Tuesday, March 29, 2011

ჰალაპაგოსური პეპლები

პროტესტი! უმეტესობა თვლის რომ პროტესტი ადამიანს ცხოველისგან განასხვავებს. რომ პროტესტი ადამიანის აზროვნების და გონიერების გამოხატულებაა. დეკარტი ჰიპპი რომ ყოფილიყო უეჭველი იტყოდა: ”მე ვაპროტესტებ, მაშასადამე მე ვაზროვნებ და თუ ვაზროვნებ ესეიგი ვარსებობ”. მაგრამ პროტესტი ყოველთვის გონიერების ნიშანი როდია. მოდი ერთად შევადგინოთ იმ მოვლენების, ქმედებებისა და ცნებების სია რომელსაც დღესდღეისობით ვაპროტესტებთ. გაუმჯობესებული განათლების სისტემა, ტურიზმის განვითარება, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება, სამართლისა და სამართლიანობის დაცვა, ხელისუფლება, ექიმები, სწავლა... ცოტათი ხმამაღალი ნათქვამია რაღა ცოტათი, ასე 170 დეციბელიანი. ეს თემები მართლაც იმსახურებენ კრიტიკას, ბოლობოლო ჩვენ მომავალზეა საუბარი. მაგრამ გონიერების ნაკლებობა იმაში მდგომარეობს რომ ყველა როდი ხვდება რას აკრიტიკებს და აპროტესტებს. მთავრობის ლანძღვა-გინება სხვა მრავალთა შორის კარგ ტონადაა მიჩნეული.

არიან ადამიანები რომლებიც გარკვეულ მოვლენას გააზრებულ პროტესტს უხვედრებენ არიან კი ადამიანები რომელთათვისაც ზემოთაღნიშნული ჯგუფი ავტორიტეტს წარმოადგენს. ეს ყოველივე ჭეშმარიტი მხოლოდ პოლიტიკისთვის როდია. იგივე რამ ხდება მუსიკაში, მხატვრობაში, ლიტერატურაში და თუნდაც რელიგიაში. მაგრამ ყურადსაღები ისაა რომ ამ პრობლემას ორი მხარე აქვს. ნორმალური დამოკიდებულება რაიმე საგნის მიმართ რომელიც გამოიხატებოდა სიტყვებით ”მომწონს/არ მომწონს” ჩანაცვლდა დამოკიდებულებით რომელიც გამოიხატება სიტყვებით ”მიყვარს/მძაგს”. ამ ცვლილებებში ნეიტრალური პოზიცია სადღაც გაგვეპარა. ალბათ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის დამსახურებაა რომ ინდიფერენტული, ნეიტრალური დამოკიდებულება მოვლენის მიმართ გადაშენების პირასაა. ისეთი შეგრძნებაა თითქოს დარჩნენ მხოლოდ პრო-პროპაგანდისტები და ანტი-პროპაგანდისტები.

მაგალითისთვის ავიღოთ ჯასტინ ბიბერი. საზოგადოება დაყოფილია ორ ძირითად კლასად ა) ჯასტინ ბიბერი ფანები, რომელთა უმეტესობა აფანატებენ ჯასტინზე იმიტორო ”მაგარია”. ამ უმეტესობას თავისი აღტაცების საგნის ზედაპირზე ღრმად ჩახედვა არ აქვს განზრახული. დარწმუნებული ვარ ჯასტინ ბიბერის ფანებში არიან ადამიანები რომლებსაც გააზრებული აქვთ რატომ და რისთვის უსმენენ და მოწონთ მოქალაქე ჯასტინი მაგრამ დანარჩენი ნაკადს ბრმად მიყვება ბ) ხალხი რომლებსაც სძულთ ჯასტინი. ნაწილს იმიტომ რომ სხვებს სძულთ ნაწილ იმიტომ რომ სხვებს მოსწონთ, ადამიანი რომელიც თვლის რომ ჯასტინი უბრალოდ უნიჭოა ფაქტს აღნიშნავს მაგრამ პროპაგანდას არ წამოიწყებს. სად არის ხალხი რომელსაც ჯასტინის არსებობა ”ახატია”? ვერცვერასოდეს გავიგებთ რამეთუ ისინი ჩუმად არიან და სულ კიდიათ ჯასტინის, მისი ფანების და მისი ანტიფანების არსებობა.

