Friday, December 31, 2010

ენდრორფინის სამყარო

თუ გსურთ ადამიანს რაიმე გააკეთებინოთ, პირობა დაადებინეთ, რომ ამას არასოდეს იზამს. /ტომ სოიერი (რომელიც სულაც არ ყოფილა ნამდვილი ადამიანი, მაგრამ... ვინ იცის...)/    (მარკ ტვენი) 
      ზიგმუნდ ფროიდი...(სახელი და გვარი მარტოც ბევრს ამბობს). ამ ადამიანმა დააფუძმა "სიღრმის" ფსიქოლოგია, ფსიქოანალიზი, პირველმა დაწერა ნაშრომები ადამიანის ქვეცნობიერის ასეთ დიდ მნიშვნელობაზე. ალბათ მისი გაგონებისას პირველ რიგში სამი რამ გახსენდებათ: სექსი, სიზმრები და ადამიანებში ნაპოვნი განდიდებული მამა.

                    "სექსის ეფექტი არის ჩახშობათა მათემატიკური ჯამის პროპორციული." 
  
  ეს კაცი ყველა ადამიანური ფიქრის, ქვეცნობიერის არსად სექსს თვლიდა და ალბათ არც ცდებოდა. ყველა ადამიანი (ქვეცნობიერად მაინც) მაქსიმალური სიამოვნებისაკენ ისწრაფვის. ეს ალბათ ისევ ჰორმონების დამსახურებაა, რომელთა მატება და კლება პირდაპირპროპორციულია სექსის მძლავრ სურვილთან. მამაკაცებში ტესტესტერონი, ქალებში ესტროგენი, შედეგი კი ორივეში ერთია ენდორფინი (ენდორფინი "სიამოვნების" ჰორმონია, სიტყვა შედგება ორი სიტყვისგან- endogenous და morphine. შინაარსი კი ისაა, რომ ეს ჰორმონი ადამიანის სხეულიდან გამოიყოფა და ძალიან გავს მორფს). ყველაფერი კი ამ ჰორმონს უკავშირდება, თუ ზიგმუნდ ფროიდს დავუჯერებთ. ჩვენ ენდორფინის სამყაროში ვცხოვრობთ, ამ შემთხვევაში მე თუ დამიჯერებთ (ასეთი მანიაკალურად მაგ იდეით შეპყრობილი არ ვარ რათქმაუნდა, უბრალოდ მიმაჩნია, რომ ყველაფერს თავისი ადგილი ქონდეს).



           "ჩვენზე დაკისრებული ლტოლვათა შეზღუდვები ნიშნავს მძიმე ფსიქიკურ ტვირთს."


    ახლა კი გეტყვით, რატომ დავწერე ყოველივე ზემოხსენებული. საქართველოში, ყვეყანაში სადაც იშვიათად თუ აქვთ სექსი (არა მარტო ქორწინებამდე), ყველა ლაპარაკობს მასზე (მხოლოდ ლაპარაკობს). საქართველოში ნამდვილად ღვიძავს იდეას : სექსიზმს, მის უფრო გამოღვიძებას კი ქართველი კაცი უწყობს ხელს. (სექსიზმი არის უპირატესობები და მოქმედებები, რომლებიც აშკარად ან შენიღბულად ახდენენ ქალთა და მამაკაცთა დისკრიმინაციას მათი სქესის ან გენდერის საფუძველზე.  მამაკაცთა ან ძირითადად ქალთა ანგარიშგაუწევლობა). სქესის მიხედვით დისკრიმინაცია კი შეიძლება რასიზმსაც გაუტოლოთ და როდესაც ერთი შეხედვით გენდერულ თანასწორობასა და თანაბარ უფლებებს ემყარება ჩვენი ქვეყანა, ქალები მაინც დაჩაგრულები არიან. ეს პირველ რიგში მამაკაცების ბრალია, მაგრამ ალბათ ქალებისიც, რადგან მათ რო მოინდომონ შეცვლიდნენ ამ ყველაფერს,მაგრამ... არის ერთი მაგრამ და ამ მაგრამს შიში ქვია. ამ შემთხვევაში ალბათ პროგრესულად მოაზროვნე მთავრობის არ უნდა ეშინოდეთ, მაგრამ უნდა ეშინოდეთ არაპროგრესულად (კომონისტური იდეოლოოგით აღზრდილი) მოაზროვნე ხალხის და ეკლესიის (კომუნიზმი აქ არაფერშუაშია).


