Saturday, March 26, 2011

ძახილისნიშნების ქვეყანა. (!!!)

დღეს ფეხბურთზე ვიყავი. (ჯერ არაფერი გიგრძვნიათ) მე საქართველოში ვცხოვრობ. (ახლა იგრძენით). დიახ ისევ იმ მეგრელი კაცის გინება ჩამესმის ყურში!

ქართველები, ქართველები... ქართველებს თავი ხომ ყველაზე მაგრები გონიათ? (მე ვეთანხმები კიდეც! (ქართველი მეგონა და სპარსი ყოფილა)). ქართველები სამწერტილების და ძახილისნიშნების ერი ვართ. (სად არიან შვილები შვილები სად არიან?) მიიიღო, ჩააწოდა, დარტყმა..... სულ ცოტათი ააცილა. მე შენი დედის რაზვალი მოვტყან!!! (უპს... მაპატიეთ! ეს იქ თქვეს, ამას იქ ამბობენ.)

ქართველები... ქართველები მართლაც შეძლებდნენ ყოფილიყვნენ ყველაზე მაგრები. თუ ამდენ ძახილის ნიშნიან წინადადებებს მოეშვებოდნენ. ქართველებო კარგია სხვისი აზრის მოსმენა, იქნებ თქვენი აზრის ძახილის ნიშნით დამთავრება არც ღირს. იქნებ წერტილით, არა წერტილი არა მძიმით დაამთავროთ, რომ სხვამაც შეძლოს გაგრძელება. იქნებ კითხვის ნიშნით? მოვეშვათ იმ აზრს, რომ მხოლოდ ჩვენ ვიცით ყველაფერი, მხოლოდ ჩვენ ვართ მართლები და სხვა სიმართლე არ არსებობს (მეც ქართველი ვარ, მეც არასწორი გზით მივდივარ ხოლმე ხშირად, მაგიტომ ვარ ისევ საქართველოში და არა რომში). ყოველთვის შეიძლება წინადადებაში არასწორი სიტყვები დაწერო, მაგრამ უნდა შეგეძლოს სწორ ადგილას დასვა წერტილი. არ უნდა დაგაგვიანდეს მაგ წერტილის დასმა და შემდეგ არ უნდა შეგეშინდეს ახალი წინადადების დაწყება, რომელიც შეიძლება ჯერ ფურცელი მერე კი წიგნი იქცეს.


კარგია როცა იცი, რომ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში ცხოვრობ, მაგრამ ცუდია, რომ ეს სტიმულის მაგივრად, სიზარმაცეს უფრო გმატებს. ელოდებიან ქართველები ღვთისმშობლისგან განათებულ ქვეყანას, სხვისგან განათებულს თუ ხედავენ არ მოსწონთ... დენი ვჭამოთ, დენი ვჭამოთო???


იქნებ სულაც არაა საჭირო ვინმეს წაართვა, რომ შენც გქონდეს. იქნებ არსებობს "იმიტომ"-ზე უკეთესი პასუხები. იქნებ შენი წარმატება უფრო გასახარია ვიდრე სხვისი წარუმატებლობა. ვინ იცის?

მგონი დროა ქართველი იძახდეს: რამდენი შევძელიო! "რამდენი შემეძლოო"-ს ძახილის მაგივრად. ან ძახილი რა საჭიროა აქაც წერტილი იყოს.

დავიღალე, მაგრამ არაუშავს. დავისვენებ და ყველაფერი კარგად იქნება. ქართველებმა უნდა დავისვენოთ! და მერე ^^ მერე ყველაფერი გამოვა! ყველაფერი მოვა! საჭმელს ტყემალი მოვასხი და უნდა ვჭამო. იფიქრეთ, ფიქრი ხომ აკეთილშობილებს ადამიანს.

   მუდამ თქვენი (არავითარ შემთხვევაში მონა მორჩილი) გუგა ნიუტონი, რომელიც დღეს ძალიან ჰუმანურია! ვაშლი!

P.S.  მომილოცეთ მგონი შეყვარებული ვარ!

2 comments:

  1. არ მომეწონა. იციკლები.

    ReplyDelete
  2. და ისა, ბლოგის დევიზს მაინც არ ასრულებდე ძახილის ნიშნებით

    ReplyDelete