ვიმედოვნებ მიხვდით რისი თქმაც მინდა. ფანობა ისევე როგორც მოძულეობა შეიძლება გახდეს მყარი ტენდენცია. ახლა გადავიდეთ უფრო მტკივნეულ თემაზე - რელიგიაზე. რელიგიაშიც იგივე სიტუაციაა რაც ჯასტინბიბერიზმში, და ვხედავთ: ა) მორწმუნეები რომლებზეც ამ მომენტში არ მექნება საუბარი ბ) ათეისტებს რომლებიც იყოფიან რაციონალურ ათეისტებად და ფსევდოათეისტებად. ბ კატეგორიის ზოგი, ამბოხი სულის პატრონი წევრი ცდილობს რელიგიას ებრძოლოს როგორც წესი იმის გამო რომ, ეკლესიის დოგმებს ეწინააღმდეგება. ასეთი ადამიანი უნებლიედ ათეიზმის პროპაგანდას ეწევა და ბაც ათეიზმი ხდება ტენდენცია. ჩნდებიან ე.წ. მიმდევრები რომლებიც პიონერი იკონოკლასტების ავტორიტეტის გავლენის ქვეშ ფსევდოათეისტები ხდებიან. ზოგი ამაში სოციალიზაციის საშუალებას ხედავს, ზოგი შესაძლოა ”ღადაობის” მადევარია. ნებისმიერ შემთხვევაში ასეთ სისტემაში ათეიზმს არსი ეკარგება. არსი კი იმაში მდგომარეობს რომ ათეიზმი ავტორიტეტს უარყოფს. ჰო-ჰო სწორედაც ავტორიტეტს უარყოფს ათეიზმი. არა იმდენად დოგმებს და მითუმეტეს არა ღმერთის იდეას არამედ ტვინის დაძაბვისგან განმათავისუფლებელ ფრაზებს ”ღმერთმა ასე ინება” ან ”სამყარო ღმერთის შექმნილია”. რას ვერჩით ამ ფრაზებს? რას და ასეთი მარტივი გამოსავლები აზროვნებას ზღუდავს, ინდივიდში შემეცნების სურვილს კლავს. რა მოსდის ფსევდოათეისტს ასეთი იკონოკლასტების გარემოცვაში? თავის აზროვნების მოდელს ავტორიტეტის(იკონოკლასტის) სიტყვების ნაგლეჯებზე ამყარებს. მივიღეთ თუ არა ახალი რელიგია? თამამად შეგვიძლია მისიონერობა დავიწყოთ.

ადამიანის ნდობის მოპოვება და მერე შენ ჭკუაზე ტარება, შენი აზრების მის გონებაში შთანერგვა საკმაოდ მარტივია. სწორედ ამაში მდგომარეობს ავტორიტეტზე დამყარებული აზროვნების სისტემის ძალა. თუმცა რელიგიის ასე ერთი ხელის მოსმით მოშორება არ შეიძლება. (ამჯერად რელიგიის სტანდარტულ ცნებაზე მაქ საუბარი)

განვიხილოთ ვინმე ვახუშტი მეტსხელად სიკვდილა. სიკვდილა ნახალოვკელი ძველი ბიჭია, ”შავი” ცხოვრებით ცხოვრობს, დანებიან სურათებს იღებს და ვინმემ ქრისტიანობაზე რომ თქვას რამე საღვთო ომს გამოუცხადებს. სიკვდილა თავს მორწმუნედ თვლის პერიოდულად ეკლესიაში დადის. ახლა წარმოიდგინეთ რომ რელიგია არ არსებობს. რას ჩაიდენს სიკვდილას ნაირი ბიჭი რომელსაც ყოველგვარი ლიმიტი და შიშის ფაქტორი გაუუქმეს. ღვთის შიშს დიდი საქმეების კეთება შეუძლია ზოგადსაკაცობრიო კეთილდღეობისთვის. სიკვდილა სავარაუდოდ ათეისტი რომ ყოფილიყო სისხლის გუბეებს დააყენებდა.

