ალბათ ყველას გიფიქრიათ თუ რამდენ ურთიერთ-საწინააღმდეგო ფაქტს ეფუძნება ესა თუ ის რელიგია... ადამიანისთვის ხანდახან მეტად ძნელი გასაგები ხდება რატომ უნდა გააკეთოს ესა თუ ის ფსევდო-რელიგიური მოქმედება, რადგან თვითონ რელიგია შეიძლება მეორესმხრივ საწინააღმდეგოს ამტკიცებდეს;.
ეს ყველაფერი www.orthodoxy.ge - ზე ვიხილე და მივხვდი, რომ მართმადიდებელი, მორწმუნე რომ ვყოფილიყავდი ძალიან დამაბნევდა ეს ყველაფერი. (ჯერ ყველანაირი ფილოსოფიის გარეჩე მივუდგეთ): "ყველაფერი ღვთის ნებაა, თუნდაც ეს ჩვენ არ გვესმოდეს, მაგრამ ადამიანს ყოველთვის არ უნდა რეალობის მიღება."
ეს ფრაზა იმ გვერდიდანაა, რომელიც ლოცვის სიძლიერის შესახებაა. მოდით ყოვლად უკონტექსტოდ და უაზრო სუბიექტურობით დაწერილ თუ ნათქვამ სიტყვა "რეალობას" თავი გავანებოთ და იმაზე დავფიქრდეთ, რომ ყველაფერი ღვთის ნებაა! თუ ყველაფერი ღვთის ნებაა, ღმერთი კი აბსოლუტური გონია, გამომდინარეობს, რომ ღმერთმა არ უნდა იცვალოს თავისი შეხედულება ყოველ წუთს ( ანუ როგორც ძველი ბიჭი იტყოდა: არ უნდა იხტუნაოს სიტყვებზე). რადგან ეს ასეა მას უკვე ყველაფერი დაგეგმილი აქვს თავისი ნების მიხედვით და შესაბამისად, გამომდინარე იქიდან, რომ მან ყველაფერი იცის (წინასწარ), არაფერი არ შეიცვლება, ანუ ვერავინ ვერ გადაუხვევს იმ გზიდან, რომელიც "ღმერთმა" თავის გონებით გაიყვანა და რომელიც სულაც არ მიდის რომისკენ. ამ დროს მე რომ მორწმუნე ვყოფილიყავი გამიჩნდებოდა კითხვა: მაშინ რაღა აზრი აქვს ჩემს ლოცვას? ან რატომ მომიწოდებს რელიგია და ჩემი "ღმერთი" ლოცვისკენ? - ანუ ჩემ ღმერთს ისედაც ყველაფერი გათვლილი აქვს და მე ვერ გადავუხვევ მის "ნაბრძანებს".
აქ ყველაფერი ლოგიკურია, და ძალიან მაინტერესებს რა აზრი აქვს ლოცვას... და თუ ვინმე ქრისტიანი წაიკითხავთ ამ პოსტს, გთხოვთ არ დაიზაროთ და თქვენი შეხედულება დაწერეთ ლოცვის ფენომენის შესახებ. იქნებ თქვენი არგუმენტაციით დამანახოთ, რომ მართლაც არის რაღაც ლოცვაში.
