Friday, December 31, 2010

სად როგორ აღნიშნავენ ახალ წელს...(მარაზმი)

    სად როგორ აღნიშნავენ ახალ წელს... საიტებიდან დავიწყოთ...

ენდრორფინის სამყარო

თუ გსურთ ადამიანს რაიმე გააკეთებინოთ, პირობა დაადებინეთ, რომ ამას არასოდეს იზამს. /ტომ სოიერი (რომელიც სულაც არ ყოფილა ნამდვილი ადამიანი, მაგრამ... ვინ იცის...)/    (მარკ ტვენი) 
      ზიგმუნდ ფროიდი...(სახელი და გვარი მარტოც ბევრს ამბობს). ამ ადამიანმა დააფუძმა "სიღრმის" ფსიქოლოგია, ფსიქოანალიზი, პირველმა დაწერა ნაშრომები ადამიანის ქვეცნობიერის ასეთ დიდ მნიშვნელობაზე. ალბათ მისი გაგონებისას პირველ რიგში სამი რამ გახსენდებათ: სექსი, სიზმრები და ადამიანებში ნაპოვნი განდიდებული მამა.

                    "სექსის ეფექტი არის ჩახშობათა მათემატიკური ჯამის პროპორციული." 
  
  ეს კაცი ყველა ადამიანური ფიქრის, ქვეცნობიერის არსად სექსს თვლიდა და ალბათ არც ცდებოდა. ყველა ადამიანი (ქვეცნობიერად მაინც) მაქსიმალური სიამოვნებისაკენ ისწრაფვის. ეს ალბათ ისევ ჰორმონების დამსახურებაა, რომელთა მატება და კლება პირდაპირპროპორციულია სექსის მძლავრ სურვილთან. მამაკაცებში ტესტესტერონი, ქალებში ესტროგენი, შედეგი კი ორივეში ერთია ენდორფინი (ენდორფინი "სიამოვნების" ჰორმონია, სიტყვა შედგება ორი სიტყვისგან- endogenous და morphine. შინაარსი კი ისაა, რომ ეს ჰორმონი ადამიანის სხეულიდან გამოიყოფა და ძალიან გავს მორფს). ყველაფერი კი ამ ჰორმონს უკავშირდება, თუ ზიგმუნდ ფროიდს დავუჯერებთ. ჩვენ ენდორფინის სამყაროში ვცხოვრობთ, ამ შემთხვევაში მე თუ დამიჯერებთ (ასეთი მანიაკალურად მაგ იდეით შეპყრობილი არ ვარ რათქმაუნდა, უბრალოდ მიმაჩნია, რომ ყველაფერს თავისი ადგილი ქონდეს).
30.12.10 დღე პირველი.

მოგესალმები მკითხველო! კომუნისტების დრო რომ ყოფილიყო აუცილებლად დავწერდი მოგესალმები "ტავარიშჩ". თუმცა სსრკ უკვე თითქმის 20 წელია აღარ არსებობს და არც მე ვარ ილია ჭავჭავაძე წარამარა რუსული სიტყვები რომ ჩავაკვეხო ჩემს ნაწერებში. როგორც მოგეხსენებათ უწმაწურ თემებზე (გამკიცხე ბოზო, დიაცო) ბარბარიზმების გამოყენებით(პოვოსკა, იამშჩიკი) და გამიზნულად დამახინჯებული სიტყვებით(კონკრეტული მაგალითი არ გამახსენდა სავარაუდოდ იმიტომ რომ ქართულ რომანტიზმს აბუჩად ვიგდებ და გამიზნულად არ ვსწავლობ ხოლმე) წერის უფლება მხოლოდ "ლიტერატურის კორიფეებს" აქვთ. ამ უსამართლობის კიდევ ერთი დასტური იყო ჩემი ვეტოდადებული საოლიმპიადო თემა კომენტარით "ცოტათი რომ დასერიოზულდები მეორე ტურში მერე გადაგიყვანთო". ვეტოს მიზეზი, როგორც ზოგ-ზოგიერთებმა უკვე იცით, იყო სიტყვა "ფეკალიები" და ე.წ. შავი ფურცლის ჩემ გემოზე გამოყენება...

სტოპ! დღეს ხომ სულ სხვა თემაზე მსურდა თქვენთან საუბარი. მოკლედ პირდაპირ სათქმელზე გადავალ.

Thursday, December 30, 2010

"დავძლიოთ ასაკობრივი კრიზისი"

                                     ანი ჩიხლაძეს
     ასაკობრივ კრიზისში დაკარგული სექსუალური აქტივობა, პროსტატა და კლიმაქსი არ იგულისხმება (ალბათ სურათიდანაც მიხვდით). პირიქით ეს თინეიჯერული კრიზისია, რომელიც ყველაზე ვნებიანი და უხვ-ჰორმონიანია (ტესტესტერონის სურვილი გამოიყოს ესტროგენი). 
   
