Monday, March 28, 2011

საფარ-ბეგს ბანანის ქერქზე ფეხი აუსრიალდა...

ამ ბოლო დროს ჩვენი ბლოგი უმსგავსო-ურჯულო პოსტებით აივსო სიმართლე გითხრათ ცოტათი მწყინს რომ თავდაპირველად ”მეტნაკლებადსაღადაოკრიტიკული” ნამუშევრები იმ რაღაცამ ჩაანაცვლა რასაც ჯერ სახელი ვერ მოვუფიქრე მარა ყველა ახლოს ”დოგმატურ პროვოკატორულ ანტირწმენასთანაა” დიახ დიახ სწორად გამიგეთ ერთგვარი აზრთა სხვადასხვაობაა მუხლის ფურცლებზე. დაძაბული პოლემიკისგან განტვირთვისთვის ჩემი ქართულის რვეულიდან შემოგთავაზებთ ამონაreadს.

აკაკი წერეთლის გამზრდელი ძალიან საინტერესო სიტუაციას აღწერს. ცის მახლობლად მთის მწვერვალზე ერთგვარი სასიყვარულო სამკუთხედი იკვრება რომლის სამივე წევრი საბოლოო ჯამში დაზარალებული რჩება. ფაქტია რომ ეს შესავალი არაფრად ვარგა. თუმცა დარწმუნებული ვარ შესავალზე მეტად ჩემი ქმედებები დაგაინტერესებთ საფარის ადგილას რომ ვყოფილიყავი.

დავიწყოთ საფარის ქმედებების ალოგიკური და ასპექტების ანალიზით. როდესაც საფარი ბათუსთან მიდის, ნაბადს იხდის და ვახშამზე უარს ამბობს, რის შემდეგაც პირდაპირ თავისი სასიყვარულო ისტორიის მოყოლას იწყებს. ზია ხანუმუმაზე მოყოლისას ნათლად ჩანს რომ საფარს გააზრებული აქვს ის ფაქტი რომ მისი ტრფობის ობიექტი სულაც არ ცდილობს საფარის სიყვარულის გამოცდას. ზია ცდილობს საფარი შურისძიების აირაღად აქციოს. მიუხედავად ამისა თავისი ერთგულების დასამტკიცებლად საფარი თანახმაა ზია ხანუმს ინალიფას ცხენი მიუყვანოს. საფარი ხვდებო რომ ძალა არ შესწევს და სიყვარულის უბიწო გრძნობის დასამტკიცებლად ერთერთ ყველაზე მზაკვრულ ხერხს - ქურდობას იზრახავს. თავისი საქციელის არამართებულობა თავადაც კარგად აქვს გააზრებული. შემდეგ როდესაც ბათუ ჰპირდება თავად მოიპაროს მის საფარის ნაცვლად ცხენი არავითარი წინააღმდეგობის გაწევას არ ცდილობს. პირიქით თითქოს კმაყოფილიცაა მოვლენების ასეი განვითარებით. საფარის ამორალურობა ნელ-ნელა სივდება. როდესაც ბათუ მის გასაკეთებელ, თუმცა ზოგადად ”არგასაკეთებელ”, საქმეზეა წასული თავის ძუძუმტეს ცოლს უუპატიურებს. ბათუსთან თავის დანაშაულს არ აღიარებს, შემდეგ სიკვდილის სახით მარტივ გამოსავალს ეძებს, და ბოლოს გამზრდელის სიკვდილის მიზეზიც ხდება. ერთი სიტყვით საფარის რეზიუმეში ექვსი არასწორი და ორი სადაო ქმედებაა რომელთა მიზეზი საბოლოო ჯამში მისი ემოციების წინაშე უძლურობაა.

