ოდესმე გაგჩენიათ სურვილი გენახათ ფილმი ტუალეტში? (ის დიდი, თეთრი და ა.შ ოთახი ტუალეტია და არა სამოთხე-ჯოჯოხეთის გამანაწილებელი პუნქტი)
ტრადიციის მიხედვით, ნამდვილი ქართული ოჯახის ტუალეტი/საპირფარეშო/საჭიროოთახი ყოველთვის სავსე იყო ათასგვარი წიგნით. დაწყებული ფიოდორ დოსტოევსკის „დანაშაული და სასჯელით“, დამთავრებული პირველი და უკანასკნელი საბჭოური კომიქსით - „მიშკა მიდის ტყეში“. სამწუხაროდ ვერც ერთს და ვერც მეორეს რიგიანად ვერ წაიკითხავდით, რადგანაც შუა კითხვის დროს აღმოაჩენდით, რომ ოცდამესამე-ოცდამეოთხე გვერდი აკლია. გადაწყვეტდით ეს ოცდამესამე გვერდი თქვენი ფანტაზიით შეგევსოთ. ავსებდით (ცუდად, მაგრამ მაინც), აგრძელებდით კითხვას.. მაგრამ! აი აქ კი განგება მეორე სიმუხთლეს გიმზადებდათ. ოცდამეთხუთმეტე-ოცდამეთექვსმეტე და ოცდამეჩვიდმეტე-ოცდამეთვრამეტე გვერდები აკლია. აქ კი მთელ ჟინს კარგავთ. წიგნს ისევ თავის ადგილას დებთ და ფიქრობთ რისი ბრალია დღევანდელი კუჭაშლილობა... როცა საქმეს ითავებთ და ტუალეტის ქაღალდს უშედეგოდ ეძებთ, ხვდებით რატომ აკლდა გვერდები მაინ რიდის „უთავო მხედარს“...
ნუ რა ვქნათ... რაც იყო იყო... წარსულს ვეღარ დავაბრუნებთ. შესაბამისად რაღაც ახალზე უნდა ვიფიქროთ... დაი აი აქ ვჩნდები მე, ჩემი საოცარი იდეით!
ბუნებრივია, როცა ჩნდება მოთხოვნა ტუალეტში სანახავ ფილმებზე, საჭიროა ამ ფილმების დახარისხება, ჩამოწერა, ანბანისა და იმის მიხედვით დალაგება, თუ რამდენად გიჭირთ. (დიდზე ხართ, პატარაზე, ბუასილი გჭირთ, თუ მხოლოდ იმიტომ შედიხართ, რომ მენსტურაცია გაქვთ). ამ შრომატევად სამუშაოს ვინ იტვირტავდა საკუთარ თავზე თუ არა მე! ელექტრონ სვაზიჩ იგუანა!
პირველი კატეგორია რითიც ფილმები დავახარისხე იყო კატეგორია „დედიკო დიდი მინდა..“
1. Saving Private Ryan - თუ ამ ფილმის ნახვას გადაწყვეტთ, დარწმუნებული იყავით, რომ მინიმუმ ორი ტუალეტის ქაღალდის რულონი გეგულებათ საპირფარეშოში, რადგანაც პირველი ცრემლებზე წავა და ტრაკსაც ხომ უნდა გამოწმენდა.
3. Lethal Weapon 2 - ამ ფილმთან ერთად ისიც კი დაგავიწყდებათ, როგორ მტკივნეულია შეკრული ფეკალიების ვიწრო ანუსიდან გამოდინების პროცესი.
5. Austin Powers - მაიკ მაიერსის უზომოდ ბენგალიური-ბრიტანული-ვითომ-ამერიკული ინგლისური თქვენი ტანჯული სახეს, პრო-ღიმილის ნიშნებს შესძენს.
კატეგორია „დედიკო დიდი მინდა..“ ამ ხუთი ფილმით დავასრულე. მომავალში გელით ფილმები კატეგორიებში: „შევირბენ და გამოვირბენ“, „ასეთია სიწმინდის ფასი K“, „ნეტა მშობლებმა თუ იციან, რომ უკვე დამეწყო...“ და ა.შ.
ელექტრონი. სპინი 1/2. ორბიტალი 3f. პოლარობა 0.2616121975
No comments:
Post a Comment