    საქართველოში კაცი თავისუფალია, როცა მოესურვება "წავა" ქალებში დაიკმაყოფილებს თავის ჟინს და მოთხოვნილებებს, სახლში კი ნასიამოვნები დაბრუნდება. ბიოლოგიურად სექსისკენ (ვნებისკენ) სწრაფვა მდედრებში ბევრად უფრო მაღალია, მაგრამ ისინი ხომ ქართველი ქალები არიან და უნდა მოითმინონ და თავიანთი "ქალიშვილობა" (ბრჭყალებს აგიხსნით მალე) თავიანთ მომავალ ბენძოყ, მოღალატე, არაჰუმანურ ქმარს უნდა შეუნახონ. შენახვა რაღაა და რათქმაუნდა მერეც ქმრის გარდა სხვასთან, როგორ დაწვებიან ქმრის შიშით. ქმარი კი თავისმხრივ კიდევ ბევრთან დაწვება და ხან მამაკაცურ "სისუსტეს", ხანაც უბრალოდ მომენტისგან გამოწვეულ მოუთმენლობას (რაღათქმაუნდა ისევ მამაკაცურს) დააბრალებს თავის დანაშაულს (დიახ დანაშაულს). ქართველ კაცს არ ესმის, რომ ის სისუსტე ქალს უფრო ძლიერად აწუხებს, მაგრამ ითმენს, იმიტომ რომ ვიღაც უაზრო იდეოლოგიის ადამიანს გაყვა ცოლად. აი ეს კი რაღადაგიმალოთ და ნერვებს მიშლის, ქართველი კაცის ასეთი უპატივცემულობა ქალის, ხშირად კი თავისი ცოლის გრძნობების მიმართ. ქართველი კაცი კი მისი ცოლის პატიოსნების სურვილზე მეტად, ასეთი ქმედების ასახსნელად იმას იმიზეზებს, რომ არ უნდა ვიღაც კაცმა, რომ ხელი გამოიშვიროს მე ამ ქალთან ვიწექიო (ესეც ქართული დამოკიდებულებაა). აი ცოლმა კი უნდა აიტანოს ვიღაც ვიგინდარა, ქუჩის კახპა, რომ იტყვის მის ქმარზე იმავეს. 
             
                             სექსუალური არათანასწორება სოციალურ არათანასწორებაზე უარესია.
                                                                                   /არკადი დავიდოვი/


    ეს იდიოტური "თავშეკავებულობაა", რომ უამრავი პრობლემები აქვთ ქართველ ქალებს და ეს ჩემი მოგონილი არ არის. შეგიძლიათ მარტივად ნახოთ თუნდაც "wikipedia"-ზე რას იწვევს მოზღვავებული ჰორმონების ორგანიზმში ჩაკვლა, და ვნების გამოუხატველობა. ეს პრობლემები კი ძალიან ხშირად მომავალ თაობაში, მათ შვილებში იჩენს ხოლმე თავს.


   ქართველ ქალს რამე უნდა ეღონა (ეს ჯერ კიდევ 80-იანებში) და გადაწყვიტა "ქალიშვილობა" (რომელშიც მხოლოდ და მხოლოდ აპკის შენახვა იგულისხმება) შეენარჩუნებინა, მაგრამ სხვა ყველაფერი გაეკეთებინა, მისი მომავალი ქმარი, რომ ვერ მიმხვდარიყო ვერაფერს. შესაბამისად ოთხმოციანების ქართველმა მდედრმა (ძირითადად) სტუდენტებმა (ეს მხოლოდ ოთხმოციანებში არ იყო და ახლაც ძალიან ხშირია) "სახელის გატეხვას" ბუასილი ამჯობინეს, თავისი ორთვიანი "იქნებ-ტრაკი-ჩამიცხრეს" კურსებით პროქტოლოგთან. ჰორმონებს ხარჯავდნენ მიუხედავად იმისა, რომ სიამოვნების პიკს ვერ აღწევდნენ "გემრიელს" ჩანაცვლებული ორალური თუ ანალური სექსით. ჩემი აზრით ამ ყველაფერს ბოლომდე სიამოვნება და სრულყოფილი სექსი ჯობდა, მაგრამ ქართველი ქალს, ქართველი კაცის გვერძე უწევდა ცხოვრება.


