Thursday, January 27, 2011

მფრინავი სპაგეტის მონსტრი (FSM)



ემ-6: ეს რომ მითხარი გავბრაზდი და მუხლზე ვიკბინე, როგორც ვაკეთებ ხოლმე, როცა ვბრაზდები და მწყინს!
სას: მუხლი? მატერიალური მუხლი თუ ენდოლეგიტიმური მუხლი რომელიც ყოველ ჩვენგანში ცოცხლობს?

:mattisgimili:


„თავიდან იყო ქაოსი. და ქაოსმა შვა მფრინავი სპაგეტის მონსტრი, რომელიც განდიდდა და თავის ხატად შექმნა მაკარონები, რომლებმაც გამოკვებეს ადამიანები და დაედო სათავე მდინარეს, რომელსაც ერქვა ‘მდინარე იგი კეტჩუპისი’. და თქვა მფრინავმა სპაგეტის მონსტრმა: კვაკ!“ (სახარება ბობი ჰენდერსონისა თ2,ხ56)

ყოველ "არდადეგებზე" ბოსტონის ცენტრალურ მოედანზე, მეკობრეები იკირბებიან.  ეს ადგილი, 5 საათის განმავლობაში მეკობრეების ქუდებით, ჩექმებით და ხმლებით ივსება. შეკრებილები ისვენებენ, Pirate-აქცენტზე ლაპარაკობენ, გროგს სვამენ და იმას იხსენებენ, როგორ გადაარჩინა ერთ დღეს, გიგანტურმა მფრინავმა სპაგეტიმ (მონსტრს იშვიათად ხმარობენ) დედამიწელები, და მისცა მათ მაკარონები, რათა გადარჩენილიყვნენ. როცა გროგით იმდენად გაიჭყიპებიან, რომ უკვე აქცენტითაც ვეღარ ლაპარაკობენ, ერთმანეთს ემშვიდობებიან, თავიანთ ეკონომ-კლასის მანქანებში სხდებიან და ცენტრალური
გათბობით გამთბარი სახლებისკენ მიდიან.

Tuesday, January 25, 2011

God Delusion!

      ეს ნამდვილად დარვინის შემდეგ ყველაზე დიდი ბიოლოგის (ალბათ არ ვაჭარბებ) რიჩარდ დოვკინსის წიგნის სახელია "God Delusion". მის საპატივცემულოდ.

     ციტატა: დეკანოზი ლევანი: დინოზავრები ადამიანებთან ერთად ცხოვრობდნენ. ქრისტესშობის შემდეგაც და შეიძლება ახლაც არიან. ამის მაგალითებია ზღაპრების დრაკონები, რომლებიც სინამდვილეში დინოზავრები იყვნენ, საქართველოშიც ცხოვრობდნენ: დავით გარეჯელმა დინოზავრი შემუსრა. წმ. გიორგიმაც დინოზავრი მოკლა, მერე ქალაქში წაათრია და მოსახლეობას აჩვენა...

Wednesday, January 19, 2011

ლეგენდატეხოზავრი - სერია 1

ნორჩ-მეცნიერული გადაცემა "ლეგენდატეხოზავრი"
სერია 1
წმინდა ნიკოლოზი და გუგა ნიუტონი

          ბა ბაახ....

Tuesday, January 18, 2011

სოციალური ქსელი



-გოგო, ფეისი რო იხურება გაიგეეეე?
-მართლაააა? არ მაღადავეეებ, მართლა მართლააა?
-კი, ნოდიკო ხო იცი ჩემი მეზობელი, ეგ არი თურმე ფეისის დირექტორის დაცვის უფროსი და მითხრა ყველაფერი მობეზრდა, დეპრესია აქ და კუნძულზე მიდის 99 ჩიხუახუასთან ერთადოოოო!


მიყვარს როცა პოსტს შეკითხვით იწყებ. შეკითხვით რომელსაც ძალუძს წაკითხვისთანავე მიგაჭაჭვოს მონიტორს და პასუხის გაგების საოცარი სწრაფვა აღძრას შენში. კითხვა რომელიც მეორე კითხვას დაუდებს სათავეს. ოღონდ არა ჩვეულებრივ მეორეხარისხოვან კითხვას... აარა! კითხვას, რომელიც შენს ტვინში ხვეულებს უფრო მეტად აბურდავს, უფრო მეტი პასუხის ძიების სურვილს გაგიჩენს. ამგვარი კითხვები ბევრი არ არსებობს, მაგრამ არის ერთი ასეთი...

