Wednesday, December 29, 2010

მე შენ და საქართველო ანუ ოდელია რანუნი (ნაწილი 1)

         ცოტა არ იყოს მუხლები ამტკივდა. არც კი ვიცი რაზე დავწერო, არადა იმხელა მუზა მაზის თავზე (ეგრეა კისერზე რომ დაისვავ, თავზეც აგაცოცდებაო- უთქვამთ მავანთ). მავანზე გამაზსენდა, დღეს ერთი ნამდვილად საოცარი ჯგუფის (ზურგი) "კონცერტზე" ვიყავი და მეტად ნასიამოვნები ვარ. კონცერტი ბრჭყალებში იმიტომ, რომ ჩვენ ბედკრულ საქართველოში კონცერტი თითქმის არასოდეს იმართება ხოლმე, ამიტომ "პადვლის" (ვიცი ქართულად სარდაფი რომ ქვია) მოღვაწეობით გააქვთ თავი ერთი-ორ კარგ ბენდს საქართველოში.

         დღეს ქუჩებში დავსეირნობდი, თბილისის ცივ, სუსხიან ჰაერს ვყლაპავდი და ჩემი ონავარი ფიქრებით ვიყავი დაკავებული, როდესაც რუსთაველის გამზირზე ჩავლისას "მათხოვარი", ვინმე (მავან) იუსუ ქრისტეს ავედრებდა ჩვენ თავს და დახმარებას ითხოვდა. არ ვიცი როდემდე ილოცებენ ქართველები იუსუზე რომელიც ალბათ იესოს ჩინური ვერსიაა და შესაბამისად 30 ვერცხლის მაგივრად, 30 იუანად იყიდება. მათხოვარი მათხოვრობდა, დედა ბავშვს ხელში არ იყვანდა (ძველ ქართული უაზრო "გამონათქვამი", აღნიშნავს არეულობას, ქაოსს), ხალხი ბჭობდა, ღმერთი ისევ იცინოდა (მე მოუკვდი მაგას), ქართველი ხალხი კი დეგრადირებას განაგრძობდა.
       დეგრადირებაზე გამახსენდა, ახლა ძალიან მეძინება და ცოტატთი თუ არ დავისვენე ჩემი ტვინიც დაიწყებს დეგრადირებას, ამიტომ ჯობია ავდგე, დავიძინო და აუცილებლად განვაგრძობ ამ საოცარი "პოსტის" წერას...

No comments:

Post a Comment