Wednesday, April 6, 2011

ტუალეტის ქაღალდი

ადამიანი ოდითგანვე ისწრაფოდა კოფორტისაკენ, ჯერ კიდევ ადრეულ ხანაში მობინადრე ავსტრალოპითეკი ცდილობდა მეტნაკლებად, მოწესრიგებულ და მოსახერხებელ გარემოში ცხოვრებას. 


ოდესმე თუ აღმოჩენილხართ ტუალეტში სადაც არ არის ქაღალდი (მოდით ე.წ. პახაბნობა გვერძე გადავდოთ და ამ არცთუ მადისაღმძვრელ თემაზე განვაგრძოთ საუბარი). ძალიან ცუდია როდესაც მოსაქმებამდე არ შეამოწმებთ ქაღალდის ყოფნა-არყოფნას და შემდგმ გიწევთ ეძებოთ გამოსავალი ამ გამოუვალი მდგომარეობიდან. ალბათ მიგიმართავთ შთაგონებისთვის და გამოსავალიც მალევე გიპოვიათ.

პირადი გამოცდილებიდან ალბათ ყველაზე უცნაური "გამოსავალი" მანგლისის ტყის "შხამიანი" სუროს ფოთლები იყო, რომელმაც მაგრად დამსუსხა. ბევრჯერ ყოფილა გაზეთი, მუყაო (უხეშია), თუ გახუხული ფურცელი.

მსმენია სხვათა ისტორიები ქვაზე და ხელზეც კი. დიახ ხელზე! აი ესე არ იყო ქაღალდი, მაგრამ იყო ხელი. რაღა დარჩენოდა? ბევრი იფიქრა თუ ცოტა... აღარ გავაგრძელებ.


ალბათ გაინტერესებს ამ მეტად ინტიმური ხელობის ისტორიაზე (წინა მაგალითის შემდეგ ნამდვილად შემიძლია ხელობა ვუწოდო). ამოწმენდა ხომ კაცობრიობისთვის მეტად საჭირო რამაა. იგი თავიდან გვაცილებს სუნს, ყროლს და უამრავი ფეკალური ბაქტერიების გავრცელებას, ასევე ფეკალ-შემხმარი უკანა ტანით მოძრაობას, გადაადგილებას, ხტუნვას თუ სექსუალურ კავშირს. ამ უკანასკნელში კი მისი ამაზრზენობა მეტედ ცხადი და შესამჩნევი ხდება.

სავარაუდოა რომ ადამიანი ოდითგანვე ცდილობდა რაიმე ხერხის მოძებნას, ალბათ იყო ფოთლები, ტოტები, იმწამს გამობანა (თუ მდინარის პირას იმყოფებოდა) და ა.შ. მაგრამ პირველი ცნობები რათქმაუნდა არაა პრეისტორიულ ადამიანზე, მაგრამ უკვე ანტიკური სამყაროდან იწყება: ძველ-ბერძნები ქვას და თიხის ნატეხებს იყენებდნენ გენიტალიების გამოსაწმენდად, ანტიკურ რომში ზღვის ღრუბელი და მარილიან წყალში ჩადებული ჯოხის ბოლოები გამოიყენებოდა. ახლო აღმოსავლეთში ამ საპატიო საქმეს მარცხენა ხელი ასრულებდა, რომელიც არაბულ ქვეყნებში უწმინდურად ითვლებოდა (როგორ გულით მეგონა, რომ მარჯვენა ხელი უფრო ცოდვილი იყო.) 

პირველი ოფიციალური ტუალეტის ქაღალდი, რომელიც სპეციალურად ადამიანის გენიტალიების ჰიგიენისთვის დამზადდა საფუძველს მეთოთხმეტე საუკუნის ჩინეთში იღებს, მისი დამზადების იდეა იმპერატორს დაებადა. 


დასავლეთ ამერიკაში გაზეთები და ამოხეული ფურცლები ასრულებდა ამ საქმიანობას. მაგიტომ აქვთ ამერიკელებს უხეში ტაკოები. პირველი ტვალეტის ქაღალდის შეკვრების წარმოება ნიუ იორკში ჯოსეფ გაიეტიმ დაიწყო 1857 წელს. ქაღალდი ალოეს ექსტრაქტს ატარებდა და ყველა "ფურცელს" გაიეტის სახელი ეწერა (დასკვნა: მას თავი არ უყვარდა და არ ეცოდებოდა). პირველი ტუალეტის ქაღალდის ხვია კი 1880 წელს "Albany Perforated Wrapping (A.P.W.) Paper Company" -მ გამოუშვა. 

ამის შემდეგ ის ჩვენი ცხოვრების შეუცვლელი, ერთგული თნამგზავრია, რომლის არ ქონა გულს გვტკენს, ხოლო მისი დანახვა კაფელის ფონზე გვამშვიდებს და გვეუბნება: ჰეი, მე აქ ვარ, ამჯერადაც ხელით არ მოგიწევს!

                                                                                                                 გუგა ნიუტონი (რომელმაც მიირთვა დღეს ვაშლებივით ხინკლები და ახლა ისე აწუხებს ნაწლავების ყურყუწი, რომ მადლიერი გამოიყენებს ამ საოცარ გამოგონებას.)


No comments:

Post a Comment