Sunday, January 16, 2011

ინტერვიუ ჯოჯოხეთიდან - ნაწილი 2- ვარსქენი

    ჯოჯოხეთში ჩემი ძმაკაცის "მამაომობილით" ჩავფრინდი. კართან ჩემი ძველი მეგობარი ლუსი (ლუციფერი) დამხვდა. ისე გულთბილად მომეგება მგონი ჩემი გული ახლაც მასთანაა
      - ვაჰ პატარა ნიუტონი მოსულა!
      - ნუ გაატრაკე. ვარსქენასთან მოვედი!
      - რომელთან?
      - მოიცა დოსიეს ჩავხედო... #135 , სამგზის საწყალობელი იგი! სად უნდა მივაგნო?
      -  ა ვიცი ეგ ტიპი... სომეხის გამათრახება და ამბები ხო? სამუდამო აქვს არტყმული. ჯერ პროჟინებიანი საწოლების ოთახს უნდა გაცდე, მერე ის ოთახია "ყველაზე ცოდვილებისთვის" ნინო ჩხეიძის მუსიკებს ასმენინებენ და ხმით მიაგნებ, თან დათაგულია "ყველაზეეე ლამაზეეებში" და "ყველაზე სიმპოებშიი". მაქედან მარჯვნივ გაუხვიე და ნომერ 28 კრატერში იხარშება...
      - კაი ლუს, გაიხარე... ღმერთმა დაგთაგოს (copyright თაკო გაბაიძე)!

    გავუყევი მის გზას და ნამდვილად საშინელება გადამხდა... ნინო ჩხეიძის ოთახში თითქმის დავყრუვდი... "ყველაზე ლამაზებში" დავბრმავდი... მაგრამ როგორღაც მივაგენი ნომერ 28 კრატერს! ვარსქენამდე ჰეროდეს, პეროზ მეფის და კიდევ ათასი უბედურის „საწამებელს“ და ბოლოს მივაგენი. პოლტერგეისტის გვერითა კრატერში

ინტერვიუ ჯოჯოხეთიდან - ნაწილი 1- ნერო

    წინასიტყვაობა: ეს ძალიან მაგარი რამე აღმოუჩინე ჩემ მეგობარ, ნათესავ (ძმაკაც-ნათესავ) ნიკოლოზ გელენიძეს "პირწიგნაკზე" ნოუთებში... ჩემთან როდესაც რჩებოდა... და აღვფრთოვანდი... და მოვიდა ახალი იდეა... ეს იდეა მდგომარეობს შემდეგში: დავდებთ ხოლმე ინტერვიუებს ჯოჯოხეთიდან... ანუ ინტერვიუებს იმ ადამიანებთან, რომელიც ჯოჯოხეთშია (პოტენციურად მაინც)... და ალბათ ძალიან საინტერესო იქნება... აგებულია ნამდვილ ამბავზე!:
                                            
    - გამარჯობა ნერო ლუციუს კლავდიუს დრუზუს გერმანიკუს ცეზარო.
- სალამი ნიკა.
- მოდი დავიწყოთ. შენ 54 წლის იყავი როცა გახდი რომის იმპერატორი და გახასიათებდნენ, როგორც გარყვნილს, გიჟს, სასტიკს. რასიტყვი ამაზე?
- შენ როგორ გგონია? თავს მოვაჭრი ყველას და ვარსქენისი არ იყოს ასტამს ვუხეთქნამ თავში ვინც ეს თქვა.
- ლიტერატურა გცოდნია...

ხაჭო, ტყემალი და მაიონეზი ანუ We Live in an Everchanging Universe

(შენიშვნა ქართველებში იგულისმებიან
ოღრაშები და ბენძოყები 
იხ. ექსპრესიონიზმის ცენტურიონი 1&2)
- ჰაჰ! სულები!
ს ი ს უ ლ ე ლ ე ა! - თქვა 
პროფესორმა და გაქრა.

A said: heey :*:*
A said: rogor xarr?
B said: hi
B said: magra shen?
A said: meec
B said: ras shvebi? ra xdeba?
A said: raviii axali araferi.
A said: shenken?
B said: ravi arc me maqvs shentvis raime axali sakmeli.
A said: ici raghac sheicvale(xasiatit)

Saturday, January 15, 2011

ის რაც ქართულია, ნებადართულია!

                        ის რაც ქართულია, ნებადართულია!  
  
