Tuesday, January 25, 2011

God Delusion!

      ეს ნამდვილად დარვინის შემდეგ ყველაზე დიდი ბიოლოგის (ალბათ არ ვაჭარბებ) რიჩარდ დოვკინსის წიგნის სახელია "God Delusion". მის საპატივცემულოდ.

     ციტატა: დეკანოზი ლევანი: დინოზავრები ადამიანებთან ერთად ცხოვრობდნენ. ქრისტესშობის შემდეგაც და შეიძლება ახლაც არიან. ამის მაგალითებია ზღაპრების დრაკონები, რომლებიც სინამდვილეში დინოზავრები იყვნენ, საქართველოშიც ცხოვრობდნენ: დავით გარეჯელმა დინოზავრი შემუსრა. წმ. გიორგიმაც დინოზავრი მოკლა, მერე ქალაქში წაათრია და მოსახლეობას აჩვენა...

მე ბევრი ვიცინე ზემოთ მოყვანილი ციტატა რომ მანახეს. მაგრამ ეგ ყველაფერი საცოდაობა უფროა სასაცილოზე მეტად. გესმით ხალხო გონება გახსნილი მამაო ოცდამეერთე საუკუნეში დინოზავრისა და ადამიანის თანაცხოვრებაზე ლაპარაკობს. არ ვიცი სერ არტურ კონანდოილის ვინაა, მაგრამ ვინცაა ერთი წვერგაუპარსავი, გაუნათლებელი, ერთუჯრედიანი ფანატიკოსია (ჩემი და არა მარტო ჩემი აზრით)...

ძალიან სამწუხარო ის არის, რომ მხოლოდ ერთეულები არ არიან ასეთები და ყველა შეიძელება ასეთი საყოველთაო იდიოტიზმით არ გამოხატავდნენ, მაგრამ არც სხვები არიან ნაკლებები. 

მე ათეისტი ვარ.

ეს არც მოწოდებაა, არც "მარიაჟობა", არც ვინმეს შეურაცხყოფა. ჩემი ათეიზმი იმას ეფუძნება, რომ რაღაც მიზეზების არსებობის გამო რაღაც დასკვნები გამოვიტანე. იმას, რომ არ გავჩერდი ერთ მარადიულ პასუხზე: ეს ყველაფერი ღმერთმა შექმნდა და მისი ნებაა და განვაგრძე ძიება მეტის, წავიკითხე მეტი, გავიგე, ვიფიქრე და მივხვდი თუ რაოდენ დიდი სისულელეა ეს ყველაფერი. (ალბათ ახლა ქრისტიანებმა განაჩენი გამომიტანეთ, მაგრამ ბოლომდე წაიკითხეთ!)

გეომეტრიის აქსიომები ვინმეს ინტერესს რომ ეხებოდეს, მათ უეჭველად უარყოფდნენ.
/ალბერტ აინშტაინი/

რელიგიის ყველაზე დიდი შეცდომა ისაა, რომ ძიებას არ აგრძელებს. ოცდამეერთე საუკუნეში მცხოვრები ადამიანისთვის (გონიერი ადამიანისთვის) ადვილი მისახვედრია, რომ ბიბლია ერთი დიდი ზღაპრების და მითების წიგნია და სამყარო ძვ.წ. 4004 წელს არ დაწყებულა. ღმერთსაც სამყარო 6 დღეში არ შეუქმნია და ადამიანი ღმერთის გაჩენილ-გაკეთებული არაა. იგი მაიმუნისაგან წამოვიდა, როგორც ყველაზე დიდი ბიოლოგი დარვინი ამბობდა და ამტკიცებდა. თუ ამაში ეჭვი გეპარება სარკეში ჩაიხედე, ანაც კიდევ ასე ფიქრი გააგრძელე და საიდან წამოვიდა დაივიწყე მაგრამ იმას მაინც ნახავ საით წახვალ- ისევ მაიმუნისაკენ!

რელიგია ადამიანს ბავშვობაშივე უკლავს იმ ინტერესს და სწრაფვას მეტად შეიცნოს სამყარო. პასუხი, რომ სამყარო და ყველაფერი ღმერთმა შექმნა ძალიან მარტივია. და ბავშვის ლოგიკურ კითხვაზე: მაშინ ღმერთი ვიღამ შექმნაო? პასუხი ასეთია: იგი სულ იყო არის და იქნებაო. მაშინ სამყარო რატომ არ შეიძლება სულ ყოფილიყო? არ შეიძლება ამით ადამიანის გონების დეგრადაცია, მაგრამ სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში ასე ხდება და ეს საშინელებაა. მეცნიერება პასუხებს ფაქტებზე, მიზეზებზე დაყრდნობით იძლევა, თუ რამე უპასუხოდაა იმაზე ცდილობს პასუხის გაცემას. არ მოგიწოდებს დაჯექი! კითხვები არ დასვა ყველაფრის პასუხი ღმერთიაო! 

