მოგესალმები მკითხველო! კომუნისტების დრო რომ ყოფილიყო აუცილებლად დავწერდი მოგესალმები "ტავარიშჩ". თუმცა სსრკ უკვე თითქმის 20 წელია აღარ არსებობს და არც მე ვარ ილია ჭავჭავაძე წარამარა რუსული სიტყვები რომ ჩავაკვეხო ჩემს ნაწერებში. როგორც მოგეხსენებათ უწმაწურ თემებზე (გამკიცხე ბოზო, დიაცო) ბარბარიზმების გამოყენებით(პოვოსკა, იამშჩიკი) და გამიზნულად დამახინჯებული სიტყვებით(კონკრეტული მაგალითი არ გამახსენდა სავარაუდოდ იმიტომ რომ ქართულ რომანტიზმს აბუჩად ვიგდებ და გამიზნულად არ ვსწავლობ ხოლმე) წერის უფლება მხოლოდ "ლიტერატურის კორიფეებს" აქვთ. ამ უსამართლობის კიდევ ერთი დასტური იყო ჩემი ვეტოდადებული საოლიმპიადო თემა კომენტარით "ცოტათი რომ დასერიოზულდები მეორე ტურში მერე გადაგიყვანთო". ვეტოს მიზეზი, როგორც ზოგ-ზოგიერთებმა უკვე იცით, იყო სიტყვა "ფეკალიები" და ე.წ. შავი ფურცლის ჩემ გემოზე გამოყენება...
სტოპ! დღეს ხომ სულ სხვა თემაზე მსურდა თქვენთან საუბარი. მოკლედ პირდაპირ სათქმელზე გადავალ.
დღეს საღამოს სახლში რომ დავბრუნდი ამ "პოსტის" დასაწერად უმალვე ლეპტოპს ვეძგერე. ბებიაჩემმა ოთახში თავი შემოყო და "бармалей! опять за компьютером"-ო მომაძახა. მეც დაუყოვნებლივ ვუპასუხე "мне на блоге статью писать"-მეთქი. "а что это?" გაისმა შეკითხვა. "ну в общем это интернет дневник, где мы будем высмеивать то что нам не нравиться в обществе" ავუხსენი. მე პირადად ზუსტად რომ საზოგადოების "ჩამყაყებული" ასპექტების დასაცინად ვაპირებ აქ მოღვაწეობას. "ცინიზმი გადაარჩენს საქართველოს!" © თოკო და თორნიკე. ხალხს (გვ)მსურს დავანახოთ რომ ზოგიერთი იმ ფასეულობათაგან რომლებსაც საზოგადოება ჭეშმარიტების იარლიყს ადებს ჭეშმარიტად მცდარია. თუმცა ჩემს პირველ "პოსტს"-ში თავს გასაკრიტიკებლების კრიტიკისგან შევიკავებ და მადლობას გადავუხდი არსებობისთვის. დასახმარებლად მოვუხმობ ბატონ დუგლას ადამსს სცენაზე :ტაშითშევეგებოთმას:
-ბატონო დუგლას, შეგვახსენეთ თუ შეიძლება თქვენი მოთხრობის ის ნაწილი რომლეშიც არტურ დენტი, ფორდ პრეფექტი, ტრილიანი და ზეიფოდ ბიბლბროქსი "კიდობანზე" მოხვდებიან.
-დიდი სიამოვნებით. "ერთი პლანეტაზე განვითარების გარკვეულისაფეხურის მიღწევის შემდეგ, საზოგადოებამ გააცნობიერა რომ ზოგი მისი წევრი რეგრესის მიზეზი იყო. ეს ხალხი შეკრიბეს ერთ დიდ კოსმოსურ ხომალდში შეტენეს და დააბოლეს რომ სხვა პლანზეტაზე გადასახლებას ლამობდნენ. მათი გემი პირველი უნდა ყოფილიყო საზოგადოების სხვა, უფრო მაღალი ფენები კი კიდძი დაედევნებოდნენ. ამ "კიდობანის" ბორტზე იყო ზოგი ისეთ უაზრო პროფესიის წარმომადგენელი როგორიც "ტელეფონი ყურმილის დეზინფექტორი" მოკლედ ერთი შეხედვით უაზრო და მართლაც რომ დეგრადატორი ხალხი. როგორც არტურმა შენიშნა ამ ხომალდის ბორტზე ისინი თავს მშვენივრად გრდზნობდნენ. ზეიფოდი მათი წარმომავლობით დაინტერესდა და შეიტყო კიდეც რომ ეს ხალხი ალფა ცენტავრას მახლობლად მდებარე მომცრო მზის სისტემის მერვე პლანეტიდან იყო. ყოველი შემთხვევისათვის ფორდმა ცნობარი გადაშალა დაღმოჩნდა რომ მათ დედა-პლანეტაზე სიცოცხლე განადგურდა ტელეფონის ყურმილით გადასული მომაკვდინებელი ინფექციიას გამო." ერთი სიტყვით დაბალ ფენას მაღალის გარეშე არსებობა ყოველთვის შეეძლო და აწიც შეეზლება მაგრამ აი პირიქით კი რა მოგახსენოთ...
