასტს მოგგლეჯდი! ხო იცი არ მევასება სომხები!
- აბა ის სომხის გოგო რამ მოგაყვანინა? ვარდანას ასული.
- ოხ ეს ახლგაზრდობაში დაშვებული შეცდომები. ზუსტად მაგიტომ ვერ ვიტან სომხებს. ალბათ ახლა მაფასებთ, ახლა რომელი საუკუნეა? აქ საათები არაა... ჩხეიძესთან აქვთ გატანილი!
- ახლა ოცდამეერთე საუკუნეა ვარსქენ და დაფასებით ალბათ არავინ გაფასებს. ბიჯო რა მაინტერესებს, იაკობ ხუცესის ნაწარმოები რო წავიკითხე მაგ შენ ამბებზე, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ შენ მამაკაცური კრიზისი გქონდა და მართლა იყო პროსტატა და ა.შ.?
ვარსქენი ამაზე დადუმდა და წამით კუპრში ჩაყვინთა.
- აქ ჯოჯოხეთია და წამება ისედაც არ მაკლია, გაეთრიე ჩემი გეიზერიდან!
ვარსქენს თვალებში ცრემლი დაუნახე.
- კაი ვარსქიტო ახლა წავალ. ერთს კი გეტყვი რომ ყველაფერს ეშველება, ვის არ ქონია კრიზისი.
ვარსქენი მაინც გახარებული ჩანდა, რომ ვიღაცას გაახსენდა და თბილად მიმართა. თავის კრატერს "ბუყბუყა" ჩაურთო და კუპრიც წამში აბუყბუყდა (ერთი ეგ სიამოვნებაღა დარჩენოდა).
მეც უკან გამოვბრუნდი იმედგაცრუებული იმით, რომ მასთან საუბარი ვერ შევძელი. ჯოჯოხეთის კარიდან რომ გამოვდიოდი ლუსიმ რაღაც ოქმი გამომიწოდა. თურმე იქ "სტაიანკა" არ ყოფილა და ჩემი ძმაკაცის მამაომობილი "citypark"-ის თანამშრომლებს წაეყვანათ. ლუსის დავემშვიდობე და ფეხით გამოვუყევი ეკლიან გზას დედამიწისკენ...
დღეს არ გამიმართლა, ვერაფერი შევძელი, მაგრამ აუცილებლად დავბრუნდები უკან ჯოჯოხეთში. გზაზე მოვდიოდი და უკვე ვფიქრობდი შემდეგი ვისთან მივიდოდი უკან ჯოჯოხეთში. პატარა სიაც კი შევადგინე. მაღლობზე, რომ ავედი ისევ ჯოჯოხეთის ხედი გადაიშალა, აქედან კარგად მოჩანდა ნომერი 28 კრატერი. გავოგნდი როცა დავინახე, რომ მის გვერდით მდებარე ნომერ 26 კრატერში "შუშანიკი" იხარშებოდა...
მუდამ თქვენი (არც მონა არც მორჩილი) გუგა ნიუტონი (რომელიც ახლახან დაბრუნდა ჯოჯოხეთიდან დიდი წითელი მოწამლული ვაშლებით... ახლა კი თავის ფიფქიას ეძებს (და შვიდი ჯუჯა არაფერ შუაშია))
ra kargia <3 yochag guga!
ReplyDelete