მამაოს, რომ შეეკითხო ღმერთი სამყაროს შექმნამდე რას აკეთებდაო? ალბათ პასუხი ასეთი იქნება: იქამდე, შვილო, ღმერთი ჯოჯოხეთს აკეთებდა მათთვის ვინც ასეთ კითხვებს დასვამდაო.  იცით მე გულწრფელად არ მესმის იმ ხალხის (ზრდასრულების მაინც) ვისაც ჯოჯოხეთისა და სამოთხის არსებობა კიდევ უტყუარი და ყველაზე დიდი ჭეშმარიტება გონიათ. ღმერთი კი თეთრ სამოსში გამოწყობილი ბოროტი მოსამართლე, რომელსაც მეტი საქმე არ აქვს მთელი ცხოვრება გიყურებს და შენს საქციელს ბლოკნოტში იწერს... ან უკვე ლეპტოპი ექნება ოცდამეერთე საუკუნეა!

მე არ ვამბობ რომ ბრმად დაკარგოთ ამ ყველაფრის რწმენა თუ გაქვთ რასაკვირველია. ყველას გთხოვთ, რომ ერთხელ დაინტერესდეთ თუნდაც რაიმე სამეცნიერო წიგნის წაკითხვით სამყაროზე, ის დამიჯერეთ შეგიცვლით წარმოდგენას. (ვიცი ახლა ფიქრობთ, რომ თქვენ რწმენას ვერაფერი შეარყევს და მაინც მანდ იქნებით, მაგრამ ცადეთ! ერთ დროს მეც ეგრე ვიყავი ღმერთის არსებობაში დარწმუნებული.) ღმერთის არსებობას 100%-ით ახლაც არ გამოვრიცხავ (მხოლოდ 99,999999% -ით გამოვრიცხავ), მაგრამ ის ღმერთი, რომელიც შეიძლება რეალობასთან ახლოს იყოს რათქმაუნდა დედამიწურ რელიგიებთან და უამრავი თქვენთაგანის რწმენასთან არაფერ შუაშია.

ერთხელ ცადეთ, იქნებ მერე იფიქროთ, რომ ადრე ცდებოდით და რა სისულელეების გჯეროდათ. თუნდაც ეინშტაინის, დარვინის თუ მარკ ტვენის ხათრით. წაიკითხეთ დარვინის ევოლუციაზე, ზიგმუნ ფროიდის წიგნები, რიჩარდ დოწკინსის God Delusion (საოცარი წიგნია). და ა.შ. იქნებ თუნდაც რიჩარდ დოწკინსის არგუმენტებმა აზრი შეგიცვალოთ... ვინ იცის.

ერთმა ძველმა მეგობარმა რამოდენიმე დღის წინ ანტი-ათეისტური სტატია წამაკითხა. სადაც ათეიზმი სრულიად არასწორად იყო მოხსენიებული და მთავარი არგუმენტი მის წინააღმდეგ ის იყო, რომ არ შეიძლება ადამიანი იძახდეს, არ ვიცი არის თუ არ არის ღმერთი და როგორ უნდა მწამდეს მისიო. რათქმაუნდა ჩემი ათეისტობის მიზეზი ბევრად უფრო ღრმაა და მრავალ ფაქტზე და მიზეზე დაფუძნებული, მაგრამ თუნდაც ეგრე იყოს, ჩემი აზრით ის უფრო დიდი უაზრობაა იმის გწამდეს რაც არ იცი არის თუ არა. (ეგ ისეთი რამე გამოდის - ვაიმე რომ იყოს მერე რა მეშველება- ჯოჯოხეთი მელისო)
დღეს მაგ ძველ ნაცნობს სკოლაში შევხვდი და ვუთხარი ეგ სტატია დიდი მარაზმი იყო მეთქი. რა მიპასუხა?! ღმერთი არსებობსო! საიდან იცი მეთქი ვკითხე. პასუხი კი იყო ასეთი : ვიცი! კიდევ გაუმეორე საიდან მეთქი. უბრალოდ მე ვიციო. აი ასეთი ბრმა რწმენა დამღუპველია, როდესაც რაიმე უბრალო მაგალითი და არგუმენტიც კი ვერ მოგყავს ( მეც კი შემიძლია ბევრი არგუმენტი მოვიყვანო თუნდაც ქრისტიანობის და რელიგიის დასაცავად.) მაგრამ აბა ჩემ ძველ ნაცნოოობს.... ზუსტად მაგიტოა ძველი!!! 

განაგრძეთ კითხვების დასმა და მაგ კითხვებზე -ღმერთმა შექმნას- გარდა სხვა პასუხების ძებნა! იქნებ უფრო საინტერესო რამეს მიაგნოთ... ან თუნდაც ერთ დღეს მიხვდეთ, რომ ღმერთი თქვენ თვითონვე ხართ...!!!