რას ვიზამდი საფარის ადგილას მე? ჩემი მდაბიო, უნებისყოფო, ბილწი, ზარმაცი და ”ვიგოდნიკური” ბუნებიდან გამომდინარე არაა გამორიცხული რომ ზუსტად იმავეს რაც საფარმა ქნა, თუმც იმ ნიკოლოზს თუ დავუგდე ყური რომელიც სადღაც ძალიან ღრმად სუფევს ჩემს გონებაში, მაგრამ მაინც საკმაოდ დიდ ეგოისტია, შემდეგ სქემამდე მივდივარ: სქემა სადაც ზია ხანუმის მსგავსი ქალი საერთოდ არ შემიყვარდებოდა იმ მარტივი ფაქტიდან გამომდინარე რომ ამ მომაკვდინებელ ქალბატონს აშკარად ჩემზე დიდი ეგოს ქონაზე ექნებოდა პრეტენზია. ეს ყველაფერი კარგად ჩანს მის ხალხის მართვის ქედმაღლურ მანერაში და მის არმომწონეების წინააღმდეგ ომის გამოცხადების სურვილში.ჩემი ეგოიზმიდან გამომდინარე ჩავთვლიდი რომ მისი ამპარტავნება რაციონალურ მიზეზსაა მოკლებული. ეს მართლაც რომ ასეა რადგანაც გონიერი ადამიან არ მოსთხოვდა არავის იმას, რაც ზიამ საფარს მოთხოვა. უგუნური ადამიანის პრეტენზია გამორჩეულობაზე და წონის ქონაზე კი ნებისმიერ შემთხვევაში განწირულია. ზუსტად იგივე ეგოიზმი მიმიყვანდა დასკვნამდე რომ ადამიანთან რომელსაც უსაფუძვლო პრეტენზია ექნებოდა :ჩემზემეტობაზე:, ურთიერთობას ვერ შევძლებდი. მაშასადამე პრობლემა გადაჭრილია. აღარც ბათუსთან მივიდოდი და აღარც ცოლს გავუუპატიურებდი. აღარც გამზრდელი მოიკლაავდა თავს და ჩვენში დარჩეს არც დაიწერებოდა

ახლა დავუშვათ რომ მეც საფარივით ვერ მოვახერხე ემოციების მოთოკვა, და გადავწყვიტე ჩემი სიყვარულის დასამტკიცებლად მომეპარა ინალიფას ცხენი. რას მოვიმოქმედებდი? პირველ რიგში მეგობართან მივიდოდი. ბათი კი უდაოდ საფარის უახლოესი მეგობარია. წყნარად და დალაგებულად ჩავაყენებდი საქმის კურსში და სანამ რაიმე დასკვნების გაკეთებას მოასწრებდა ჩემივე პირით შევთავაზებდი თანაშემწის სტატუსს. შესაბამისად ბათუს ცოლის გაუპატიურებას ფიზიკურად ვერ შევძლებდი. აღარც გამზრდელი მოიკლავდა თავს და ჩვენში დარჩეს არც დაიწერებოდა.

გასათვალისწინებელი კი აი ეს არის, საფარი შემთხვევით ბედისგან დაჩაგრულად ხომ არ გრძნობდა თავს? ხომ არ შურდა თავისი ძუძუმტეს ბედნიერების და ჰაჯი-უსუფის სტატუსის? იქნებ რაიმე წყენა ჰქონდა გულში ბავშობიდან ჩატოვებული? ასეთ შემთხვევაში მართალია არაა საფარის ქმედებები გამართლებული მაგრამ მისი ტაქტიკა და ერთი გასროლით ორი კურდღლის მოკვლის პრინციპის ცხოვრებაში გამოყენების წარმატებული მცდელობა დასაფასებელია.

წმინდა ნიკოლოზი

3 comments:

  1. p.s. გრამატიკული, შინაარსობრივი, სტილისტური შეცდომები მომიტევეთ თემა ექსკლიუზიურად მოვალეობის მოხდის მიზნითაა დაწერილი

    ReplyDelete
  2. შეგეცი! შე ქართველო!

    ReplyDelete
  3. ბევრმა ვაშლმა ტვინის შერყევა და ჭარბი შარდდენა იცისოვო

    ReplyDelete