ახლა უბრალო ადამიანურ მაგალითს მოვიყვან. თუკი სადმე რელიგიაზე გვისაუბრია, მორწმუნეების ყველაზე ძლიერი არგუმენტი "სასწაული" ყოფილა. იმას ხაზს არ გავუსვამ, რომ სასწაულის (რაც კი ჯერჯერობით მომხდარა) ახსნა, ყოველთვის ყოფილა მეცნიერული მიდგომით შესაძლებელი. უბრალოდ მაინტერესებს თუ რატომ იყენებენ "მორწმუნენი" არგუმენტად იმას რომ... მაგალითს დავწერ: ბევრს უხსენებია სოდომი და გომორი, და კეთილი ღმერთის სასწაული თუ როგორ დასაჯა ადამიანები, რომლებიც მრუშობდნენ. (იმაზე არაფერს ვამბობ, რომ ეს ყველაფერი ღმერთის ნება იყო და ღმერთმა ამრუშა ისინი, რათა მერე დაესაჯა და გამოევლინა "სუწინიორის" გაშმაგებული სადიზმი თავისი მეძავებს მიმართ, მოკლედ ვთქვათ ესე ინება კეთილმა ღმერთმა). არსებობს მტკიცება, რომ სოდომი და გომორის "ტრაგედია" მიწისძვრა იყო, აი მორწმუნეთა აზრი: მერე ეს მიწისძვრა ვინ მოახდინა? ეს ღმერთლა მოახდინა რათა ცოდვილი ხალხი (თუ მის ნებას დავუბრუნდებით, თავისი შეცდენილი ხალხი) დაესაჯა. ამ ლოგიკით ნებისმიერი მიწისძვრა ღვთის ნებაა. მაშინ რას ერჩის "კეთილი" ღმერთი ამდენ უდანაშაულო ადამიანს? ან თუ სოდომ-გომორის მაგალითს დავუბრუნდებით, რატომ ხდება მიწისძვრა ჰაიტში, სადაც ალბათ სულ 2 "პიდერასტია" და მოსახლეობის 70-მა პროცენტმა არ იცის სექსი რა არის, და რატომ არ ხდება იგივე ამსტერდამში, სადაც 70-მა პროცენტმა არამარტო სექსის რაობა იცის, არამედ "პიდარასტია". (ივნისის დასაწყისში მექნება ბედნიერება ვიხილო ეს ქალაქი) ალბათ ღმერთი ჩემ ჩასვლას ელოდება და მიწისძვრა მერე იქნება. საწყალი ამსტერდამის ხიდები და წისქვილები.
ბევრი ბევრი და კიდევ უფრო ბევრია დასაწერი ამ ყველაფერზე და გთხოვთ, რადგან გულწრფელად მაინტერესებს ყველას აზრი კომენტარებში დაწერეთ თუ რამეს ფიქრობთ.
ახლა კი წავედი უნდა შევცოდო, შეყვარებული მირეკავს:)
გუგა ნიუტონი (ვაშლის... რაღაც უნდა დამეწერა და ამ დროს დედაჩემმა კარი შემოაღო, ვაშლი მოგიტანო გინდაო??? სასწაულია რა!)
ღვთის გმობაა და მეტი არაფერი. ღმერთმა შეგინდოთ შვილებო და იმათაც შეუნდოს ღმერთმა ვის საპროვოკაციოდაც იყო შექმნილი ეს საიტი, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ თუ რამდენი ჩააგდეთ ცოდვაში ამ თქვენი ბლოგით. მისი მთავარი მიზანიც ხომ ეს იყო და მე არ დავიწყებ თქვენს შეურაცყოფას, უბრალოდ უფალს შევთხოვ რომ შეგინდოთ ეს ყველაფერი, რადგან მხოლოდ და მხოლოდ თქვენი უგუნურებითაა ეს ყველაფერი გამოწვეული
ReplyDeleteიმის მტკიცება რომ ღმერთმა ყველაფერი იცის არაა მართალი, მართალია ის არის აბსოლიტური გონი, მაგრამ ჯერ კიდევ ადამის დროიდან მან ადამს მისცა თავისუფალი არჩევანი მან არ იცოდა რას მოიმოქმედებდა ადამი, ადამიანი იყო ერთადერთი არსება რომელსაც ღმერთმა მისცა თავისუფალი არჩევნის უფლება, (ამაში მისი ეგოიზმიც შეიძლება დავინახოთ) და დაკარგა ყოვლისშემძლეობა, თუმცაღა ის ყველანაირად ცდილობს დაანახოს ადამიანს თავისი არსებობა და ამისი წყალობით მაინც უბიძგოს ადამიანს კეთილისაკენ ტუკი ეს ადამიანი მის გარეშე მაინც არ მიისწრაფვის მისკენ. სწორედ მანდ ცდები ჩემო მეგობარო და მეც ჩემს მოვალეობად ჩავთვალე რომ როგორღაც მომექციე შენ უფლის გზაზე.
