Wednesday, December 29, 2010

ისიც კი არ ვიცით, რომ არაფერი არ ვიცით - ანუ ვინ რა იცის...

      ადამიანი ღმერთის შეცდომა თუ თავად ღმერთია ადამიანთა შეცდომათაგანი                                                                                                                                                                                /ნიცშე/

        მე ვიცი რომ დედამიწა მრგვალია და მზის გარშემო ბრუნავს (ცხონებულმა ჯორდანო ბრუნომაც იცოდა. ის დაწვეს, მე არა), კიდევ ის ვიცი რომ ახლა ჩემ ოთახში ვზივარ და აი ამ "სისულელეს" ვწერ (კი, ისიც ვიცი რო მეტი საქმე არ მაქვს). ნეტავ რა იციან ან არ იციან სხვებმა? 
        ჩემმა ძაღლმა არ იცის სად უნდა მოჯვას. ბაჭიამ სულაც არ იცის რამდენია "ერთს რო ერთი მივუმატოთ..." და ორი ყურს იმიტომ სწევს, რომ უბრალოდ ორი ყური აქვს და არა 3 ან თუნდაც მეტი (მაგრამ აბა დებილ ქართველებს დებილი თაობის გასაზრდელად უკეთესი რა უნდა მოეგონათ). ჩემმა ქიმიის მასწავლებელმა პერიოდული სისტემის თითქმის ყველა ელემენტის ვალენტობა იცის. არავინ იცის დანამდვილებით როგორ გაჩნდა სამყარო (მე დიდი აფეთქება მგონია). იულიუს კეისარმა იცის რომ ბოლოს ბრუტუსმა დაარტყა. ზიგმუნდ ფროიდმა ის იცის რომ ყველა ადამიანური ფიქრი სექსს უკავშირდება. ქართველმა ქალმა არ იცის ის, რაც ზიგმუნდ ფროიდმა ყველა ადამიანურ ფიქრს დაუკავშირა. არც ქართველმა კაცმა არ იცის, მაგრამ "სამაგიეროდ"(საზიზღარი სიტყვა რომელის ცდილობს მარცხის კომპენსირებას (ხშირად) იდიოტური მიზეზებით) ის იცის თუ როგორ დალიოს, "ჩახეთქოს" (ეს სიტყვა ქართულ ლექსიკონში ჭამის სინონიმია) და იტრაბახოს. კომუნისტმა ქართველმა მამრმა ის იცის თუ რა ქვეყანა დაანგრიეს და რა კარგი იყო 37 მანეთად ტანიასთან გატარებული დრო, დიდი ჩრდილოელი მეგ(ზ)ობრ(ლ)ის დედაქალაქში. ღმერთმა იცის რომ რაღაც მაგრად აერია სამყაროს რო ქმნიდა. თანამედროვე ქართველმა გოგოებმა იციან როგორ გამოიყენონ "პირწიგნაკი" (Facebook) შეტენვის საშუალებად. შესაბამისად იციან ყველაზე ფარისეველი უაზრო კომენტარების დაწერა. თანამედროვე ქართველ გოგოებზე გამახსენდა, ჩემმა თანასკოლელებმა (მაგარი სიტყვაა თანასკოლელი) არ იციან სად არის ინდოეთი, ბერმუნდი სამკუთხედია თუ ქვეყანა (მოუკვდათ პითაგორა), არ იციან ვინ იყო "შერლოკ ჰოლმსი" და როდესაც შეეკითხები ბეიკერსტრითი რას გახსენებსო, გიპასუხებენ: მცხობელთა ქუჩასო.
მცხობელს ჭამა მოყვებაო (უთქვამთ) (ან არ უთქვამთ). ქართველებმა კი ჭამა მაგარი იციან და ხშირად მეტი არც არაფერი ადარდებთ. ჩვენმა პრეზიდენტმა იცის (ნუ გონია მაინც), რომ საქართველო ყველაზე პირველი (დიახ ყველაზე პირველი ქვეყანაა), ბათუმი ბარსელონაზე ლამაზია, შავი ზღვა კი ყველაზე ლურჯია (შავი კი ალბათ იმიტომ ქვია, რომ...რომ...). მოკლედ ბევრი რამე ვიცით, ბევრიც არ ვიცით, ბევრსაც არც კი უნდა რო იცოდნენ... მე ახლა ის ვიცი რომ ძალიან მშია და თუ ეს უაზრო ადამიანური სურვილი არ დავიკმაყოფილე აღარაფერი მეცოდინება ამ უკანასკნელის გამო.
                                                               
                                                     მუდამ თქვენი (მაგრამ რაღათქმაუნდა არავითარ შემთხვევაში მონა-მორჩილი) გუგა ნიუტონი (და ვაშლი აქაც არაფერ შუაშია...)

1 comment:

  1. ადგილი რამ გააჩინა (ნეტა) ?

    ReplyDelete