 ამგვარი ასაკობრივი კრიზისი კი ნამდვილად ბევრს აწუხებს (მე ამ თემაზე დაწერა კი ჩემმა მეგობარმა ანი ჩიხლაძემ მთხოვა, რომელიც მგონი ასაკობრივი კრისისით "იჩაგრება"). ამ კრიზისს ბევრი გამომწვევი მიზეზი აქვს ხოლმე. ძირითადად მშობლების არაადეკვატური, უაზრო დამოკიდებულება, სისტემის (პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური) ნაკლული იდეოლოგია, დეგრადირებული სოციუმი და "ჩვენ" შემთხვევაში ერის ინფანტილური შოვინიზმი. თავს გაბეზრებენ უამრავი უაზრო ახალი ამბით. არც არის გასაკვირი ძვირფასო თინეიჯერებო, რომ პროტესტი გიჩნდებათ ამ ყველაფრის მიმართ, სადაც არც ცოდნაა არც სამართალი. მეც ბევრჯერ მომსვლია იგივე და შესაბამისად ბევრჯერ მიძებნია გზა ამ სულიერი ქაოსის დასაღწევად, გზა რომელიც სულაც არ მიდის რომში და შეიძლება უფრო მაგარ ადგილებშიც კი წაგიყვანოთ. ადამიანები ხშირად გვგონებია მართლაც ასეთი საზიზღრები და არაჰუმანურები, მატერიალისტები და მერკანტილისტები, შოვინისტები და ნარცისები, მაგრამ გაიხსენე და კიდევ ერთხელ დაფიქრდი, მე კი დაგეხმარები:

Wednesday, December 29, 2010

ისიც კი არ ვიცით, რომ არაფერი არ ვიცით - ანუ ვინ რა იცის...

      ადამიანი ღმერთის შეცდომა თუ თავად ღმერთია ადამიანთა შეცდომათაგანი                                                                                                                                                                                /ნიცშე/

        მე ვიცი რომ დედამიწა მრგვალია და მზის გარშემო ბრუნავს (ცხონებულმა ჯორდანო ბრუნომაც იცოდა. ის დაწვეს, მე არა), კიდევ ის ვიცი რომ ახლა ჩემ ოთახში ვზივარ და აი ამ "სისულელეს" ვწერ (კი, ისიც ვიცი რო მეტი საქმე არ მაქვს). ნეტავ რა იციან ან არ იციან სხვებმა? 
        ჩემმა ძაღლმა არ იცის სად უნდა მოჯვას. ბაჭიამ სულაც არ იცის რამდენია "ერთს რო ერთი მივუმატოთ..." და ორი ყურს იმიტომ სწევს, რომ უბრალოდ ორი ყური აქვს და არა 3 ან თუნდაც მეტი (მაგრამ აბა დებილ ქართველებს დებილი თაობის გასაზრდელად უკეთესი რა უნდა მოეგონათ). ჩემმა ქიმიის მასწავლებელმა პერიოდული სისტემის თითქმის ყველა ელემენტის ვალენტობა იცის. არავინ იცის დანამდვილებით როგორ გაჩნდა სამყარო (მე დიდი აფეთქება მგონია). იულიუს კეისარმა იცის რომ ბოლოს ბრუტუსმა დაარტყა. ზიგმუნდ ფროიდმა ის იცის რომ ყველა ადამიანური ფიქრი სექსს უკავშირდება. ქართველმა ქალმა არ იცის ის, რაც ზიგმუნდ ფროიდმა ყველა ადამიანურ ფიქრს დაუკავშირა. არც ქართველმა კაცმა არ იცის, მაგრამ "სამაგიეროდ"(საზიზღარი სიტყვა რომელის ცდილობს მარცხის კომპენსირებას (ხშირად) იდიოტური მიზეზებით) ის იცის თუ როგორ დალიოს, "ჩახეთქოს" (ეს სიტყვა ქართულ ლექსიკონში ჭამის სინონიმია) და იტრაბახოს. კომუნისტმა ქართველმა მამრმა ის იცის თუ რა ქვეყანა დაანგრიეს და რა კარგი იყო 37 მანეთად ტანიასთან გატარებული დრო, დიდი ჩრდილოელი მეგ(ზ)ობრ(ლ)ის დედაქალაქში. ღმერთმა იცის რომ რაღაც მაგრად აერია სამყაროს რო ქმნიდა. თანამედროვე ქართველმა გოგოებმა იციან როგორ გამოიყენონ "პირწიგნაკი" (Facebook) შეტენვის საშუალებად. შესაბამისად იციან ყველაზე ფარისეველი უაზრო კომენტარების დაწერა. თანამედროვე ქართველ გოგოებზე გამახსენდა, ჩემმა თანასკოლელებმა (მაგარი სიტყვაა თანასკოლელი) არ იციან სად არის ინდოეთი, ბერმუნდი სამკუთხედია თუ ქვეყანა (მოუკვდათ პითაგორა), არ იციან ვინ იყო "შერლოკ ჰოლმსი" და როდესაც შეეკითხები ბეიკერსტრითი რას გახსენებსო, გიპასუხებენ: მცხობელთა ქუჩასო.