       აი ეს "ძალიან არაშოვინისტური" ფრაზა, წერია თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე, კედელზე. ეგ ქუჩა ჩემი სახლიდან 300 მეტრით არის დაშორებული და რამდენი ჩავივლი ვფიქრობ, ვიამაყო თუ არა ამ წარწერის დამწერით. იქნებ ქართულ ღრიანცელზე გაბრაზებულმა დაწერა ეს და ამით ქართველი ერი ჩაეფიქრებინა, ანდაც თავისი "ოყრაყი გურჯობის" გამოვლენაა... მოკლედ ასეა თუ ისე, ეს ფრაზა გულში ჩამყვა და გადავწყვიტე დავწერო იმაზე თუ რა მინახავს საქართველში და არ მიამაყია, რომ ქართველი ვარ... ისე ერთადერთი როდესაც ქართველობით ვამაყობ ჩვენი რაგბისტების თამაშია! და კიდევ პატარ-პატარა რაღაცები (და არა რაღაცეები!).

      1. სათამაშოების მაღაზია "პეპელა"
          ჰმმ... არ გეგონოთ, რომ მაღაზიით არ ვამაყობ! უბრალოდ მაღაზიას ფრანგი უფროსი ყავს... :)   ახლა კი მოგიყვებით იმას, რითიც არ ვამაყობ. ერთ არც ისე მშვენიერ დღეს მე და ჩემი "თანამოაზრე, მეგობარი და ა.შ"(წმ. ნიკოლოზი) შევედით პეპელაში.

Wednesday, January 12, 2011

გადარჩენის გზა "Kinder" შოკოლადზე გადის




                                                                      ოჰ, ეს კინდერ შოკოლადი! ის ისეთი ტკბილიააა!
                                                                      დიახ! თითოეული ბატონი ხომ ერთ ჭიქა რძეს შეიცავს!
                                                                      დედა! დედა! კინდერ შოკოლადი გვინდააა!


მე კინდერ შოკოლადის სამ ბიჭს მოვესწარი. და ამით ვამაყობ.

პირველად იყო, სტაფილოსფერ, სულელურ პერანგში გამოწყობილი, მოყვითალო კბილებიანი გერმანელი ყმაწვილი. ამ დროის კინდერ შოკოლადი, კონტრაბანდით შემოდიოდა თურქეთიდან. ეს კი შოკოლადის ორ მეტად დამახასიათებელ თვისებას განაპირობებდა. შოკოლადი ვადაგასული იყო და ყუთში არცერთ ბატონს ქონდა შენარჩუნებული ყუთში-ჩადებამდელი მდგომარეობა.

Tuesday, January 11, 2011

ექსპრესიონიზმის ცენტურიონი (ნაწილი 2)

      ექსპრესიონიზმისა და ცენტურიონის სიტყვის ახსნას აღარ დავიწყებ... სულ ცოტა იმიტომ, რომ ვიზეც ამ პოსტში დავწერ ეგეთ "მაღალფარდოვნებას" ვერ აღიქვაmს და მოერიდება პოსტის წაკითხვას... ალბათ ისევ ეგრე ჯობია...
  
     პოსტის პირველ ნაწილს მართლაც დიდი გამოხმაურება მოყვა... ბევრმა ჩემმა მეგობარმა (და არა ამხანაგმა) მომაწოდა სურათები თუ მასალა, რომელიც ამ პოსტში შეგხვდებათ. ყველას ვემადლიერები და კაცობრიობის დაღუპვის შეჩერებაში მათ როლს ხაზს გავუსვამ!!!
  
                      Facebook Generation Without Faces And Books...
     P.S გავიმეორებ, რომ ყველა ტუჩებ-გამოპრუწული სურათის ავტორი თუ პატრონი არ "მევასება"!!!

    "მოდი-ტუჩები-გამოვპრუწოთ-უფრო-ლამაზები-გამოვჩნდებით" ფენომენი ანუ (კოდური სახელი:) "გველხოკერა პირწიგნაკზე".

მაიმუნის თავიდან გამომავალი ცეცხლი


გორილათა ბალადა


ერთ დროს, დიდი მთის ძირას
იყო ქალაქი სადაც ცხოვრობდა ხალხი, რომლებსაც ერქვათ, 'ბედნიერნი'.
მათი არსებობა დანარჩენი სამყაროსათვის საიდუმლოს წარმოადგენდა
იმიტომ რომ უზარმაზარი ღრუბლებით იყვნენ დაფარულნი.

აქ ისინი მშვიდობით ცხოვრობდნენ
განდგომილნი ძალადობისგან და არაფრის მომცემი საქმიანობებისგან
რომელიც დღითი დღე უფრო და უფრო იზრდებოდა ღრუბლისქვეშეთში.
მათთვის საკმარისი იყო ეცხოვრათ ჰარმონიაში,
დიდი მთის, მაიმუნის სულთან.

Monday, January 10, 2011

როდის გადარჩება სამყარო...