(კაი მოშნად სახეშეცვლილი
"The Hitchhiker's Guide to the Galaxy"
(შინაარსი მართლა არ შემიცვლია))
ჩვენი საზოგადოება ვერ იარსებებდა იმ ფენის გარეშე რომლის მთავარი მისია საზოგადოებისვე დეგრადირებაა. წარმოიდგინეთ ისეთი სოციუმი რომლეშიც ყველა თანასწორია არავინ არავიზე მაღლა არ დგას და ყველას საერთო ფასეულობები აქვს. წარმოდგინეთ? ახლა წარმოიდგინეთ რომ ასეთ საზოგადოებაში გემოვნებაზეც პრინციპში არ დაობენ, ანუ ისეთი ტერმინები როგორიც "გოიმი" "ბანძი" "ბენძოყი" მოკლედ ყველას ის სიტყვა რომელიც ერთი ინდივიდის მიერ სხვა ინდივიდზე მიმაგრებული, ძირითადად ნეგატიური, სტერეოტიპს აღნიშნავს არ არსებობს/მნიშვნელობადაკარგულია. წარმოიდგინეთ? ახლა გაიხსენეთ 1922 წელი(ვინც ისტორიას არ სწავლობდით 1922 წელს ოფიციალურად ჩამოყალიბდა პოლიტიკური ერთეული რომლესაც საბჭოთა კავშირი ეწოდა) ლენინმაც მსგავსი საზოგადოების წარმოდგენა სცადა. ოღონდ მიხვდა რა რომ კაცობრიობის ერთიანად მაღალ დოენზე შეყენება შეუძლებელია, ერთიანად გაჟლიტა ინტელიგენცია. მოკლედ არსებობს იდეალური საზოგადოების შეკმნის სამი გზა(თუმცა არცერთი არ მუშაობს რატომღაც): 1. გავჟლიტოთ ჭკვიანები. შედეგი: მდაბიოთა მმართველობა. 2. გავჟლიტოტ მდაბიოები. შედეგი: აღარ დარჩა სამუშაო ძალა, რამდენიმე თაობის შემდეგ წავიდა შიდაქორწინებები და კაცობრიობა გადავრდომილდა და გაწყდა. 3. ვიქონიოთ იმედი რომ რაღაც გვეშველება... რისთვის დავწერე ეს ყოველივე მკითხავთ თქვენ. მე კი გიპასუხებთ რომ ეს იყო ჩემი პრიმიტიული მცდელობა მეჩვენებინა რომ "გოიმები" "ბანძები" და "ბენძოყები" ჩვენი განუყოფელი ნაწილია და მათ გარეშე წინსვლა არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს. მოვიყვან კიდევ ერთ მაგალითს. წარმოიდგინეთ რომ ზრდით შვილს. და ერთ დღესაც მოვიდა თქვენთან და იკითხ თუ რა არის კარგი. თქვენც არ დაიბენევით და პირს დააღებთ პასუხის გასაცემად თუმცა მერე გაგახსენდებათ რომ ცხოვრობთ ზღაპარ-ქალაქში სადაც ცნება "ბოროტება" არ არსებობს. ხელმეორედ შეუბრუნდებით შვილს და უპასუხებთ "ყველაფერი"(ნუ ან კობეშას მეთოდით განიხილავთ ყველა შესაძლო ვარიანტს) შემდეგ რეს კი თქვენ საყვარელ კატას უთავოს აღმოაჩენთ მას შემდეგ რაც თქვენს აწნათურაჩამტვრეული საპირფარეშოში შეხვალთ მოსაფსმელად და წყლის ჩარეცხვის უშედეგო მცდელობის შემდეგ უნიტაზის ბაჩოკს თავს ახდით.
კაცნო, ქალნო, მავანნო და ჯამაათნო! თავი დაუხარეთ მათ ვისაც თქვენზე "გოიმებად" "ბანძებად" და "ბენძოყებად" მიიჩნევთ(მართლა კიარა). რომ არა ისინი თქვენ უბრალოდ გაურკვეველი წარმომავლობის, ნაცრისფერი მასის ახალი ფორმაცვლილება იქნებოდით. და თანაც კაციშვილი არ დარჩებოდა თქვენი მაგარი ტიპობის შემფასებელი (თქვენ ხომ ყველაზე მაგარი ხართ).
ამ ყოველივეს დაწერაზე მიბიძგა ძალზედ საყვარელმა წყვილმა რომლიც ოდნოებისთვის იღებდა სურათებს ბარათაშვილის ხიდზე. ისეთი მხიარულები იყვნენ რომ ამ "პოსტს",ჭეშმარიტად გეუბნებით ძმანო(დანოც), მათ ვუძღვნი.
შემოვდგი ფეხი!
გფარავდეთ . . . ?!
წმ.ნიკოლოზი.
welcome... saocaria... kidev bevri dawere xolme.. :)))
ReplyDeletemsubuqi shesavali mindoda gameketebina anu ar gamemdzafrebina dzalian wm.nikolozi
ReplyDelete