   დღეს მედიცინა განვითარდა (კიდევ კარგი). მდედრებს შეუძლიათ ქორწილამდე ძალიან მარტივი სადღაც 200-300 ლარიანი ოპერაცია (აპკის აღდგენა) გაიკეთონ და დამშვიდებული სინდისით შეხვდნენ ქმარს პირველ ღამეს. ეს არ უნდა ხდებოდეს! მაგრამ ეგ რა არის... ახლაც კი ერიდებათ, ეშინიათ თუ რცხვენიათ ქართველ გოგოებს ამის გაკეთება. ზუსტად იმიტომ, რომ კაცებმა მოახდინეს თავიანთი უაზრო ზეწოლით მათი ფსიქიკის დეგრედირება. ზოგნი გაბედულებიც კი არიან და ამ ოპერაციის გარეშე და ყოველივე ასეთი მარაზმის გარეშე თავიანთ თავისუფლებას ირჩევენ, იმიტომ რომ უყვართ თავისუფლება. ზოგიც თვითონვე ბოლომდე ცდილობს სურვილის ჩაკვლას, რადგან მისი ფსიქიკა ბოლომდეა მიწასთან გასწორებული. 
  
   ქართველებს არ ესმით, რომ სიყვარული შეიძლება სულაც არ მოვიდეს ერთხელ ადამიანის ცხოვრებაში. არ ესმით ის, რომ სექსი სიყვარულის გამოხატულებაა, ყველაზე ტკბილი წამი. არ ესმით რომ ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს და მორჩეს ფულის ყრა სექსში. სიყვარული ქართველებმა მოიგონეს სექსში ფული რო არ გადაეხადათო (უთქვამთ), მაგრამ მსგავსი არაფერი ხდება და საქართველოში სექსს და სიყვარულს ასეთი კავშირიც კი არ აქვთ. სექსი ქორწინებასთან უფრო იგივდება (მართლა სასაცილოა). ამ ყველაფერზე კი ნამდვილად ღირს დავფიქრდეთ.


  პორნოსაიტებზე მინდოდა რაღაცის დაწერა, მაგრამ მაგაზე თქვენ თვითონ იფიქრეთ. არ ვიცი შეიძლება (იმედი მაქვს (მართლა რა საშინელი რამაა იმედი)), რომ შეიცვლება ეს ყველაფერი. გაქრება სექსიზმი და გენდერული თანასწორობა მხოლოდ პირობითი არ იქნება. ამ იმედს ჩემი და არამარტო ჩემი სურვილიც ემატება და იქნება რამე გამოგვივიდეს. ბოლოს და ბოლოს ერთხელ ვცხოვრობთ და მოდი ეს ერთი მაინც ვიცხოვროთ ისე როგორც გვინდა და გაგვიხარდება (სხვის (დეგრადირებულების) სურვილს და გახარებას კი არ მივაქციოთ ყურადღება). 
    
        Gravitation is not responsible for people falling in love./ალბერტ აინშტაინი/


     მუდამ თქვენი (მაგრამ არავითარ შემთხვევაში მონა მორჩილი) გუგა ნიუტონი.


P.S ალბათ ამ პოსტს ბევრი რომ წაიკითხავს სიმართლეს იპოვის, მაგრამ ხმას არ ამოიღებს, ზოგიც ამ სოციუმში ისეა შეზრდილი პროტესტს გამოთქვამს, მაგრამ თავისუფალი, სამართლიანი აზრი უნდა იყოს ქვეყანაში და ნურავინ მომკითხავთ ნურაფერს. ამ პოსტის კითხვისას კი თუ რაიმე საწინააღმდეგო გაგიჩნდად ჩემ მიმართ თქვენ ან სექსიზნის მსხვერპლი ხართ, ან თვითონ ხართ სექსისტი...
                                          დაფიქრდი სანამ ფიქრს დაიწყებდე...
                                                      Think Again...

No comments:

Post a Comment