ReplyDeleteგეტყვი, რომ ვერ შეძელი ჩემი მოქცევა. და ვერც შეძლებ ისეთი არგუმენტებით და მტკიცებით რომელსაც მე-5 კლასელი ბავშვიც არ მოუსმენს და სისულელედ მიიჩნევს! რომელ ადამზე და ევაზე ლაპარაკობ? თუ შენ მათ არსებობას უშვებ ისიც უნდა დაუშვა, რომ კაცობრიობა მათგან წამოვიდა ანუ მათი შვილები არც მეტი არ ნაკლები ოჯახური სექსით ანუ ინცესტით იყვნენ დაკავებული (ღმერთმა ეს ყველაფერი ეგრე ინება (უბრალოდ არ დატოვა სხვა გზა)) და ჩვენ სისხლის აღრევის შედეგები ვართ! მართმადიდებლური რელიგიის მიხედვით კი სისხლის აღრევა (მითუმეტეს დასთან, ძმასთან) დიდი ცოდვაა!!! ველოდები შენ აზრს ამ ყოველივეზე!
ReplyDeleteთავისუფალი არჩევანი კი ისევ თავისი ნებაა! მან ყველაფერი იცის! - (ამას თქვენივე რელიგია ამბობს) ანუ მან ის თავისუფალი ნებაც გათვალა!
ReplyDeleteერთი რამ გეშლება. მაშინ არ არსებობდა მართმადიდებლური რელიგია და არც ეგ კანონები არსებობდა და ეს კანონები მხოლოდ ქრისტეს შემდეგ შემოვიდა და ამას გარდა ჩვენ ვერ ვუარყობთ რამდენიმე სასწაულს რომელსაც ჩვენ ჩვენს ყოველდღიურობაში ვხედავთ. ნამდვილად არ დავაბრალებ ტოკიოს კატასტროფას უფალს, მაგრამ თუნდაც მირონმდინარე ხატები რომელსაც ვერანაირი ფიზიკური კონდენსაცია ვერ ახსნის და ვერც საკმევლის და სანთლის შერევა შეძლებს რადგან მირონს სულ სხვა სტრუქტურა აქვს, ვერცერთი მეცნიერი ვერ ხსნის მაგ ფაქტს, რაც აშკარად მიგვანიშნებს ღვთის არსებობაზე და შენი ძახილისნიშნებით ლაპარაკი მხოლოდ იმაზე მეტყველებს რომ არცთუისე დარწმუნებული ხარ იმაში რაშიც ლაპარაკობ.
ReplyDeleteდა არც არსებობს ამის მტკიცება ანუ (მირონდენის) და თუ მანახებ დავფიქრდები. არც მეცნიერი მინახავს, რომელსაც მაგაზე რაიმე დაუწერია. (და ეგ არაფერს მეტყველებს) მირონ-წამოსულ ხატებზე ყველა ლაპარაკობს, მაგრამ არავის უნახავს. და დაფიქრდი რა პრიმიტიულია თუ ეგრე აზროვნებ, ანუ მაგით ამტკიცებ ღმერთის არსებობას! მირონის სტრუქტურა კი არ ვიცი სამწუხაროდ (მაგრამ სასაცილოა აუხსნელად რომ მიიჩნევ). წესებზე რაც დაწერე ანუ ადამიანების შედგენილი ეგ ყველა დოგმა და არაფერი საერთო აქვს ღმერთთან! (შენივე ნათქვამი) ანუ ღმერთი გვაპატიებს დედმამიშვილთან ინტიმურ კავშირს, რადგან ადამ და ევას მოგვიანებით კი ნოეს ოჯახის შემთხვევაში დაუშვა და ამას მხოლოდ რელიგია კრძალავს
ReplyDeleteსაქმეც მაგაშია რომ მტკიცებულებაც არსებობს და მიუხედავად იმისა რომ არ ვიცი მისი ზუსტი სტრუქტურა, ვიცი ის რომ ის არის ესტერი, რომლის მიღებაც პარაფინისგან შეუძლებელია. სიმართლე გითხრა არც მე ვარ ქრისტიანი თუმცაღა მწამს ღვთის არსებობის და ვთვლი რომ ყველა დღევანდელი რელიგია საბოლოოდ მაინც ერთ ღმერთს ადიდებს - შემოქმედს და შესაბამისად სასწაულებიც არამხოლოდ ქრისტიანულ რელიგიაში არამედ სხვა მრავალშიც გვხვდება, თუნდაც ბუდიზმში, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მარტივი ამ რელიგიით უფლისადმი მიდევნებაა ადვილი და სწორედ მაგიტომ ქრისტიანობას ვემხრობი, თუმცაღა ჩემთვის არ აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა და რაც შეეხება ინცესტებს ეს იყო ის შემთხვევა როდესაც სხვანაირად ღვთის ხატი ვერ გადარჩებოდა და მე ერთხელ უკვე ვახსენე მისი ეგო.