ყვითელი ავტობუსი

      mec, rogorc yvela rigiTi miwieri xSirad viyeneb, gadasaadgileblad metad mosaxerxebel, saqarTveloSi zafxulSi oflissunian da zamTarSi araoflissunian yviTel transports, avtobuss.
      adre mgzavrobis safasuris gadaxda xelidan (mgzavris) xelSi (mZRolis) xdeboda, axla ki (nomer pirveli reformatoroba ise rogor iqneba) bileTis aReba gviwevs mgzavrobisas.
      “operacia” Zalian martivia. avtobusSi asvlisas “agregatSi” yri 40 TeTrs an iyeneb baraTs(-“progresis damatebiTi gamoxatuleba”) da Seni bileTis “mzadaa”.
      qarTvelebs raRaTqmaunda aravin endo da mgzavrebis Sesamowmeblad da ubileToebis dasasjelad gaCnda (aseve metad yviTeli garedan da Signidan yavisferi) profesia kontroliori.
      rogorc wesi qarTvelebi bileTs avtobusSi asvlisas iSviaTad Tu iReben xolme da yovel gaCerebasTan (safrTxis Tavidan asacileblad) kargad akvirdebian gaCerebas, romelTanac SeiZleba kontroliori iyos Casafrebuli. kontroliorebis cnoba advilia. maT acviaT didi yviTeli “kurtka” (diax kurtka da ara qurTuki), “kontrolioris mowmoba” ki qal kontrolorebs kiserze hkidiaT, mamrebs ki Ripze adevT.

დიახ, და რატომ? და რისთვის და საერთოდ არსებობს თუ არა ღმერთი...

რუსთაველს ადრე გოლოვინკსის პროსპექტი ერქვა. თავისუფლების მოედანს ერევნის მოედანი. პრინციპში რა შუაშია (ან შვაშია)... მაგრამ თუ წინამდებარე ბლოგის ჩასახვის იდეა ამ ადგილზე შესაკრებმა მიზეზმა შექმნა? ცოტა გაუგებრად ვწერ. მოდი მივყარ-მოვყაროთ ნაცრისფერი, ავისმომასწავებელი ღრუბლები და ყველაფერი ნათლად და დაწყობილად დავალაგოთ, რათა თქვენც და ჩვენც კმაყოფილები დავრჩეთ. ჩვენ თქვენით, თქვენ კი ჩვენით, მთავრობით და ბაზარში ბადრიჯნის ფასით (თუმცაღა ამ უკანასკნელით დაკმაყოფილების პერსპექტივა არარეალურად მიმაჩნია)(და არც ბოლოს წინის...)(ვაგრძელებთ)...
საქართველო წლების განმავლობაში ჩაკეტილ სივრცეს წარმოადგენდა. ჩვენი საზოგადოება ბევრად ჩამორჩებოდა იმდროინდელ მსოფლიოს მიღწევებს... მავანი (ამ შემთხვევაში მე) იკითხავს (ვიკითხავ), თუ რატომ ვხმარობ წარსულ ფორმას. მეც დავიბნევი, ჩემს სულელურ საქციელს ჩავუკვირდები და ახლიდან შევუდგები წერას.
საქართველო წლებია ჩაკეტილ სივრცეს წარმოადგენს. ჩვენი საზოგადოება ბევრად ჩამორჩება მსოფიოს მიღწევებს.
რა თქმა უნდა თქვენ ხვდებით, რომ ტექნოლოგიურ მიღწევებზე არ მაქ ლაპარაკი (3-დ ტელევიზორები და გონიერი გამათბობელები ხომ ჩვენშიცაა). არა საქმე სულ სხვა სოციო-კულტურულ-პოლიტიკურ-გეოგრაფიულ-ფსიქოლოგიურ მიღწევებს ეხება. საქართველო ვერ ვითარდება, ამის მიზეზი კი თავისუფალი საქალაქო სივრცის უქონლობაა. თბილისი 726 კვადრატულ კილომეტრზეა გაშლილი. მაგრამ აქაც ამ სივცრეზე არ ვლაპარაკობთ. თბილისს კი იმისათვის რომ "სივრცე" გახდეს ერთი განზომილება აკლია - თავისუფლება. როცა ერთი კომპიუტერი მეორეს სატელეფონო ხაზით დაუკავშირდა, შეიქმნა ალტერნატიული თავისუფალი სივრცის პრეცენდენტი. და დადგა დღე, როცა ამ თავისუფალ სივცეს მოევლინა "მუხლი", ბლოგი, რომელიც ბიბლიაზე დაუფიცებლად ილაპარაკებს მხოლოდ !ტყვილს! და არაფერს !ტყვილის! გარდა. ჩვენ გმირულად ვიღებთ საქართველოს გადარჩენის პასუხისმგებლობას და ვაცხადებთ, რომ:

