რუსთაველს ადრე გოლოვინკსის პროსპექტი ერქვა. თავისუფლების მოედანს ერევნის მოედანი. პრინციპში რა შუაშია (ან შვაშია)... მაგრამ თუ წინამდებარე ბლოგის ჩასახვის იდეა ამ ადგილზე შესაკრებმა მიზეზმა შექმნა? ცოტა გაუგებრად ვწერ. მოდი მივყარ-მოვყაროთ ნაცრისფერი, ავისმომასწავებელი ღრუბლები და ყველაფერი ნათლად და დაწყობილად დავალაგოთ, რათა თქვენც და ჩვენც კმაყოფილები დავრჩეთ. ჩვენ თქვენით, თქვენ კი ჩვენით, მთავრობით და ბაზარში ბადრიჯნის ფასით (თუმცაღა ამ უკანასკნელით დაკმაყოფილების პერსპექტივა არარეალურად მიმაჩნია)(და არც ბოლოს წინის...)(ვაგრძელებთ)...
საქართველო წლების განმავლობაში ჩაკეტილ სივრცეს წარმოადგენდა. ჩვენი საზოგადოება ბევრად ჩამორჩებოდა იმდროინდელ მსოფლიოს მიღწევებს... მავანი (ამ შემთხვევაში მე) იკითხავს (ვიკითხავ), თუ რატომ ვხმარობ წარსულ ფორმას. მეც დავიბნევი, ჩემს სულელურ საქციელს ჩავუკვირდები და ახლიდან შევუდგები წერას.
საქართველო წლებია ჩაკეტილ სივრცეს წარმოადგენს. ჩვენი საზოგადოება ბევრად ჩამორჩება მსოფიოს მიღწევებს.
რა თქმა უნდა თქვენ ხვდებით, რომ ტექნოლოგიურ მიღწევებზე არ მაქ ლაპარაკი (3-დ ტელევიზორები და გონიერი გამათბობელები ხომ ჩვენშიცაა). არა საქმე სულ სხვა სოციო-კულტურულ-პოლიტიკურ-გეოგრაფიულ-ფსიქოლოგიურ მიღწევებს ეხება. საქართველო ვერ ვითარდება, ამის მიზეზი კი თავისუფალი საქალაქო სივრცის უქონლობაა. თბილისი 726 კვადრატულ კილომეტრზეა გაშლილი. მაგრამ აქაც ამ სივცრეზე არ ვლაპარაკობთ. თბილისს კი იმისათვის რომ "სივრცე" გახდეს ერთი განზომილება აკლია - თავისუფლება. როცა ერთი კომპიუტერი მეორეს სატელეფონო ხაზით დაუკავშირდა, შეიქმნა ალტერნატიული თავისუფალი სივრცის პრეცენდენტი. და დადგა დღე, როცა ამ თავისუფალ სივცეს მოევლინა "მუხლი", ბლოგი, რომელიც ბიბლიაზე დაუფიცებლად ილაპარაკებს მხოლოდ !ტყვილს! და არაფერს !ტყვილის! გარდა. ჩვენ გმირულად ვიღებთ საქართველოს გადარჩენის პასუხისმგებლობას და ვაცხადებთ, რომ:
1) მუხლს მაშინ გაეღვიძება, როცა თქვენ წამწამებზე ძილის ფერიები ჩამოგაჯდებიან
2) მუხლი მაშინ იქნება ქუჩაში, როცა თქვენ "ემერელიო ძელას" მაღაზიასთან გაივლით
3) მუხლი თქვენს ავხორც ბოროტ ქართულ "მე"-ს შეებრძოლება და მანამ იქნება ბრძოლაში სანამ გუგა ნიუტონს, წმ. ნიკოლოზს და მე, ელექტრონს, ბოლო სისხლის წვეთი არ გადმოგვექცევა ჭურჭლიდან (სხეულის ბიბლიური ეპითეტი)
ელექტრონი! 1/2 სპინი, 3S ორბიტალი, პოლარიზაცია 0.0017
No comments:
Post a Comment