ერთი სიტყვით მინდა შეგახსენოთ რომ მარჯვენა უკიდურესობაზე პასუხი, მარცხენა უკიდურესობა არ არის. იყავით ინდიფერენტულები იმის მიმართ რაც თქვენ აღტაცებას არ იმსახურებს და იცხოვრეთ პერსონალური ჭეშმარიტების სახელით.

უდნა ვაღიარო რომ ჩემი ქმედებები ხშირად წააგავს იმას რის წინააღმდეგაც გავილაშქრე ამ პოსტში. ხანდახან უნებლიედ გამომდის, ჯერ ვსწავლობ...

ჰალაპაგოსური პეპელა ძალიან ლამაზი არსებაა. ვუყურებდი და ვუყურებდი, თვალს არ მოვწყვეტდი. არადა დედამიწაზე მარტო ჰალაპაგოსურ პეპლებს რომ ეცხოვრად მგონი სირობა იქნებოდა...

Monday, March 28, 2011

საფარ-ბეგს ბანანის ქერქზე ფეხი აუსრიალდა...

ამ ბოლო დროს ჩვენი ბლოგი უმსგავსო-ურჯულო პოსტებით აივსო სიმართლე გითხრათ ცოტათი მწყინს რომ თავდაპირველად ”მეტნაკლებადსაღადაოკრიტიკული” ნამუშევრები იმ რაღაცამ ჩაანაცვლა რასაც ჯერ სახელი ვერ მოვუფიქრე მარა ყველა ახლოს ”დოგმატურ პროვოკატორულ ანტირწმენასთანაა” დიახ დიახ სწორად გამიგეთ ერთგვარი აზრთა სხვადასხვაობაა მუხლის ფურცლებზე. დაძაბული პოლემიკისგან განტვირთვისთვის ჩემი ქართულის რვეულიდან შემოგთავაზებთ ამონაreadს.

აკაკი წერეთლის გამზრდელი ძალიან საინტერესო სიტუაციას აღწერს. ცის მახლობლად მთის მწვერვალზე ერთგვარი სასიყვარულო სამკუთხედი იკვრება რომლის სამივე წევრი საბოლოო ჯამში დაზარალებული რჩება. ფაქტია რომ ეს შესავალი არაფრად ვარგა. თუმცა დარწმუნებული ვარ შესავალზე მეტად ჩემი ქმედებები დაგაინტერესებთ საფარის ადგილას რომ ვყოფილიყავი.

დავიწყოთ საფარის ქმედებების ალოგიკური და ასპექტების ანალიზით. როდესაც საფარი ბათუსთან მიდის, ნაბადს იხდის და ვახშამზე უარს ამბობს, რის შემდეგაც პირდაპირ თავისი სასიყვარულო ისტორიის მოყოლას იწყებს. ზია ხანუმუმაზე მოყოლისას ნათლად ჩანს რომ საფარს გააზრებული აქვს ის ფაქტი რომ მისი ტრფობის ობიექტი სულაც არ ცდილობს საფარის სიყვარულის გამოცდას. ზია ცდილობს საფარი შურისძიების აირაღად აქციოს. მიუხედავად ამისა თავისი ერთგულების დასამტკიცებლად საფარი თანახმაა ზია ხანუმს ინალიფას ცხენი მიუყვანოს. საფარი ხვდებო რომ ძალა არ შესწევს და სიყვარულის უბიწო გრძნობის დასამტკიცებლად ერთერთ ყველაზე მზაკვრულ ხერხს - ქურდობას იზრახავს. თავისი საქციელის არამართებულობა თავადაც კარგად აქვს გააზრებული. შემდეგ როდესაც ბათუ ჰპირდება თავად მოიპაროს მის საფარის ნაცვლად ცხენი არავითარი წინააღმდეგობის გაწევას არ ცდილობს. პირიქით თითქოს კმაყოფილიცაა მოვლენების ასეი განვითარებით. საფარის ამორალურობა ნელ-ნელა სივდება. როდესაც ბათუ მის გასაკეთებელ, თუმცა ზოგადად ”არგასაკეთებელ”, საქმეზეა წასული თავის ძუძუმტეს ცოლს უუპატიურებს. ბათუსთან თავის დანაშაულს არ აღიარებს, შემდეგ სიკვდილის სახით მარტივ გამოსავალს ეძებს, და ბოლოს გამზრდელის სიკვდილის მიზეზიც ხდება. ერთი სიტყვით საფარის რეზიუმეში ექვსი არასწორი და ორი სადაო ქმედებაა რომელთა მიზეზი საბოლოო ჯამში მისი ემოციების წინაშე უძლურობაა.