1) მუხლს მაშინ გაეღვიძება, როცა თქვენ წამწამებზე ძილის ფერიები ჩამოგაჯდებიან
2) მუხლი მაშინ იქნება ქუჩაში, როცა თქვენ "ემერელიო ძელას" მაღაზიასთან გაივლით
3) მუხლი თქვენს ავხორც ბოროტ ქართულ "მე"-ს შეებრძოლება და მანამ იქნება ბრძოლაში სანამ გუგა ნიუტონს, წმ. ნიკოლოზს და მე, ელექტრონს, ბოლო სისხლის წვეთი არ გადმოგვექცევა ჭურჭლიდან (სხეულის ბიბლიური ეპითეტი)

ელექტრონი! 1/2 სპინი, 3S ორბიტალი, პოლარიზაცია 0.0017

მე შენ და საქართველო ანუ ოდელია რანუნი (ნაწილი 1)

         ცოტა არ იყოს მუხლები ამტკივდა. არც კი ვიცი რაზე დავწერო, არადა იმხელა მუზა მაზის თავზე (ეგრეა კისერზე რომ დაისვავ, თავზეც აგაცოცდებაო- უთქვამთ მავანთ). მავანზე გამაზსენდა, დღეს ერთი ნამდვილად საოცარი ჯგუფის (ზურგი) "კონცერტზე" ვიყავი და მეტად ნასიამოვნები ვარ. კონცერტი ბრჭყალებში იმიტომ, რომ ჩვენ ბედკრულ საქართველოში კონცერტი თითქმის არასოდეს იმართება ხოლმე, ამიტომ "პადვლის" (ვიცი ქართულად სარდაფი რომ ქვია) მოღვაწეობით გააქვთ თავი ერთი-ორ კარგ ბენდს საქართველოში.

         დღეს ქუჩებში დავსეირნობდი, თბილისის ცივ, სუსხიან ჰაერს ვყლაპავდი და ჩემი ონავარი ფიქრებით ვიყავი დაკავებული, როდესაც რუსთაველის გამზირზე ჩავლისას "მათხოვარი", ვინმე (მავან) იუსუ ქრისტეს ავედრებდა ჩვენ თავს და დახმარებას ითხოვდა. არ ვიცი როდემდე ილოცებენ ქართველები იუსუზე რომელიც ალბათ იესოს ჩინური ვერსიაა და შესაბამისად 30 ვერცხლის მაგივრად, 30 იუანად იყიდება. მათხოვარი მათხოვრობდა, დედა ბავშვს ხელში არ იყვანდა (ძველ ქართული უაზრო "გამონათქვამი", აღნიშნავს არეულობას, ქაოსს), ხალხი ბჭობდა, ღმერთი ისევ იცინოდა (მე მოუკვდი მაგას), ქართველი ხალხი კი დეგრადირებას განაგრძობდა.
       დეგრადირებაზე გამახსენდა, ახლა ძალიან მეძინება და ცოტატთი თუ არ დავისვენე ჩემი ტვინიც დაიწყებს დეგრადირებას, ამიტომ ჯობია ავდგე, დავიძინო და აუცილებლად განვაგრძობ ამ საოცარი "პოსტის" წერას...

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მუხლზე...

"და თქვა ღმერთმა დეე იყოს ნათელი და დააწკაპუნა"(ლუკა) აი ამ საოცარი ფრაზით დავიწყებთ ჩვენს მოღვაწეობას... რომლის იდეაც ამ სევდიან საღამოს გაჩნდა... იმედია ჩვენი (საოცარი) კლავიატურით (საოცრად) აკრეფილი (საოცარი) პოსტები კაცობრიობას თუ არა, ქალობრიობას მაინც წაადგება...