Thursday, January 27, 2011

მფრინავი სპაგეტის მონსტრი (FSM)



ემ-6: ეს რომ მითხარი გავბრაზდი და მუხლზე ვიკბინე, როგორც ვაკეთებ ხოლმე, როცა ვბრაზდები და მწყინს!
სას: მუხლი? მატერიალური მუხლი თუ ენდოლეგიტიმური მუხლი რომელიც ყოველ ჩვენგანში ცოცხლობს?

:mattisgimili:


„თავიდან იყო ქაოსი. და ქაოსმა შვა მფრინავი სპაგეტის მონსტრი, რომელიც განდიდდა და თავის ხატად შექმნა მაკარონები, რომლებმაც გამოკვებეს ადამიანები და დაედო სათავე მდინარეს, რომელსაც ერქვა ‘მდინარე იგი კეტჩუპისი’. და თქვა მფრინავმა სპაგეტის მონსტრმა: კვაკ!“ (სახარება ბობი ჰენდერსონისა თ2,ხ56)

ყოველ "არდადეგებზე" ბოსტონის ცენტრალურ მოედანზე, მეკობრეები იკირბებიან.  ეს ადგილი, 5 საათის განმავლობაში მეკობრეების ქუდებით, ჩექმებით და ხმლებით ივსება. შეკრებილები ისვენებენ, Pirate-აქცენტზე ლაპარაკობენ, გროგს სვამენ და იმას იხსენებენ, როგორ გადაარჩინა ერთ დღეს, გიგანტურმა მფრინავმა სპაგეტიმ (მონსტრს იშვიათად ხმარობენ) დედამიწელები, და მისცა მათ მაკარონები, რათა გადარჩენილიყვნენ. როცა გროგით იმდენად გაიჭყიპებიან, რომ უკვე აქცენტითაც ვეღარ ლაპარაკობენ, ერთმანეთს ემშვიდობებიან, თავიანთ ეკონომ-კლასის მანქანებში სხდებიან და ცენტრალური
გათბობით გამთბარი სახლებისკენ მიდიან.


მარაზმია? (რაღაც პონტში ხო...?)

ოჰ აქ კი ცდებით, მკითხველნო (თუ რაღა თქმა უნდა ასეთი წარმოდგენა გაგიჩნდათ).
რაც არ უნდა მარაზმად, ან სისულელედ მოგეჩვენოთ, პასტაფარიანელთა მცირერიცხოვანი მოძრაობა, უფრო ნაკლებ აზრსაა მოკლებული, ვიდრე მარლმმადიდებლური ქრისტიანიზმი, ან ის ფანატიზმი რაც მის ქართულ წიაღებში სუფევს (ვითარცა სულიწმინდა ხესუსის სხეულში). რელიგია, რომელიც მორწმუნეებს იმისკენ მოუწოდებს, რომ როკს არ მოუსმინოს, იმიტომ, რომ ის ეშმაკის მუსიკაა, უკრძალავს დავინჩის კოდის ყურებას, იმიტომ რომ ქრისტეს შესახებ განსხვავებული მოსაზრების ქონა ცოდვაა, ანტი-აგიტაციას უწევს თანამედროვე ხელოვნების გამოფენას საქართველოში, იმიტომ რომ ავტორები მამათმავლები და გარყვნილები არიან, გვირჩევს არ ვიხმაროთ სიტყვა გეი, იმიტომ რომ ღმერთს ურტყავს ეგრევე ცაში (ორპირი ქარისავით), და მკაცდრად გვიწევს სასწავლებლად საქართველოში დარჩენის რეკომენდაციას, იმიტომ რომ უცხოეთში ქართველები კულტურულ იდენტობას კარგავენ.

სულ რამოდენიმე წელიც და პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში სპეციალური თავი დაეთმობა, მიკი მაუსის ამორალურობასა და ქალთა მასტურბაციის რისკებს.

ეს არც ერთი, რელიგიის აგიტაციაა, არც მეორის დამცირება. უბრალოდ ერთი პატარა კითხვაა, რომლის გაგებასაც და პასუხის გაცემას ფიქრი ნამდვილად სჭირდება. არ შეგეშინდეთ, მიუხედავად იმისა გიკრძალავთ თუ არა თქვენი რელიგია ამას, დაფიქრდით და მიხვდებით, რომ ადამიანებს ხშირად ერევათ მთვარისკენ გაშვერილი თითი თვითონ მთვარეში.

ელექტრონი. სპინი -1/2. ორბიტალი 4d. პოლარობა 0.103945022

No comments:

Post a Comment