რას ვიზამდი საფარის ადგილას მე? ჩემი მდაბიო, უნებისყოფო, ბილწი, ზარმაცი და ”ვიგოდნიკური” ბუნებიდან გამომდინარე არაა გამორიცხული რომ ზუსტად იმავეს რაც საფარმა ქნა, თუმც იმ ნიკოლოზს თუ დავუგდე ყური რომელიც სადღაც ძალიან ღრმად სუფევს ჩემს გონებაში, მაგრამ მაინც საკმაოდ დიდ ეგოისტია, შემდეგ სქემამდე მივდივარ: სქემა სადაც ზია ხანუმის მსგავსი ქალი საერთოდ არ შემიყვარდებოდა იმ მარტივი ფაქტიდან გამომდინარე რომ ამ მომაკვდინებელ ქალბატონს აშკარად ჩემზე დიდი ეგოს ქონაზე ექნებოდა პრეტენზია. ეს ყველაფერი კარგად ჩანს მის ხალხის მართვის ქედმაღლურ მანერაში და მის არმომწონეების წინააღმდეგ ომის გამოცხადების სურვილში.ჩემი ეგოიზმიდან გამომდინარე ჩავთვლიდი რომ მისი ამპარტავნება რაციონალურ მიზეზსაა მოკლებული. ეს მართლაც რომ ასეა რადგანაც გონიერი ადამიან არ მოსთხოვდა არავის იმას, რაც ზიამ საფარს მოთხოვა. უგუნური ადამიანის პრეტენზია გამორჩეულობაზე და წონის ქონაზე კი ნებისმიერ შემთხვევაში განწირულია. ზუსტად იგივე ეგოიზმი მიმიყვანდა დასკვნამდე რომ ადამიანთან რომელსაც უსაფუძვლო პრეტენზია ექნებოდა :ჩემზემეტობაზე:, ურთიერთობას ვერ შევძლებდი. მაშასადამე პრობლემა გადაჭრილია. აღარც ბათუსთან მივიდოდი და აღარც ცოლს გავუუპატიურებდი. აღარც გამზრდელი მოიკლაავდა თავს და ჩვენში დარჩეს არც დაიწერებოდა

ახლა დავუშვათ რომ მეც საფარივით ვერ მოვახერხე ემოციების მოთოკვა, და გადავწყვიტე ჩემი სიყვარულის დასამტკიცებლად მომეპარა ინალიფას ცხენი. რას მოვიმოქმედებდი? პირველ რიგში მეგობართან მივიდოდი. ბათი კი უდაოდ საფარის უახლოესი მეგობარია. წყნარად და დალაგებულად ჩავაყენებდი საქმის კურსში და სანამ რაიმე დასკვნების გაკეთებას მოასწრებდა ჩემივე პირით შევთავაზებდი თანაშემწის სტატუსს. შესაბამისად ბათუს ცოლის გაუპატიურებას ფიზიკურად ვერ შევძლებდი. აღარც გამზრდელი მოიკლავდა თავს და ჩვენში დარჩეს არც დაიწერებოდა.

გასათვალისწინებელი კი აი ეს არის, საფარი შემთხვევით ბედისგან დაჩაგრულად ხომ არ გრძნობდა თავს? ხომ არ შურდა თავისი ძუძუმტეს ბედნიერების და ჰაჯი-უსუფის სტატუსის? იქნებ რაიმე წყენა ჰქონდა გულში ბავშობიდან ჩატოვებული? ასეთ შემთხვევაში მართალია არაა საფარის ქმედებები გამართლებული მაგრამ მისი ტაქტიკა და ერთი გასროლით ორი კურდღლის მოკვლის პრინციპის ცხოვრებაში გამოყენების წარმატებული მცდელობა დასაფასებელია.

წმინდა ნიკოლოზი

Saturday, March 26, 2011

ძახილისნიშნების ქვეყანა. (!!!)