ReplyDeleteკარგი (მოდი ამით დავასრულოთ) რა სასიამოვნოა, რომ ღვთის ხატის გადასარჩენად "ყოვლისშემძლე ღმერთმა" ვერ მოიფიქრა ინცესტის (რომელსაც თვითონვე გრძალავს საბოლოოდ) გადრა სხვა გზა! ----- რადგან შენ ამას ამტკიცებ არ შეგედავები, დაფიქრდი და მიხვდები რა მაგარი ვინეა ღმერთუკა! (მე კი დარწმუნებული ვარ რომ შესაძლებელია მირონის სტრუქტურის დადგენა და იმისი თუ რა ნივთიერებაა) და ხატიდან წამოსული მე არ მინახავს! (ამიტომ თუ მანახებ მერე დავილაპარაკოთ!) ისე ინცესტზე მომეცონა შენი აზრი, მადლობ! ნახვამდის!
ReplyDeleteუი და ცოდნით რომ ამაყობ - პარაფინისგან ესტერი მიიღება!!! - ეს ძახილისნიშნები არაა საფუძველს მოკლებული.
ReplyDeleteნახვამდის. თუმცა ეგ საქციელი არც ზრდილობის მიხედვითაა გამართლებული და იმაზეც მეტყველებს რომ არგუმენტები გელევა. და ათასწლეულების შემდეგ რაც კაცი შექმნა არამგონია რომ მას ახლიდან შეექმნა ადამიანი რომ ბიძაშვილებს ერთმანეთთან სექსი არ ქონოდათ. მომიტევეთ რომ ლოგიკური ჯაჭვი მაკლია. და კიდევ ერთი ის რომ შენ არ გინახავს ნამდვილად არაა ძლიერი არგუმენტი და შენთან ნამდვილად ვერ მოვალ მირონმდინარე ხატით, თუმცა თუ სიიტყვაზე მენდობი მე ის მინახავს.
ReplyDeleteკი ბატონო მიიღება, თუმცა რათა პარაფინისგან ესტერი მივიღოთ 5-6 გარდაქმნა მაინცაა საჭირო, თანაც შესაბამისი პირობებიც საჭიროა.
ReplyDeleteსიტყვაზე კი მაგრამ ალბათ შენს თვალებს არ ვენდობი! (ისე არგუმენტათ არ მომიყვანია შეგიძლია შეხედო! მე დავწერე, რომ თუ მანახებ, ან თუ ვნახავ მერე ვილაპარაკოთ მეთქი) და იმდენს უნდა ხვდებოდე, რომ ეს არგუმენტი არაა. და არაფრის მტკიცება,
ReplyDeleteდა რა არის შენი არგუმენტი მაშინ მირონმდინარე ხატების წინააღმდეგ?
ReplyDeleteშენ ჯერ თქვი ვერ მიიღებაო ახლა 5-6 გარდაქმნაზე ლაპარაკობ. ვერ გავიგე. და არგუმენტები თუ გინდა წაიკითხე Richard Dawkins- God Delusion! ეგ წიგნი სავსეა არგუმენტებით და მეც თითქმის ზეპირად ვიცი, უბრალოდ არ მინდა შენთან დრო დავკარგო, მაპატიე.