       გამარჯობა, მე ადამიანი ვარ, ჰომო საპიენსი, შენი თანადედამიწელი, თანაგალაკტიკელი, მეტიც მე შენი თანასამყაროელი ვარ! შეგიძლია უბრალოდ გუგა დამიძახო! ახლა Pink Floyds - The Wall -ს ვუსმენ და ვფიქრობ თუ რამდენ საშინლებას ამჩნევდნენ გილმორი და მისი მეგობრები, ასეთი შთაგონებით რომ ქმნიდნენ, მართლაც გასაოცარ მუსიკას...
    
      სამყაროს გადარჩენის ბევრი გზაც გვინახავს. ერთერთი შთამბეჭდავი, ჩვენი მეგობარი ჯონ ლენონის მოწოდება იყო ადამიანებს მეტი წარმოედგინათ და ეოცნებათ. ეოცნებათ სამყაროზე ჯოჯოხეთისა და სამოთხის გარეშე. მოკლედ ასე იყო თუ ისე ჯონ ლენონისეულმა ათეისტურმა თუ პაციფისტურმა მოწოდებამ ბევრი კარგი შედეგი მოიტანა, მაგრამ სამყარო არ გადაურჩენია. მიუხედავად მისი მცდელობისა ამ სიმღერის კლიპი თეთრ ფერებში გადაწყვეტილი ლამაზი ოთახი ყოფილიყო, მაინც თვალში ცუდად გვხვდება მისი ცხოვრების და არამარტო მისი ცხოვრების დიდი შავი იაპონური წერტილი!

Thursday, January 6, 2011

ექსპრესიონიზმის ცენტურიონი (ნაწილი 1)

    (ექსპრესიონიზმი ძველი ბერძნული სიტყვაა და გამოხატვას ნიშნავს...(მარაზმი))
     (ცენტურიონიც ძველბერძნული სიტყვაა და ნიშნავს დარაჯს, გუშაგს)
   ალბათ ყველა პატრიოტი თუ არაპატრიოტი დამეთანხმება, რომ ქართველებს ყველაფრის მართლაც უცნაური გამოხატულება აქვთ ხოლმე. რასაც მე დავწერ ჩემი მოგონილი არაა და ალბათ თქვენც ყოველდღიურად გადაეყრებით ხოლმე.

1. სიყვარულის ფენომენი ქართულად:
    "ვაიმე ჩემი ღორი", "გოჭი", "გოჭუნია", "ღორუკელა", "ტახუკელა", "ჩემო ბურვაკო" და ა.შ. (ამ შემთხვევაში მხოლოდ ღორისა და მისი ვარიაციების ფენომენი). ---- ჩემში ღორი არანაირად არ აღძრავს სიყვარულს და ვნებას და ნამდვილად გასაკვირია რატომ ხმარობენ სიტყვა ღორს (რაღათქმაუნდა თავისი ვარიაციებით) ზეჭეშმარიტი, მუხლმოუხრელი და მუდამ შორსმჭვრეტელი, მარადიუოლი სიყვარულის ან "საყვარლობის" გამოსახატად. გერმანელების ღორს რომ მოვეშვათ, მუსულმანებს და ებრაელებს ყველაზე ბინძურ ცხოველად ჰყავთ მიჩნეული, ჭამასაც კი ერიდებიან. მაგრამ აქ საქართველოა სადაც სიყვარული ჭამასთან იგივდება ხოლმე. ღორიც "გავძეხი" საჭმელია და მეტი პატივი რომ მიაგონ ასე და ამგვარი გამოყენება მოუძებნეს. მე კი ღორის დანახვაზე ღიპგადმოგდებული "ბენძოყი" გურჯი მახსენდება ყანწითა და ბარკლით ხელში და ნამდვილად არ მესმის რა შუაშია სიყვარული და ღორი.

Sunday, January 2, 2011

გორგოლაჭებიანი სენტიმენტი (Science Will Win!)

 
  
    თავიდან ადამიანს არ ქონდა რელიგია, მერე თვითონ მოიგონა (საჭირო იყო), შემდეგ ქონდათ რელიგია, ახლა ნელნელა კარგავენ, არა კი არ კარგავენ თავიდან იშორებენ იმას, რაც ავტორიტეტებზეა დაფუძნებული (ანუ ავტორიტარულ ღმერთებზე).
   
    კი მიკვირს თავის დროზე ნიუტონი როგორ ვერ მიხვდა, ანდაც მიხვდა და ბოლომდე ვერ თქვა: ღმერთი არ არსებობსო... ნიუტონის ცოდნას აინშტაინის ფარდობითობა დაემატა, მაქამდე გალილეომ იგალილეია და... აი დღეს ჰოვკინგი საბოლოოდ ანგრევს ღმერთის პროტოტიპს თუ სტერეოტიპს.
  