დღეს ფეხბურთზე ვიყავი. (ჯერ არაფერი გიგრძვნიათ) მე საქართველოში ვცხოვრობ. (ახლა იგრძენით). დიახ ისევ იმ მეგრელი კაცის გინება ჩამესმის ყურში!

ქართველები, ქართველები... ქართველებს თავი ხომ ყველაზე მაგრები გონიათ? (მე ვეთანხმები კიდეც! (ქართველი მეგონა და სპარსი ყოფილა)). ქართველები სამწერტილების და ძახილისნიშნების ერი ვართ. (სად არიან შვილები შვილები სად არიან?) მიიიღო, ჩააწოდა, დარტყმა..... სულ ცოტათი ააცილა. მე შენი დედის რაზვალი მოვტყან!!! (უპს... მაპატიეთ! ეს იქ თქვეს, ამას იქ ამბობენ.)

ქართველები... ქართველები მართლაც შეძლებდნენ ყოფილიყვნენ ყველაზე მაგრები. თუ ამდენ ძახილის ნიშნიან წინადადებებს მოეშვებოდნენ. ქართველებო კარგია სხვისი აზრის მოსმენა, იქნებ თქვენი აზრის ძახილის ნიშნით დამთავრება არც ღირს. იქნებ წერტილით, არა წერტილი არა მძიმით დაამთავროთ, რომ სხვამაც შეძლოს გაგრძელება. იქნებ კითხვის ნიშნით? მოვეშვათ იმ აზრს, რომ მხოლოდ ჩვენ ვიცით ყველაფერი, მხოლოდ ჩვენ ვართ მართლები და სხვა სიმართლე არ არსებობს (მეც ქართველი ვარ, მეც არასწორი გზით მივდივარ ხოლმე ხშირად, მაგიტომ ვარ ისევ საქართველოში და არა რომში). ყოველთვის შეიძლება წინადადებაში არასწორი სიტყვები დაწერო, მაგრამ უნდა შეგეძლოს სწორ ადგილას დასვა წერტილი. არ უნდა დაგაგვიანდეს მაგ წერტილის დასმა და შემდეგ არ უნდა შეგეშინდეს ახალი წინადადების დაწყება, რომელიც შეიძლება ჯერ ფურცელი მერე კი წიგნი იქცეს.


კარგია როცა იცი, რომ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში ცხოვრობ, მაგრამ ცუდია, რომ ეს სტიმულის მაგივრად, სიზარმაცეს უფრო გმატებს. ელოდებიან ქართველები ღვთისმშობლისგან განათებულ ქვეყანას, სხვისგან განათებულს თუ ხედავენ არ მოსწონთ... დენი ვჭამოთ, დენი ვჭამოთო???

Thursday, March 17, 2011

დიდ, თეთრ, კაფელში ჩასმულ, უნიტაზიან ოთახში სანახავი ფილმები


ოდესმე გაგჩენიათ სურვილი გენახათ ფილმი ტუალეტში? (ის დიდი, თეთრი და ა.შ ოთახი ტუალეტია და არა სამოთხე-ჯოჯოხეთის გამანაწილებელი პუნქტი)

ტრადიციის მიხედვით, ნამდვილი ქართული ოჯახის ტუალეტი/საპირფარეშო/საჭიროოთახი ყოველთვის სავსე იყო ათასგვარი წიგნით. დაწყებული ფიოდორ დოსტოევსკის „დანაშაული და სასჯელით“, დამთავრებული პირველი და უკანასკნელი საბჭოური კომიქსით - „მიშკა მიდის ტყეში“. სამწუხაროდ ვერც ერთს და ვერც მეორეს რიგიანად ვერ წაიკითხავდით, რადგანაც შუა კითხვის დროს აღმოაჩენდით, რომ ოცდამესამე-ოცდამეოთხე გვერდი აკლია. გადაწყვეტდით ეს ოცდამესამე გვერდი თქვენი ფანტაზიით შეგევსოთ. ავსებდით (ცუდად, მაგრამ მაინც), აგრძელებდით კითხვას.. მაგრამ! აი აქ კი განგება მეორე სიმუხთლეს გიმზადებდათ. ოცდამეთხუთმეტე-ოცდამეთექვსმეტე და ოცდამეჩვიდმეტე-ოცდამეთვრამეტე გვერდები აკლია. აქ კი მთელ ჟინს კარგავთ. წიგნს ისევ თავის ადგილას დებთ და ფიქრობთ რისი ბრალია დღევანდელი კუჭაშლილობა... როცა საქმეს ითავებთ და ტუალეტის ქაღალდს უშედეგოდ ეძებთ, ხვდებით რატომ აკლდა გვერდები მაინ რიდის „უთავო მხედარს“...

