Friday, April 8, 2011

პორნო-იდნუსტრიის განვითარების საკითხებზედ


ილია ჭავჭავაძეს ჰქონდა მგონი დაახლოებით ასეთივე სათაურის წერილი... ოღონდ ილია პორნო-ინდუსტრიაზე არ წერდა... იმიტომ რომ მაშინ(!) ქართულ-პორნოს არ უჭირდა!

დადგა დღე, როცა 11-17 წლის ახალგაზრდას უწევს აშშ+რუსეთის ფედერაციის პორნო-ნაწარმზე დაიკმაყოფილოს სექსუალური მოთხოვნილებები. :ეს-ცხოვრება-ცხოვრებაა?-სახე:

ვსვამ კითხვას: რატომ? [ფრთხილად: ორმაგი კითხვა]

ნუთუ ქართველებს რომლებსაც ასეთი სწრაფვა გააჩნიათ "ეროვნული პროდუქტისადმი" არ შეგვიძლია შევქმნათ (ნეო)-ქართული-პორნოს ფენომენი?! [პირის ცვლილება მიზანმიმართულად გაკეთდა]

პორნო, თუ დიდი PTA-ს მოძღვრებას დავეყრდნობით, თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს ფილმის ჟანრად. დაფიქრდით რა განსხვავებაა თრილერსა და rom/com-ს შორის. მთავარი არის ის რასაც, ფილმი ჟანრულად გვპირდება. მაგალითად, თქვენ უყურებთ "ქარწაღებულებს" იმიტომ რომ იცით, ბოლოს აუცილებლად აგეტირებათ მომენტზე, როცა სკარლეტი სტაფილოებს ჭამს (ანუ გინდათ ადამიანური ტრაგედია ნახოთ). უყურებთ "ტერმინატორს" იმიტომ რომ მოგწონთ როგორ ანადგურებს შვარცნეგერის გმირი, თავისზე ორჯერ უფრო ძლიერ <ბოროტ-ტერმინატორს> (ანუ გინდათ ბრძოლა ნახოთ).

როცა თქვენ უყურებთ პორნოს ზუსტად იმდაგვარი მოტივი გამოძრავებთ, რაც ჯეიმს ბონდის ყურებისას.

I WANT TO SEE HIM DEFUSE THE BOMB/ I WANT TO SEE HIM FUCK

მრავალი წლის განმავლობაში პორნო-ჟანრის კინო გამოყოფილი იყო მეინსტრიმს და ითვლებოდა, დაბალხარისხიან ვიდეოპროდუქციად, რომელსაც არ შეიძლება ჰქონოდა პრეტენზია დიდი მოტივებისათვის. არ შეიძლება ყოფილიყო ჟანრი.


ამ უაზროდ ინფანტილური შეხედულების დანგრევა ბევრმა კარგმა რეჟისორმა სცადა, როგორებიც არიან სთენლი კუბრიკი და პოლ თომას ანდერსონი. ისინი ცდილობდნენ, პორნო სხვა მხრიდან მიეწოდებინათ. ანდერსონი "Boogie Nights"-ში პორნოვარკვლავის თავისუფალ სახეს გვაჩვენებს, ყოველგვარი სტერეოტიპისაგან გაწმენდილს. ისტორია დაახლოებით ასეთია: "მე პორნოვარსკვლავი ვარ, ჩემი სამსახური უბრალოდ საოცარია. ყოველი დღე სექსი და რაც მთავარია ამაში ფულს გიხდიან, ჰაჰაჰა!" ანდერსონში ეს მომწონს. იღებს სტერეოტიპს და.. უბრალოდ ამტვრევს, დიდი Miramax-ის კამერით. ამჯერადაც ასე მოიქცა, აიღო ბედნიერი, მუდამ მომღიმარი, 23-სანტიმენტრიანი პორნოვარსკვლავის სახე და ფილმის გადაღება დაიწყო. პორნოვარსკვლავი რეალურად მხოლოდ და მხოლოდ სტრესში მყოფი, ჰეროინზე შემჯდარი, დიიდ-ფალოსიანი ადამიანია, რომლის ცხოვრებაც იმაზეა დამოკიდებული აუდგება თუ არა... დროთა განმავლობაში კი ეს უფრო და უფრო რთული ხდება... კუბრიკს რაც შეეხება, მან პირველმა გადაიღო პორნო და ისე გაუშვა კინოთეატრებში როგორც დრამა. უბრალოდ პორნო გადაიღო, მცირეოდენი აზრით და დამუშავებული სცენარით! ამ ხალხს ესმოდა პორნოს მნიშვნელობა...


ამით უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ პორნო ის არ არის, როგორც ამას პოსტ-საბჭოთა ნაინდივიდარი აღიქვამს. პორნო თვითგამოხატვის ერთ-ერთი საშუალებაა რომელსაც თანამედროვე მსოფლიოში საკმაოდ დიდი დატვირთვა გააჩნია. ჩემთვის საინტერესოა პორნოს დანიშნულება საზოგადოების განვითარების საკითხებში. მატერიალისტურად რომ ვიმსჯელოთ: რა სარგებლობის მოტანა შეუძლია პორნოს? ანუ უბრალოდ გავცეთ პირველ აბზაცში დასმულ კითხვას ("რატომ?") პასუხი.

პასუხები:

პასუხი კითხვაზე "რატომ?/არ არის პორნო" მარტივია. პორნოს კეთება სოც-სივრცეში, დაკავშირებულია ისეთ თავისუფლებებთან რომლებიც ქართულ საზოგადოებაში ნამდვილად არ შეინიშნება. არარეალურია იმ ქვეყანაში პორნოს გადაღება სადაც სექსზე კვლავ სახეაღაჟღაჟებულები ლაპარაკობენ. თან ლაპარაკობენ იმას რომ ეს ცოდვაა.

პასუხი კითხვაზე "რატომ?/უნდა იყოს პორნო" საშუალოდ რთულია. პორნო შეიძლება არის კიდევაც გზა სექსუალური თავისუფლებისაკენ, გზა სექს-შოფებისკენ, გზა ახალი "ორთაჭალის ტურფასაკენ". სად იყო Red Light District როცა ქართველებს ორთაჭალაში ყოველი მეორე სახლი კაცთა მომსახურების ცენტრად გვქონდა გადაქცეული... ეჰ კარგი დრო იყო...

ვერ უარყოფთ. პორნო ხომ თქვენი ყოველდღიურობაა. თქვენ მას ყველაფერში ეძებთ. ცდილობთ იპოვოთ. ეს ცუდი არ არის. უბრალოდ იმას ნიშნავს რომ თქვენ ადამიანი ხართ... არც ეს არის ძალიან ცუდი.

დაბოლოს... საფირმო უმსგავსო დასკვნა (როგორც უმსგავსო ბლოგს შეეფერება): მეგობრებო, მოდით ვაკეთოთ პორნო (შთაგონება: კატა ლეოპოლდის "მოდით მეოგბრულად ვიცხოვროთ")


სთენლი კუბრიკი: პორნო ეს თქვენი ნამდვილი "თქვენ" არის!

პოლ თომას ანდერსონი: "გინდათ გაიგოთ როგორია ადამიანი? გადააღებინეთ მას პორნო. უყურეთ. თქვენ ამ ადამიანს იცნობთ!


ელექტრონი. სპინი -1/2. ორბიტალი 4S. პოლარობა 1.03462354727400024

1 comment:

  1. svazich, kidev ertxel avgnishnav, rom sheni postebi yvelas jobia

    ReplyDelete