   მეც ნამდვილად მჯერა ამ ყველაფერთან "ღმერთი" არაფერ შუაში არაა და ყველაფერზე ფიზიკა აგებს პასუხს. ხოდა სულმოუთქმენლად ველოდები კოლაიდერის საბოლოოდ გამართვას, გაშვებას და დასკვნას ველოდები სამყაროს წარმოშობაზე.
   
   ხოდა ძალიან მაინტერესებს რა იქნება რელიგიის წარმომადგენლების, ფანატიკოსებისა და დიდი მორწმუნეების რეაქცია იმაზე, რომ გაიგებენ სამყაროს შექმნაში ღმერთი არაფერ შუაშია და ყველაფერი ფიზიკააო... რატომღაც ამ დროს ყოველთვის გორგოლაჭებზე შემდგარი ატირებული მამაო ანუ გორგოლაჭებიანი სენტიმენტი მახსენდება...

    ეს შემდეგი "abc"-ს რეპორტაჟია ჰოვკინგზე... არამხოლოდ როგორც მეცნიერზე... უბრალოდ ადამიანზე... და მე ნამდვილად მიყვარს ეს კაცი, მთელი გონებით მიყვარს!

     განსაკუთრებით რჩევებს მოუსმინეთ...

The Remarkable Stephen Hawking...
მუდამ თქვენი გუგა ნიუტონი, რომელსაც ამ ვიდეოს ყურებისას ბევრჯერ გააჟრიალა (ვაშლები არაფერ შუაშია)...

1989

 ამ ყველაფერს არაფრის დამატება ჭირდება... (დიახ ამ ყველაფერს, ყველაფერს!!!)

                                                                                    გუგა ნიუტონი

დათვების ღმერთი (თავზეხელაღებული თარგმანი)

მე და დათვი სასეირნოდ მივდვიართ. მდინარეზე წასვლა დათვის იდეა იყო. მდინარემდე ახლოა, ფეხით ოც წუთზე მეტი არ იქნება. ერთიორჯერ მანდეთ უკვე ვყოფილვარ: გაზაფხულის დასაწყისში ბეკასების* სანახავად წავედი, მაგრამ ფაქტია რომ ცხელ სეზონს იქ ჯერ არასოდეს მოვხვედრილვარ. ცოტა საჭმელიც წამოვიყოლე, ასე რომ გასეირნება კიარა ლაშქრობა გამოგვივიდა.

დათვი ზრდასრული მამრია შესაბამისად ძალიან დიდა. ახლახანს გადმოსახლდა 305-ე ბინაში, სამი ოჯახის იქით. თან რაც საკვირველია  ყველაფერი ტრადიციების თანახმად გააკეთა, თავისი ცერემონიებით. თანასართულელებს წიწიბურის ატრია*  და თითო-თითო შეკვრა მისალოცი ბარათები მოგვართვა. ამ ბოლო დროს დიდი იშვიათობაა. გავიფიქრე კიდეც რა თავაზიანია-მეთქი. მაგრამ პრინციპში დათვია ასე რომ გინდა არ გინდა ხალხის რეაქციაზე უწევს ფიქრი.

სხვათა შორის ატრია რომ შემომიტანა, საუბარში შემთხვევით გაირკვა რომ, შეიძლება ითქვას, ნაცნობები ვართ.

კარის გვერდით ჩემი გვარი რომ ამოიკითხა, დაინტერესდა შემთხვევით ქალაქ N-დან ხომ არ ვიყავი.

Saturday, January 1, 2011

წერილი 1. შტრიხი 54. გადამისამართება სურამი-თბილისი



წერილი 1. შტრიხი 54. გადამისამართება სურამი-თბილისი.

არასოდეს გაგჩენიათ კითხვა რატომ არის ეს ისე როგორც არის? ისეთ კითხვას ვგულისხმობ, პასუხი ღმერთამდე რომ არ მიდიოდეს. ღმერთს თავი დავანებოთ და მარტივად გავცეთ ამ კითხვას პასუხი. ცოტა რთული იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ ავისმომასწავებელ ფლორუსცენტრულ ნათურას ვუყურებ, რაც ჩემს აზრებს ფიტავს, და მათ ნაცვლად ისეთ უაზრო შეგრძნებებს აჩენს როგორიც დაღლილობაა.  შევეცდები მანამ ვწერო სანამ ეს საშინელი ნათურა თავისი დადებითი იონური ნათებით ნეიტრონად არ მაქცევს.