სამწუხაროდ, როგორც სხვა ბევრი კარგი საბჭოური (და უფრო ძველი) ტრადიცია, ქართველებმა ვერც ლიტ-ტუალეტის ინსტიტუტი შევინახეთ და დავიწყების სანაგვეში მოვისროლეთ.

ნუ რა ვქნათ... რაც იყო იყო... წარსულს ვეღარ დავაბრუნებთ. შესაბამისად რაღაც ახალზე უნდა ვიფიქროთ... დაი აი აქ ვჩნდები მე, ჩემი საოცარი იდეით!

W-C-INEMA

ბუნებრივია, როცა ჩნდება მოთხოვნა ტუალეტში სანახავ ფილმებზე, საჭიროა ამ ფილმების დახარისხება, ჩამოწერა, ანბანისა და იმის მიხედვით დალაგება, თუ რამდენად გიჭირთ. (დიდზე ხართ, პატარაზე, ბუასილი გჭირთ, თუ მხოლოდ იმიტომ შედიხართ, რომ მენსტურაცია გაქვთ). ამ შრომატევად სამუშაოს ვინ იტვირტავდა საკუთარ თავზე თუ არა მე! ელექტრონ სვაზიჩ იგუანა!

ხხხ

პირველი კატეგორია რითიც ფილმები დავახარისხე იყო კატეგორია „დედიკო დიდი მინდა..“

ამ კატეგორიაში შესვლის პატივი ხვდათ ფილმებს, რომელთა ხანგრძლივობა საათნახევარზე ნაკლები და სამ საათზე მეტი არ არის. სია #1:

1. Saving Private Ryan - თუ ამ ფილმის ნახვას გადაწყვეტთ, დარწმუნებული იყავით, რომ მინიმუმ ორი ტუალეტის ქაღალდის რულონი გეგულებათ საპირფარეშოში, რადგანაც პირველი ცრემლებზე წავა და ტრაკსაც ხომ უნდა გამოწმენდა.

2. The Big Lebowski - აქ საქმე უფრო რთულადაა. ამ შემთხვევაში შეეცადეთ ტუალეტში ხალათმოცმული შეხვიდეთ, რადგან კუჭში მანამ იქნებით შეკრული, სანამ ქასთში ეთან და ჯოელ კოენების სახელები არ დაეწერება. უხალათოდ შეიძლება თქვენს ცივ, (ალბათ) კაფელით გაწყობილ ტუალეტში უბრალოდ გაიყინოთ, ფილმი ორსაათნახევარს გრძელდება.

3. Lethal Weapon 2 - ამ ფილმთან ერთად ისიც კი დაგავიწყდებათ, როგორ მტკივნეულია შეკრული ფეკალიების ვიწრო ანუსიდან გამოდინების პროცესი.

4. Reservoir Dogs - ტარანტინოს ერთადერთი მოკვდავი ფილმი დაგეხმარებათ სწრაფად და ხარისხიანად გათავისუფლდეთ „ტვირთისგან“. ამ ფილმის ნახვის შემთხვევაში პატარ-პატარა კურკლები იმ სიხშირით წამოვლენ თქვენი პატარა დუნდულებიდან (ვიმედოვნებ მუხლს არავინ მსუქანი არ კითხულობს) რა სიხშირითაც ლარი დიმიკი (Mr. White) გაისვრის თავისი რევოლვერიდან.

5. Austin Powers - მაიკ მაიერსის უზომოდ ბენგალიური-ბრიტანული-ვითომ-ამერიკული ინგლისური თქვენი ტანჯული სახეს, პრო-ღიმილის ნიშნებს შესძენს.