ReplyDeleteეგეთი რამე არ მინახავს! ანუ შენი არგუმენტი არის მფრინავ მარტორქაზე რამე? მე თუ მგონია არსებობს არსებობს? შენ ხომ სასაცილოდ მიიჩნევ, იგივეა მირონზე. მეცნიერული კვლევა კი არ მინახავს, და თუ სადმე გაქვს მანახე. ანუ მომე ლინკი გავეცნობი, მაგრამ მგონია ამას სერიოზულად არავინ აღიქვავს. (და მირონწამოსვლა (თუ რაცაა) ჰალუცინაციებში გერევა(თ))
ReplyDeleteდა ის უფრო დამაჯერებელია შენი აზრით რომ ათასობით ადამიანს ჰალუციანაციები აქვს, ვიდრე ის რომ შენ ცდები? გეშლება ეგ და მე არგუმენტად ის მომყავს რომ ფიზიკა და ქიმია ვერ ხსნის მაგ ამბავს და ფაქტიც დამოწმებულია რომ ამდაგვარი ხატები არსებობს. თუ ჩემი არ გჯერა სხვებს კითხე.
ReplyDeleteკარგი ადრე თუ გვიან მაგასაც გამოვიკვლევ (ჩემით). და ისე ფიზიკა და ქიმია და მეცნიერება მართლა ხსნის ჰალუცინაციებს (თუნდაც 10000-ისას) (თუნდაც ერთად ნანახს). Through the warmhole-ის ერთერთ სერიაშია ზედაპირული მიმოხილვა და იქიდან შეგიძლია მეცნიერების სახელები გაიგო და მთელი კვლევა წაიკითხო. ძალიან საინტერესოა. შენ კი ის მითხარი რომელმა ფიზიკოს ქიმიკოსმა ცადა მირონის ახსნა და ვერ ახსნა. (წყარო მინდა) ანუ სადაც კვლევის მიმოხილვაა. ან მთლიანი კვლევა მაგ საკითხზე. გელოდები.
ReplyDeleteმე იმას გეუბნები რომ გამოიკვლიეს მირონის სტრუქტურა, მე ეს წაკითხული მაქვს და ვერ მიხვდნენ თუ როგორ მიიღებოდა ის ნივთიერება რომლისანაც შედგება მირონი. ამჟამად წყარო არ გამაჩნია მაგრამ თუკი სურვილი გაქვს შემიძლია მოვიძიო და მოგაწოდო წყარო სადაც შეიტყობ ამის შესახებ და კიდევ შეგიძლია დაწვრილებით მომიყვე იმ მოვლენის შესახებ (10000-ის ჰალუცინაცია ერთად და არაერთხელ) და ამასთანავე შეგიძლია ისიც ამიხსნა თუ როგორ მოახერხეს სტრუქტურული ანალიზი გაეკეთებინათ ნივთიერებისთვის რომელიც მოეჩვენათ.
ReplyDelete10000-ზე მირონი არაფერშუაშია (ჯგუფური ჰალუცინაციაა ახსნილი) . მირონს ხარშავენ ყოველ 40 წელიწადში სვეტიცხოველში და სტრუქტურის თუ ქიმიური შემადგენლობის გაგება არაა შეუძლებელი. დამატებით: მიიღება პარაფინისგან. ანუ არაფერია წარმოუდგენელი და წყაროებს ველოდბი.
ReplyDeleteროდესაც შევძლებ მოგაწვდი და სტრუქტურა ხატიდან მომავალი მირონის გაიგეს და არა სვეტიცხოველში მოხარშულიდან რათა დაედგინათ ის სანთლის აორთქლებული და შემდეგ კონდენსირებული სახე ხომ არ იყო და როგორც გითხარი მიღება მხოლოდ დიდი ძალისხმევით შეიძლება.
ReplyDeleteკვლევის ან კვლევის მიმოხილვის წყარო გთხოვ.
ReplyDeleteერთხელ გითხარი რომ წაკითხული მაქვს წიგნში და ესე უცბად წყაროს მოპოვება ძალიან გამიჭირდება, ასე რომ როცა შევძლებ მოგაწვდი.
ReplyDeleteThis comment has been removed by the author.
ReplyDeleteგმადლობ, გელოდები
ReplyDelete