ამ პოსტს დიდ მკრეხელობაში ჩამითვლით (ყველანი არა რათქმაუნდა!). ხოდა თუ მკრეხელობაა დაე ილოცეთ ცოდვილისთვის ცოდვები იქნებ მიუტევოს მან წვერებიანმა ზე-კაცმა... :)) არ განსაჯო! - ეს მე არ მითქვამს... იესომ თქვა!
და გთხოვთ ცადეთ და მეტად იფიქრეთ, მეტი წაიკითხეთ და მეტი, მეტი და მეტი შეკითხვები დასვით! არ მოგერიდოთ... შიშზე და ავტორიტეტებზე დაფუძნებული რამ მალე დაინგრევა და თქვენც შიშს მოერევით!

ყველა რელიგია დაფუძნებულია მრავალთა შიშზე და ცოტათა გამჭრიახობაზე.
    /სტენდალი/

ნუ გეშინიათ! მეც მეშინია! :)))

მუდამ თქვენი (მხოლოდ ღმერთის ანუ არავის მონა-მორჩილი) გუგა ნიუტონი (ვიცი ნიუტონი რომ თეისტი იყო! მაგრამ.... მაგრამ ვაშლი????)
Think again...

sapere aude!

5 comments:

  1. ici elementaruli magaliti gmertis arseboboisa is saswaulebia romlebic xdeba...

    ReplyDelete
  2. არადა ვოლტერმა თქვა ღმერთი რომც არ არსებობდეს, აუცილებელი იქნებოდა მისი გამოგონებაო :) ნაწილობრივ გეთანხმები, თუმცა მემგონი მოწოდების ფორმა არ უნდა მიგეცა ამ ყველაფრისთვის. "ნეტარ არიან მორწმუნენი", მათ ჩემგან(და ალბათ შენგან) განსხვავებით შესანიშნავი მიზეზი აქვთ არ ეძებონ პასუხი(!).

    ReplyDelete
  3. Ha ha :D :D pirveli vinc xar gmetis arsebobis magalitio- saswaulio :D me ar minaxavs jer auxsneli saswauli da tu manaxeb kargi!!! mere vifiqot.... INK. -o volters vetanxmebi!!! da egrec iyo! gmerti ar arsebobs da gamoigones da kacobriobis ragac etapze sachiroc ki iyo am ze-gonebis arsebobis dajereba! xalxis samartavad da gasaertianeblad, dasashineblad, magram dges ar aris amis sachireoeba!!! MOWODEBIS FORMAS RAC SHEEXEBA -- mowodebaa gaecnon am yvelafers da mere tviton gamoitanon daskvnebi! brmad miyolas ar vitxov! "netar arian morwmuneni" - DINOZAVRI, DINOBOTI, MEGALADONI!!!

    ReplyDelete
  4. არ მესმის რატომ გგონია რომ დღეს "ამ ზე-გონების" არსებობის თუნდაც ბრმა რწმენა არ არის საჭირო, ანუ ფაქტიურად იმას ამბობ რომ ხალხის მასების გაერთიანება და ასე ერთად მართვა(და არა "გაყოფა და ბატონობა"!) აღარაა საჭირო :| მოიცა და მერე რას უპირებ ამდენ "მოქცეულ" ახალბედა ათეისტს ან თუნდაც აგნოსტიკს? იმ ადამიანებს რომელთაც გარკვეული მორალური კოდექსის დაცვა მხოლოდ და მხოლოდ "უზენაესი სასჯელის" შიშით უწევთ? ან იმ ადამიანებს რა ეშველებათ, რომლებსაც ჭეშმარიტად სწამთ რომ ჰერპესი, ბრონქიტი და თუნდაც ატელოფობია აღსარებით იკურნება? :| და შენ რა მართლა გგონია რომ ამ კატეგორიას რაიმე სახის სამეცნიერო ლიტერატურა ჩაუნაცვლებს ბრმა რწმენას, რომელიც დაფუძნებულია ორწიგნეულზე, რომელიც ამ ადამიანების 76%-ს წაკითხულიც კი არ აქვს? :| რელიგია ფანტასტიური პოლიტიკური და სტრატეგიული იარაღია: "გშია? -ილოცე" "ომია? - დიდი ამბავი თუ გეშინია, ღმერთი გიშველის" "გიჭირს? - ღმერთის გამოცდაა" ბლა ბლა ბლა.. და მორჩა ყველა მართალია: მეფე, პრეზიდენტი, მთავარსარდალი, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი.. ყველაფერი ღმერთის ბრალია. :) ხოდა ყველა მშვიდადაა, ხალხი მართვადია - ძირითადად გაუნათლებელი, ვინაიდან ზედმეტი განათლებაც მკრეხელობა და მწვალებლობაა(საქართველოში ხომ მითუმეტეს) და თანაც ნაპოვნია უნივერსალური, საყოველთაო "განტევების ვაცი", რომელსაც განსაკუთრებული გამჭრიახობის შემთხვევაში ყველა უბედურებას გადააბრალებ.
    პრინციპში ზოგადად გეთანხმები, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პოსტი და იმედი იმისა რომ რამე შეიცვლება ფართო საზოგადოებაზე არაა გათვლილი :)

    ReplyDelete
  5. ateisti rom viyo tavs moviklavdi

    ReplyDelete