კატეგორია „დედიკო დიდი მინდა..“ ამ ხუთი ფილმით დავასრულე. მომავალში გელით ფილმები კატეგორიებში: „შევირბენ და გამოვირბენ“, „ასეთია სიწმინდის ფასი K“, „ნეტა მშობლებმა თუ იციან, რომ უკვე დამეწყო...“ და ა.შ.


ელექტრონი. სპინი 1/2. ორბიტალი 3f. პოლარობა 0.2616121975

Sunday, March 6, 2011

ორთაჭალელი გიჟუა ანუ ჩემი ბაბუის ბაბუა არ არის ჩემი ბაბუა!!!

"Plato argued that love between males is the highest form and that sex with women is lustful and only for means of reproduction. Only with men, can the Greek male reach their full intellectual potential."


ეს ერთერთი მკვლევარის წიგნიდან გადმოვწერე და ნახეთ, თურმე პლატონი მხოლოდ "პიდარასტი" კი არ ყოფილა, მაგარი პიდარასტი ყოფილა. ისე მართალია! სად ვიღაც (საქართველოს მაგალითებს განვიხილავ) 1 პოზაში ნაკეთები ქალის წიკვინს უსმინო, რომელის ორალურ სექსზე მტკიცე უარს აცხადებს და სად ინტელექტუალ მამაკაცთან საუბარი გააბა და სულ მტკიცე-მტკიცე აძახებინო!


გუშინ ჩემმა ძმაკაცმა! (მხოლოდ ძმაკაცმა!!!) მომაწოდა საოცარი ინფორმაცია, რომ თურმე ჩვენი "ბენძოყი" მამრი წინაპრები არცთუისე გულცივები იყვნენ ერთმანეთის მიმართ და მეტიც მამათმავლობა საქართველოში არა-მხოლოდ გულუბრყვილო ვაიმე-რა-დაცემა-ღიპი-აქვს-მინდა-თავისი-ყანწით-მიმთანგოს ყოფილა, არამედ ღირსეული ტრადიცია!!! (მეც ძალიან გამიკვირდა როცა ეს გავიგე!)

Wednesday, March 2, 2011

Contradictions you rule!

ალბათ ყველას გიფიქრიათ თუ რამდენ ურთიერთ-საწინააღმდეგო ფაქტს ეფუძნება ესა თუ ის რელიგია... ადამიანისთვის ხანდახან მეტად ძნელი გასაგები ხდება რატომ უნდა გააკეთოს ესა თუ ის ფსევდო-რელიგიური მოქმედება, რადგან თვითონ რელიგია შეიძლება მეორესმხრივ საწინააღმდეგოს ამტკიცებდეს;.

ეს ყველაფერი www.orthodoxy.ge - ზე ვიხილე და მივხვდი, რომ მართმადიდებელი, მორწმუნე რომ ვყოფილიყავდი ძალიან დამაბნევდა ეს ყველაფერი. (ჯერ ყველანაირი ფილოსოფიის გარეჩე მივუდგეთ):   "ყველაფერი ღვთის ნებაა, თუნდაც ეს ჩვენ არ გვესმოდეს, მაგრამ ადამიანს ყოველთვის არ უნდა რეალობის მიღება."  

Tuesday, March 1, 2011

Bom yeoreum gaeul gyeoul geurigo bom...

დადგა გაზაფხული... ისევ 38... ისევ საწოლში... ისევ მენატრება შეყვარებული... მენატრება ძმაკაცები... მენატრება (გაგეცინებათ და...) სკოლა... Si Certo BADAGONI! (რა შუაშვია)

რუბრიკა ტელევიზორი: დღეს გავიგე, რომ არსებობს სახელი გრავიტონი, მე კიდე "ჩემი ვაი-თეორიებით" მის არარსებობას ვამტკიცებ.  უიიი :) :D :D :D რა გავიგე, აუ რა მაგარი რამეა ტელევიზორი! გვარი ყოფილა შავყვერაშვილი! ასეთი გვარები ხომ მხოლოდ საქართველოშია!

რუბრიკა რეკლამა: როგორ უხდება დავითს თეთრი პერანგი! ბარნი მართლაც საოცრებაა, სიმართლე გითხრათ მეც მიყვარს ბარნი!