რუბრიკა ტელევიზორი: დღეს გავიგე, რომ არსებობს სახელი გრავიტონი, მე კიდე "ჩემი ვაი-თეორიებით" მის არარსებობას ვამტკიცებ. უიიი :) :D :D :D რა გავიგე, აუ რა მაგარი რამეა ტელევიზორი! გვარი ყოფილა შავყვერაშვილი! ასეთი გვარები ხომ მხოლოდ საქართველოშია!
რუბრიკა რეკლამა: როგორ უხდება დავითს თეთრი პერანგი! ბარნი მართლაც საოცრებაა, სიმართლე გითხრათ მეც მიყვარს ბარნი!
რუბრიკა ფორუმი: გავიგე რომ არსებობს "ცუდად მისექსვა"- რომლის შემდეგ შეყვარებული გშორდება.
მოკლედ, კითხვა იყო რა უნდა ქნა პარტნიორთან სექსი რომ მოგბეზრდებაო: აი პასუხი:
"საქართველოში ყოველი მესამე ქალი ფიქრობს, რომ თუკი მამაკაცი საკუთარ ცოლს სცემს, ეს ნორმალურია."- ეს მე არ მომიგონია... "ლიბერალის" გამოკითხვის შედეგია, რომელიც ზედმიწევნით კარგად აჩვენებს რა გონებაგახსნილები და პროგრესულები ყავს საქართველოს!!!
ლოგიკა!!!
პასუხი კითხვაზე უღალატებდით თუ არა ცოლს/ქმარს:
ვაააჰ... "ღარიბულად მირთმეული გვირილები" გაგიგიათ?
თურმე ეს არის უბრალოდ გზისპირიდან მოწყვეტილ, ხელისგულებით გამთბარ გვირილებს რომ მიართმევ ვინმეს... და ვიღაც "ტიპმა" დაწერა რას ფიქრობთ ამაზეო, მაგრად მინდა ვინმეს მივართვაო, ხოდა გოგოებმა მე მომართვი, მე მომართვიო, ვაიმე რა საყვარლოოოობაააო და ა.შ. მე დავფიქრდი რა შავყვერაშვილობაა! და მგონი დამეთანხმებით რო ასეა!!! ღარიბულ გვირლიებს, მდიდრული I-phone როგორ შეიძლება არ გერჩივნოს? - ესენი ანგელოზები არიან, ნულოვანი მერკანტილიზმით და მათთვის ფულს ხომ მნიშვნელობა არ აქვს! :) უი, სკოლაში ჯერ კიდევ კარგად, რომ ვიყავი ისეთი ისტორიული ფრაზა ვთქვი: "გრძნობები ფულზე მალ-მალე იცვლება" მეთქი! ხოდა რატომ უნდა გაიყიდო გრძნობებზე და არა ფულზე? გრძნობებით ერთი ღამე იკოტრიალებ ლოგინში, მეორე მესამე და მოგბეზრდება. ფულით კიდე ისეთ საწოლს იშოვი, რომ არასოდეს მოგბეზრდეს...
უიმე, როგორი მერკანტილისტი გავხდი თურმე! ლუი მეთოთხმეტის ფინანსთა მინისტრი და მერკანტილიზმის დამფუძნებელი მიმიქარავს!
ლუი მე-14 იყო კაცი!
ისე მაინც ვერ ვხვდები რატომ არის ღარიბული გვირილები, უმაგრესი და ულამაზესი! არც რომანტიული ვარ და არც რომანტიკული!
რუბრიკა ლოგიკა ფორუმზე:
ესეიგი შეყვარებული თუ დაგშორდებაო ყველაფერი უნდა გადაყარო რაც მაგას გახსენებს და მაგან გაჩუქაო! რა ჭკვიანია, ღმერთმანი! მერე დადგება ნაგვის ურნასთან და მიდიი....
რუბრიკა მალე გამოვჯანრთელდე რა!
მალე გამოვჯანმრთელდე რა!
გუგა ნიუტონი
shena gugson,romel forumidan moipoveb am "margalitebs"?
ReplyDeleteforum.ge
ReplyDelete